სიახლე 

ფოთში გამოფენა გაიმართა

დღეს ღვინის სახლ „ხარებაში“ სამხატვრო სასწავლებლის მოდელირების ფაკულტეტის პედაგოგების პერსონალური გამოფენა „ქალი და მარტი“ გაიმართა სადაც ეკატერინე გედენიძეს, მაია წულაიას, სერგო ხაზალიას და მათი მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ხელნაკეთი გობელენები, თოჯინები და ხალხური რეწვის ნამუშევრები ეხილათ. სასწავლებლის აღსაზრდელემბა ქართულ-ტარდიციულ მოტივებზე შექმნილი ტანსაცმლის მოდელები დამსწრე საზოგადოებას თავადვე წარუდგინეს .

იხილე მეტი
სიახლე 

სემინარი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. 22 მარტი, 2018

21 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“. პროფესორ ლალი ზაქარაძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქართული ფილოსოფიის ისტორია, შუა საუკუნეების ფილოსოფია, კულტურის ფილოსოფია და სოციოლოგია, ინტერკულტურული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

იხილე მეტი
სიახლე 

“ექვთიმე ღვთის კაცი“ ფილმის ჩვენება ფოთში

გუშინ ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზსში ისტორიული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა ნიკოლოზ ხომასურიძის ნამუშევარი, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების,და ემიგრაციაში გატარებული წლების შესახებ მოგვითხრობს.ფოთელ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ფილმის რეჟისორს და მონაწილე მსახიობებს გასცნობოდნენ. გადამღები ჯგუფის წევრებმა ფილმის შექმნის ისტორიასა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.ჩვენების დასასრულს ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთში 5 საველე შტაბი იმუშავებს

ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში 5 საველე შტაბი იმუშავებს, რომლებსაც აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული შტაბი გაუწევს კოორდინაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2018 წელს, გასულ წელთან შედარებით, სპეცტექნიკის რაოდენობა გაზრდილია და მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის შედეგები რეგიონულ შტაბში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში იყრის, თავს რის შემდეგაც უკვე საველე სამუშაოების დაგეგმვა ხდება.
ლევან დავითაშვილმა ასევე იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამდესწორი ინფორმაციის მიტანა.
რეგიონული განვითარებისა და ინსრასტრუქტურის მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის კუთხით მიმდინარე წელს უფრო მომზადებულია.
მავნებლის წინააღმდეგ საველე სამუშაოების დაწყებას ეხმაურება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ლევან შონიას განმარტებით, დაგეგმილია სოფლის რწმუნებულებთან, მათ თემში არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში 100 000 ფერომონი დამონტაჟდება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აქტიური საველე სამუშაოები უკვე დაიწყო, საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ფერომონი დამონტაჟდება. ასევე ტყის ფართობებზე „მოიზიდე და მოკალი“ სისტემები განთავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ ტყეების შეწამვლა არ შეიძლება, ქიმიური საშუალებებით ტყის განაპირა პერიმეტრი დამუშავდება, – ამის შესახებ ცნობილი ზუგდიდში, დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა მათ მავნებლის წინააღმდეგ სამთავრობო გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სასულიერო გიმნაზიაში ზეთისცხება გაიმართა

დღეს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ჩატარდა შვიდ გზის ზეთისცხების ცერემონიალი მასში მონაწილეობა სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო შვიდგზის ზეთისცხების ცერემონიალი მღვდელ ლაზარე ქაჯაიამ და მამა თევდორე ბასილაიამ აღასრულეს.
ცერემონიალს როგორც მოსწავლეები აგრეთვე მათი მშობლები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე

დღეს ფოთს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ორგანიზაცია ევროპა საქართეველოსთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ მერიის საკონფერენციო დარბაზში და ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება . მსგავსი შეხვედრები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტარდება.
უვიზოდ მოგზაურობა: შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე რომელიც მოიცავს ევროკავშირის ოცდაორ წევრ ქვეყანას (დიდი ბრიტანეტის და ირლანდიის გამოკლებით) ასევე ოთხ არა წევრ და ოთხ კანდიდანტ ქვეყანასთან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების ოთხი ოქრო

18 მარტს, ქალაქ მარნეულში, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკ მოკრივეებს შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2002–2003 წლებში დაბადებული სპორტსმენები,
ფოთელმა მოკრივეებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და 4 ორქოს მედალი მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

შვედეთის დელეგაცია სტუმრად ფოთში

ქალაქ ფოთს შვედეთის დელეგაცია სტუმრობს. ჯესიკა ჰელმეფორსი, მინა აბდოლაჰი,
ევა ანდერსონი და სუზან ვოლსტრანდი, ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამოქალაქო სამსახურების წარმომადგენლები არიან. ისინი ფოთში ორწლიანი ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავენ: „სოციალური ინკლუზია-მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულებისა , შშმ ბავშვებისა და მოზარდებისათვის“. რომლის ფარგლებში
მოხდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება ფოთში და ადგილობრივი სოც. მუშაკების დატრენინგება როგორც ადგილზე, ასევე შვედეთში ქალაქ ოსტამარში.
მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდული საბჭოს ჩართვა სამოქალაქო დიალოგში , რითაც გამოიკვეთება ხანდაზმულთა დღის ცენტრის შინაარსი და მათი ჩარულობა .
შვედეთის დელეგაციას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
ფოთისა და ოსტამარის დამეგობრება 11 წლის წინ მოხდა. ამ დროის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქებს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა ჩამოყალიბდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან წარმოდგენილი პროექტის განხილვა

იხილე მეტი