სიახლე 

ფოთში ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა

ფოთში ყაჩაღობის ფაქტი დაფიქსირდა ნაბადაში მდებარე ,,ლუკოილის,, ბენზინგასამართ სადგურს თავს ნიღბიანი და შეიარაღებული პირები დაესხნენ. ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელობა წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით ბოროტ მოქმედებმა სეიფიდან 30 000 ლარზე მეტი თანხის გატაცება შეძლეს.
შსს ინფორმაციით გამოძიება 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

\\. 5 თებერვალი, 2018

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ ასოციაცია „ათინათთან“ ერთად პროექტი სახელწოდებით \”ახალგაზრდა ვიზიტორები“ განახორციელა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა, მომავალი თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება. პროექტის ფარგლებში, 3 თებერვალს ფოთს ზუგდიდელი ახალგაზრდები ესტუმრნენ. მათ ადგილობრივ ბავშვებთან ერთად ფოთის პორტი დაათვალიერეს, მიიღეს ინფორმაცია ნავსადგურის ფუნქციონირებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე, ახალგაზრდებმა კოლხეთის ეროვნული პარკი დაათვალიერეს. შეხვერდაზე კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებასა და ტურისტული მარშრუტების შესახებ ისაუბრეს. „ახალგაზრდა ვიზიტორების“ ფარგლებში შეხვედრა ზუგდიდში 20 იანვარს გაიმართა. ახალგაზრდებმა მონაწილეობა გაცნობით-ჯგუფურ აქტივობებში მიიღეს. ესტუმრნენ დადიანების მუზეუმს და რობერტ აბსანძის თიხის სახელოსნოს, სადაც თიხისაგან ლარნაკები და სუვენირები დაამზადეს. ასევე დაეუფლნენ მარციპანის დამუშავების ხელოვნებას. პროექტში სულ 40 ახალგაზრდა ღებულობდა მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

2 თებერვალს მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ეს დღე 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთი დევიზით ერთიანდება – „ტყეები წყლისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის.
ამ დღესთან დაკავშირებით ფოთის ეროვნულ პარკში ნორჩ ელჩბთან შეხვედრა გაიმართა სადაც საუბარი იყო საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ქობულეთისა და კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერის მოადგილის შეხვედრა მსახიობებთან

დღეს ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასს შეხვდნენ და თეატრში არსებულ როგორც ინფრასტრუქტურულ პრობლემის, ასევე მაყურებლის მოზიდვისა და ზაფხულში თეატრალური ფესტივალისათვის მზადების საკითხებზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე-4 მოწვევის სხდომა

საკრებულოს მე-4 მოწვევის სხდომაზე დებატები საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა გამოიწვია, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა, ასევე მან საკრებულოს წევრებს მუნიციპალური ქონების აღრიცხვის, რეგისტრაციის, მართვისა და განკარგვის მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში გააცნო. ოპოზიცის წარმომადგენლებმა ანიღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ფოთის საჭადრაკო კლუბში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ ჩემპიონატი 27 იანვარს დაიწყო, რომელშიც ფოთის, ზუგდიდის, ხობისა და სენაკის 70-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. გაგაცნობთ ფოთელი მოჭადრაკეების შედეგებს: 7 წლის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი გაგა გვასალიამ დაიკავა.7 წლის გოგონათა შორის ოქროს მედალი ნია ჭითანავას ერგო , ვერცხლის მედალი – გვანცა აფხაზავას, ბრინჯაოს მედალი – მარიკა ბართაიას. 9 წლის ჭაბუკთა შორის II ადგილი – გიორგი კვარაცხელიამ მოიპოვა, III ადგილი – ლუკა წურწუმიამ, 9 წლის გოგონათა შორის I ადგილი – ლიზი სარიშვილმა, II ადგილი – ბარბარე კულუამ, III ადგილი – მართა სორდიამ. 11 წლის გოგონათა შორის III ადგილი – ანა სანიკიძემ მოიპოვა. 13 წლის ჭაბუკთა შორის II ადგილი – თეიმურაზ კვიკვინიამ. 13 წლის გოგონათა შორის I ადგილი – ნინო სოლომონიამ, II ადგილი – ლიზი ფოჩხუამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 31 იანვარი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ჰაერის ტემპერატურა 2 თებერვლიდან მოიმატებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლაზიკა“ 20 წლის გახდა

ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა „ლაზიკამ“ფოთის სახელმწიფო თეატრში კონცერტი გამართა. ანსამბლმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. „ლაზიკას“ მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე საათნახევრიანი სპეციალური პროგამით წარსდგნენ. ანსამბლს დაარსების დღიდან გიგლა თურია ხელმძღვანელობს. ის 2014 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. საიუბილეო ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ფოთში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის ‘’სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა’’ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანი იყო ქ. ფოთში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება, ასევე წარდგენილი იქნა ‘’დროის ბანკის’’ კომპონენტი.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მოხდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჰაბისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმების განხილვა, რომელიც შეიმუშავეს ზუგდიდში 2017 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული ჰაბის პრეზენტაციის მონაწილეებმა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია ‘’ ათინათის’’ მიერ, ‘’ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გადაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადანაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. მასში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფესორ მაგდა მჭედლიძის ლექცია გაიმართა

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის ივანე ჯავხიშვილის სახელობის სხელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მაგდა მჭედლიძის ლექცია გაიმართა. მან აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა თემა _ იოანე პეტრიწის განმარტების ტექსტის კრიტიკისთვის. პროფესორმა მსმენელებს იოანე პეტრიწის უძველესი ხელნაწერების უახლოესი ტექსტოლოგიური კვლევები გააცნო. ლექციას ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და ფოთისა და ხობის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი