სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა. 9 იანვარი, 2018

ფოთის საკრებულოს სხდომაზე, მოქმედი სამივე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დაამტკიცეს.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის მოადგილედ სამსონ კუტალია იქნა არჩეული, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილედ _ დავით ესებუა, „ფოთის“ თავმჯდომარის მოადგილედ _ მამუკა ხორავა. დეპუტატის მანდატზე უარი თქვა იაგორ თავართქილაძემ, შეგახსენებთ ის „შენების მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის პარტიული სიის პირველი ნომერია. მას საკრებლოში თანაპატიელი პაატა ჩაგანავა ჩაანაცვლებს. იაგორ თავართქილაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეტებაზე უარი განაცხადა. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეების შემცირება გააპროტესტეს ასევე მათ უკმყოფილება გამოთქვეს საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხზე. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით ის კონკეტულ გადაწყვტილებას კანონთან შესაბამისად ღებულობს . საკრებულოს მორიგი სხდომა პარასკევს 11 საათზე გაიმათება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის წარმომადგენლები \\

კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ მოინახულეს,მათ საჩუქრები გადასცეს და შობა ახალი წელი მიულოცეს, სტუმრების დიდი ინტერესი ბავშვების მიერ შექმნილმა ხელნაკეთმა ნივთებმა გამოიწვია. მერის მოადგილე დღის ცენტრის პრობლემებს გაეცნო და მათ დახმარებას დაჰპირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საშობაო ლიტურგია ღამისთევით შესრულდა

ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის ყველა ტაძარში საშობაო ლიტურგია ღამისთევით შესრულდა.საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა.საშობაო ლიტურგიას ფოთის მერი თავის მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

იხილე მეტი
სიახლე 

ალილოს მსვლელობა ფოთში

7 იანვარს ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალოლო“ პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.მსველობას ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია თანხმლებ პირებთან ერთად შეუერთდნენ.მეალილოებს შობის დღესასწაული ანსამბლმა „ფაზისმა“ მიულოცა. მსვლელობის დასასრულს აღდგმომის სახელობის საკათედრო ტაძარში მაცხოვრის პარაკლისი იქნა გადახდილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 8 იანვარი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაცით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ხვალ დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

იხილე მეტი

ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრი“

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი აიპი _ „სერვისების ცენტრი“ პირველი იანვრიდან შეუდგა მუშაობას. ამავე დღეს სამსახურის ორგანიზებით ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობის ეზო დასუფთავდა. „სერვისების ცენტრის“ უფროსის მოადგილის, ვერიკო ლაღიძის განაცხადებით, მომავალში სხვადასხვა სერიოზული პროექტები განხორციელდება , შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი მკაცრად გაკონტროლდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა 05.01.17

ფონდი „ქველმოქმედი-2015“- სა და ნავსადგურთან არსებული სტუდია „თეთრი თოლიას“ ერთობლივი ინიციატივით,საქველმოქმედო შოუ-პროგრამა „ჯადოსნური ნაძვის ხე“ ჩატარდა.კონცერტზე შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებლებს, ეკატერინე ღვინჯილია- ბუკიასა და დავით კუჭუხიძეს გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის საახალწლო აქცია

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს მიულოცეს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას დღესასწაულებზეც 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ. ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა, მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ახალი წლის შემობრძანება პოლიციის სამმართველოს, სასწრაფო დახმარების, სამედიცინო დაწესებულება „ევექსის“, სახანძრო და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მორიგე ჯგუფებს პირადად მიულოცეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ მერის მესამე მოადგილედ გიორგი ფარეშიშვილი დაინიშნა.ის 1989 წელს არის დაბადებული , პროფესიით სამართალმცოდნე სოციოლოგია. ბოლო პერიოდში ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. როგორც ის ამბობს ახალ თანამდებობაზე იმიტომ დათანხმდა რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთების საშუალება ადამიანს სწორედ სახელმწიფო სტრუქტურაში ეძლევა

იხილე მეტი