სიახლე 

ძველი მართვის მოწმობების ახლით შეცვლა 1-აპრილს დასრულდება

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 აპრილამდე. მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვოს მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი 35 ლარი ასევე აღსანიშნავია, რომ იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2016წლამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიულიძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა. მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევასი თუ მოქალაქემ 1აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში 500ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. მოქალაქეები მართვის მოწმობის შესაცვლელად 2018 წლის 1აპრილის შემდეგაც არ ჩააბარებენ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ გამოცდას.

იხილე მეტი
სიახლე 

FLEX-ის პროგრამის კონკურსში ხუთმა ფოთელმა გაიმარჯვა

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე/
FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო
წელს ხუთი ფოთელი ახალგაზრდა გახდა ამ პროგრამის გამაჯვებული.
ესენი არიან
ანა სამურკასოვი, სალომე ახალაია, ალექსანდრე ნანეიშვილი, არჩილ გვასალია და დავით ვადაქარია.
მათი განცხადებით შესარჩევი კონკურსი საკმაოდ რთულია და ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმე ცდის სემდეგ მიაღწია წარმატებას. სწორედ კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარეს ფლექსის პროგრამის ფოთელმა გამარჯვებულებმა თანატოლებს ასოციაცია „დიოსკურიას“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე

იხილე მეტი
სიახლე 

აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების რისკი ყველაზე დაბალია

როგორია აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების რისკი? – სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ალბათობა მაღალი არ არის და განმარტავენ, რომ კახეთში მწერის დაფიქსირება მის გავრცელებას არ ნიშნავს.
ზურაბ ლიპარტია მავნებლის გავრცელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის, ასახელებს მწერის ბიოლოგიურ ბუნებას, ბაღლინჯოს ამ სახეობას ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. მის გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ სააქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.
სეს-ის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფარონას მიერ მოსავლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევები გასულ წელს არ დაფიქსირებულა. პროცესის მონიტორინგი წელსაც გრძელდება და ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, აზიური ფაროსანას წინაღმდეგ სახელმწიფო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება.
რისკების შეფასებისას ლიპარტია განმარტავს, რომ დასავლეთთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში ბაღებისა და პლანტაციების შეწამვლის მაღალი კულტურაა, ამასთან შესაწამლად მოსახლეობა იყენებეს ისეთ პრეპარატებს რომლებიც ბაღლინჯოზეც მოქმედებს.
აზიურიფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში საცხოვრებელ სახლებში კახეთშიც გხვდება.
მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. 2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხელბურთში დასრულდა

14 მარტს, ფოთში 9 აპრილზე მდებარე საკალათბურთო დარბაზში დასრულდა სკოლებს შორის ჩემპიონატი ხელბურთში. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს მეორე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა. მათ ბოლო ტურში მერვე და მეთხუთმეტე საჯარო სკოლის გუნდები დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

არჩილ ხორავას სასწავლებლის მოსწავლეების წარმატება

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლემ ლიკა ცაავამ ყაზახეთის ქალაქ პავლოდარში გამართულ პირველი საერთაშორისო კონკურსში უდიდეს წარმატებას მიაღწია რახმანინოვის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში რომელიც 18-დან 25 თბერვლამდე ჩატარდა მოწვეული იყვნენ ევროპის და აზიის ქვეყნების უნიჭიერესი პიანისტები.ლიკა ცაავამ რახმანინოვის ნაწარმოებების ბრწყინვალე შესრულებით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა .
ასევე აღსანიშნავია სასწავლებლის აღსაზრდელის 11 წლის თაკო გურგენაძეს წარმატება კონკურსში “ნორჩი ვირტუოზები “ რომელიც თბილისში, ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა. მან მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, წარმატებული გამოდგა 2017 წელი, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დირექტორისთვის ლია ეჯიბიასთვის, რომელსაც კომპოზიტორთა კავშირში წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიანიჭა ქართული კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირმა „ჰარმონიამ“.
აღსანიშნავია რომ ლიკა ცაავა და თაკო გურგენაძე საფორტეპიანო ხელოვნებას ლია ეჯიბიას ხელმძღვანელობით ეუფლებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში

12 მარტს, საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერში“ ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრები და პრიზიორ მოჭადრაკეთა დაჯილდოება გაიმართა.
ტურნირი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) წრიული სისტემით ჩატარდა და მასში როგორც ახალგაზრდა, ასევე ვეტარანი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.
I ადგილი – ბადრი ლომაია (8.5 ქულა)
II ადგილი – გულადი დგებუაძე (8.0 ქულა)
III ადგილი – ნიკოლოზ ბუკია (7.5 ქულა)
საპრიზო ადგილების მფლობელ მოჭადრაკეებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
1 აპრილს სტარტს აიღებს ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში-ხელბურთში სკოლებს შორის ჩემპიონატი ჩატარდა

13 მარტს, ფოთში 9 აპრილის ხეივინზე მდებარე საკალათბურთო დარბაზში სკოლებს შორის ხელბურთში ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებაში ვაჟთა და გოგონათა ოთხ-ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას.დღეს ფინალისტები გამოვლინდებიან რომლებიც გამარჯვებულის ბედს ხვალინდელ შეხვედრებში გადაწყევტენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეს წარმატება

5-12 მარტს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ნალჩიკში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კრივში,მასში საქართველოს სახელით ოთხმა მოკრივემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებთან ერთად ნალჩიკში ფოთელი იაგო კიზირიაც გაემგზავრა, მან მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო მასპინძელ რაზიან მაზიხოვთან , 81 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი მოიპოვა და საუკეთესო მოკრივის თასი გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატზე მიემგაზვრებიან

ხვალ მარნეულში იწყება საქართველოს ჩემპიონატი კრივში 2002-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. მასში მონაწილეობის მისაღებად 6 ფოთელი სპორტსმენი ემზადება. მათ უვე დააასრულეს წინასატურნირო შეკრება და ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნებას აპირებენ.
ფოთელი მოკრივეები იმედს გამოთქვამენ რომ წარმატებით იასპარეზებენ და ნაკრებში ადგილს დაიმკვიდრებენ

იხილე მეტი
სიახლე 

საკადრო ცვლილებები ფოთის მერიაში

ფოთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა და საკადრო ცვლილებები განხორციელდა .
მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნიკოლოზ გრიგოლია დაინიშნა რომელიც ადრე მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსად ყოფილი ვიცე-მერი ლევან ჩოჩია დაინიშნა .
მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობა ნანა ჭანტურიამ დაიკავა, ყოფილმა უფროსმა ვასილ თოდუამ მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. ასევე შეიცვალნენ მერის წარმომადგენლები ნაბადის, კუნძულის და ცენტრის უბნებში. ნაბადაში-ზურაბ ბერაია, კუნძულის უბანში- სანდრო ქუშაშვილი, ხოლო ცენტრის უბანში- ზაზა ღადუა. აღნიშნულ უბნებში მერის ყოფილი წარმომადგენლები კი მოადგილეებად გააგრძელებენ მუშაობას.

იხილე მეტი