სიახლე 

სამეგრელოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია 12.06.2021

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრის განცხადებით: 1 დეკემბრიდან მწვანე პასპორტის შემოღების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა. როგორც ისინი აცხადებენ, მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის პენსიონერთა 200 ლარიანი ფინანსური წახალისების ინიციატივის შემდეგ იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. აღსანიშნავია,რომ ცენტრში კოვიდ ვაქცინებთან ერთად გრიპის ვაქცინით იმუნიზაციაც არის შესაძლებელი. აღსანისნავია,რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით ემსახურება, რომლის განრიგიც სოფლის მოსახლოებისთვის წინასწარ ხდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,მწვანე პასპორტის” წინააღმდეგ აქცია გამართა 12.06.2021

ფოთში კოვიდპასპორტების საწინააღმდეგო აქცია სახელწოდებით ,,არა კოვიდტერორს,, გაიმართა.აღსანისნავია,რომ აღნიშნული აქცია ფოთში უკვე მესამედ იმართება. მონაწილეების თქმით, მწვანე პასპორტი უნდა გაუქმდეს და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მიეცეთ. აქციის ორგანიზატორის დავით სვანიძის განცხადებით ,,მწვანე პასპორტი” ადამიანების სეგრეგაციასა და დაყოფას უწყობს ხელს, რის გამოც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააუქმოს აღნიშნული. შეგახსენებთ,რომ ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან ,,მწვანე პასპორტი” შევიდა ძალაში,რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს: კერძოდ , მწვანე სტატუსი””-ს არ მქონე პირები ვერ ისარგებლებენ სარესტორნო მომსახურებით,კინოთეატრებით,თეატრებით,კაფე-ბარებით,ფიტნეს და გასართობი ცენტრების მომსახურეობით

იხილე მეტი
სიახლე 

3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა 03 12 21

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის საჭადრაკო კლუბში, ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ,,ქალთა საბჭოსთან’’ ერთად, შშმ პირთა მონაწილეობით, ტურნირი ნარდში, შაშში და მკლავჭიდში ჩაატარა.აღნიშნულ ტურნირში 15მდე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია რომ ღონისძიება, შშმ პირთა ხელშეწყობას და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. ტურნირის დასასრულს მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,საკრებულოს პირველი სხდომა, ხმაურით დაიწყო 03 12 21

დღეს ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომაზე ბანერი ,,თავისუფლება მიშას” და აწგარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გამოფინეს და წუთიერი დუმილით პატივის მიგებისაკენ მოუწოდეს საკრებულოს წევრებს, თუმცა მათ ეს მოწოდება არ გაიზიარეს რასაც ,,ნაციონალური მოძრაობის” პროტესტი მოჰყვა და თერთმეტივე წევრმა სხდომა დატოვა.”ქართული ოცნების” წარმომადგენელი ფეხზე არ წამოუდგა კოლეგას და თანაგრძნობა არ გამოხატა.”- განაცხადა საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან დარეჯან ცხვიტარიამ აღსანიშნავია რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ქართული ოცნების წევრი ალეკო ტყებუჩავა გახდა მას კანონის შესაბამისად 3 მოადგილე ყავს ესენია: საკრებულოს თავმჯდომარის პირველი…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ირაკლი ლეჟავა 02 12 21

,,კურსორი”-ს სტუმარია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსი ირაკლი ლეჟავა, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე და დევნილთა საააგენტოს მიერ გაცემულ გრანტებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს 02 12 21

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და პოლიცია იმყოფებოდა.

იხილე მეტი