სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე-2 რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს მე-2 რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას შენიშვნით დაიწყო, კერძოდ კაკულიამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, კაკონის ფარგლებში პეროცედურული საკითხების დაცვისკენ მოუწოდა, ასევე მან ხაზგასმით განაცხადა, რომ თუ მომავალში კონკრეტული საკითხის ირგვლივ სხდომაზე დასმული ნებისმიერი კითხვა, პასუხგაუცემელი დარჩება, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი-გრიგოლეთი- ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის განხილვა

ფოთის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, ფოთი-გრიგოლეთი- ქობულეთის შემოვლითი გზის, მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.როგორც პრეზენტაციაზე გაიჟღერა, პროექტი მიზნად ისახავს 4 ზოლიანი ფოთი- ქობულეთის მაგისტრალის აგებას, რომელიც ეროვნულ სტანდართებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.

იხილე მეტი
სიახლე 

14 იანვარს საქართველოში თეატრის დღე აღინიშნება.

14 იანვარს საქართველოში თეატრის დღე აღინიშნება. \”ძველ ახალ წელს\” ქართველ თეატრალთა დღესასწაული ემთხვევა ისტორიულ თარიღს – 1850 წლის 14 იანვარს, როცა გიორგი ერისთავის თაოსნობით საქართველოში პროფესიული თეატრალური ხელოვნება აღორძინდა. ფოთის სახელმწიფო თეატრი ქართული თეატრის დღეს მაყურებელს სპექტაკლ „ხანუმას“ შესთავაზებს. სპექტაკლი ხანუმას 14 იანვარს 7 საათზე გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა

„ფოთი“ ასე ჰქვია ახალ ფრაქციას, რომელიც საკრებულოში დარეგისტრირდა. მისი წევრები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დათო ხომერიკი, დარეჯან ცხვიტარია და „ლეიბორისტი“ მამუკა ხორავა.ფრაქციას დათო ხომერიკი უხელმძღვანელებს,თავმჯდომარის მოადგილედ კი მამუკა ხორავა დასახელდა.მათი განცხადებით ფრაქცია ოპოზიციას საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზის გადამამუშავებელი ობიექტები შეამოწმეს. 11 იანვარი, 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ქ. ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების (შპს „მბმ“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „აისბერგი 2“) კომპლექსური, არაგეგმური შემოწმება განახორციელეს. სპეციალისტებმა „პეის ტერმინალის“ კუთვნილი ნავმისადგომის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ მოპოვებული თევზის მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება.
განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთ კომპანიას არ გააჩნია ჩამდინარე წყლებისთვის გამწმენდი ნაგებობა – ზედაპირული წყლის ობიექტებში გაუწმენდავი წყლები ჩაედინება; ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის წყაროთა რაოდენობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, აღნიშნულ საწარმოებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვევები არ გამოვლენილა.
შემოწმების პროცესში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით, აღებულ იქნა მდინარის წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კომპანიების დაჯარიმების შემდეგ, გამოსცემს ადმინისტრაციულ მიწერილობას, რომლის შესაბამისად კომპანიებს დაევალება დადგენილ ვადაში აღმოფხვრან გამოვლენილი დარღვევები, მოაწყონ სათანადო გამწმენდი ნაგებობა, უზრუნველყონ ჰაერში ემისიების გავრცელების შეზღუდვის მიზნით შესაბამისი დანადაგარის დამონტაჟება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 11 იანვარი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე დროგამოშვებით იწვიმებს.

იხილე მეტი
სიახლე 

მაია ჩხარტიშვილი „შენების მოძრაობაში“ გაწევრიანდა

ფოთის საკრებულოს წევრი მაია ჩხარტიშვილი „შენების მოძრაობაში“ გაწევრიანდა.მაია ჩხარტიშვილმა ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნება“ ხმაურის ფონზე დატოვა. მან არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის მერობის კანდიდატის სახელით მიიღო მონაწილეობა ,ასევე პარტიული სიის პირველი ნომერი იყო,თუმცა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრი არასოდეს ყოფილა და მათი მხარდაჭერით სარგებლობდა მხოლოდ.

იხილე მეტი
სიახლე 

ა/ო “დახმარების ცენტრის“ საქველმოქმედო აქცია ფოთში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დახმარების ცენტრის” ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. „დახმარების ცენტრის“ წარმომადგენლებმა 50-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა

ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, დილით მოქალაქეებს მთავარი ნაძვის ხე დაზიანებული დახვდათ, ასევე რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ფაქტი კულტურისა და დასვენების პარკში გამოვლინდა, სადაც 32 სანათი და 3 ურნა იყო დმტვრეული, ახალ ნერგებს კი ტოტები ქონდა დაზიანებული. მოქალაქეები კონტროლის გამკაცრებას, დამნაშავეების გამოვლენას და მკაცრად დასჯას მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

თევზის სუნთან დაკავშირებით ფოთის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ფოთის მერის ორგანიზებით, საინიციატივო ჯგუფის წევრები, თევზის გადამამუშავებელი ქარხნების (შპს „ზღვის პროდუქტები“ და შპს „მბმ“) ხელმძღვანელებს შეხვდნენ.მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი მძიმე სუნი, მავნეობასთან ერთად უკიდურესად შეურაცხმყოფელია ქალაქის მოსახლეობისათვის. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა ,რომ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით საწარმოს, რომელსაც ეკოლოგიური ნორმები არ ექნება დაცული, მუშაობის უფლება ჩამოერთმევა, მისივე თქმით ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები იქნა აღებული ,პასუხები კი 10 დღეში გახდება ცნობილი. მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ქარხნის წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა, რადგან როგორც მან განმარტა ფოთის მოსახლეობა იმდენად არის გაღიზიანებული, რომ ამ პრობლემას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. ქარხნის მეპატრონეებმა პირობა დადეს, რომ მომავალი სეზონისთვის ფოთის მოსახლეობას თევზის უსიამოვნო სუნი არ შეაწუხებს.თუმცა სატელევიზიო კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

იხილე მეტი