სიახლე 

თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიის ღონისძიება

თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებმა თოჯინების ორი სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ და „მგელი და კრავი“ წარმოადგინეს. სპექტაკლს პირველი სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტის ავტორი, სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ანჟელა ნადირაშვილი გახლავთ, მხატვრული გაფორმება, ხელოვნების პედაგოგს ეკატერინე ხვიჩიას ეკუთვნის. მაყურებლის წინაში საცეკვაო ნომრით გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები გამოვიდნენ, მათ მოწვეულ სტუმრებს მხიარული განწყობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეუქმნეს.აღნიშნული ღონისძიება თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სკოლები ახალ პროექტში თებერვლიდან ჩაერთვებიან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლებში ახალი პროექტი „ევრიკა“ საპილოტე რეჟიმში თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება.მოსწავლეებს პროფესორ- მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს 5 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ჩაუტარებენ. ახალ პროექტში თავდაპირველად მე-9, მე-10 და მე-11 კლასები მიიღებენ მონაწილეობას, ახალი სასწავლო წლიდან კი მასში მე-7 და მე-8 კლასელებიც ჩაერთვებიან. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ,ფოთის ყველა სკოლა ონლაინ გაკვეთილებისთვის ტექნიკური თვალსაზრისით მზად არის, თუმცა პირველ ეტაპზე რამდენიმე სკოლა შეირჩევა.მათი ვინაობა კი იანვრის ბოლოს გაირკვევა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 24 იანვარი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროის ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე დროგამოშვებით იწვიმებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ფერმწერის წარმატება

\” მისი სამყარო გამორჩეულია და ჩვენთვის ნაცნობი სამყაროსგან განსხვავებული, რაღაც უფრო მშვენიერი და სრულყოფილი … მისი აბსტრაქციები ძლევამოსილი ბუნების ზეიმია, სიცოცხლის დამკვიდრებისთვის ბრძოლაა\”- ასე არის აღწერილი ფოთელი მხატვრის გრიგოლ ღვანიას შემოქმედება კატალოგში, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის ინიციატივით გამოიცა. კატალოგში საქართველოს ათი საუკეთესო თანამედროვე ფერმწერის ნამუშევარია შესული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგურში ახალი ტერმინალი აშენდება

,,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს და 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. სპეციალისტების განცხადებით, ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება და იგი საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ახალ სავაჭრო შესაძლებლობას შესძენს. ახალი ტერმინალის აშენება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე, მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით განიხილება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საფეხბურთო გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი-1913“-ს ახალი მთავარი მწვრთვნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე მომდევნო წლის განმავლობაში, 56 წლის რუსი სპეციალისტი, კონსტანტინ გალკინი იმუშავებს.ის რუსეთში წლების მანძილზე რამდენიმე გუნდს ავარჯიშებდა, მათ შორის, \”ჩელიაბინსკს\”, ორენბურგის \”გაზოვიკს\”, ნიჟნი ნოვგოროდის \”ვოლგას\” და ბოლო დროს ამავე ქალაქის \”ოლიმპიეცს\”. ასევე აღსანიშნავია, რომ „კოლხეთი-1913“-ის ხელმძღვანელების განცხადებით, გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი გადახალისება იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვამ დაკარგული ქალის ცხედარი გამორიყა

ფოთში 54 წლის ქალის ცხედარი ზღვამ გამორიყა. ის სამართალდამცველებმა ქალაქის სანაპირო ზოლზე იპოვეს.შეგახსენებთ, ნაზი მარშავას 2017 წლის 26 დეკემბერიდან ეძებდნენ. მარტოხელა ქალი ტაბიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მას ფსიქიური პრობლემები ქონდა. დაკარგულს ახლახან დედა გარდაეცვალა და ახლობლების ვარაუდით , მისი ჯამრთელობის გაუარესება სწორე ამ ფაქტორმა გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით,გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ეკოსემინარი გაიმართა

კოლხეთის ეროვნული პარკის „ნორჩი ელჩების“ პროექტისა და მე-4 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „ერუდიტის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე თემები წარმოადგინეს.
„ნორჩმა ელჩებმა“ ეკო-კლუბის წევრებს საჩუქრად ფრინველების საკვებურები და ბუდეები გადასცეს, რომლებიც მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეებზე განათავსეს. პარალელურად, ბავშვებს მიეწოდათ ინფორმაცია _ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ფრინველებს ზამთრის პერიოდში და რა შეიძლება გაკეთდეს მათ გადასარჩენად.
შეგახსენებთ,ამ პროექტს, კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ერთწლიანია და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი გასტროლით პოლონეთში მიემგზავრება

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი გასტროლით პოლონეთის ქალაქ სელეზიაში მიემგზავრება. მსახიობები პოლონელ მაყურებელს ორ სპექტაკლს: \”ჩემს ბაღში ომია\” და \”ჩარეცხილებს\” წარუდგენენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი დარიუშ ეჟერსკი გახლავთ.

იხილე მეტი
სიახლე 

„მაშა და დათვი“ ფოთში

ერთ წლის შემდეგ ფოთელ პატარებს საყვარელი მულტფილმის „მაშა და დათვის“ გმირები ისევ ესტუმრნენ. თეატრ TRIDA-ას მსახიობებმა, ფოთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ბავშვებს დაუვიწყარი საახალწლო შოუ-სპექტაკლი _ „მშვიდობით დაბრუნება“ წარუდგინეს. სპექტაკლში დათვის როლს ფოთელი მსახიობი სანდრო გუჯაბიძე ასრულებს.

იხილე მეტი