სიახლე 

აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ფოთში

„მეცხრე ტალღის“ ოფისში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებული დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკის საელჩოს გრანტების პროგრამის მენეჯერის განცხადებით, საელჩო სამი მიმართულების პროექტს დააფინანსებს, თითოეული პროექტისთვის მაქსიმალური თანხა 25,000 დოლარია განსაზღვრული. როგორც მენეჯერი ამბობს,კონკურსში მონაწილეობის მიღება არასამთავრობო, არაკომერციულ, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე5 მოწვევის სხდომა

ფოთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილები განისაზღვრება. ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დადგენილების მიხედვით შშმ პირებზე საცნობი ნიშნის გაცემა მხოლოდ მერს ან მერის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია. ხოლო ამ ნიშნის განთავსება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე იქნება შესაძლებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოკრივემ ევროპის ჩემპიონატზე მ-3 ადგილი დაიკავა

ფოთელმა მოკრივემ ბადრი ხუციშვილმა ევროპის ჩემპიონატში მესამე, საპრიზო ადგილი დაიკავა.ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ანტალიაში გაიმართა, რომელშიც 33 ქვეყნის სპორტსმენი ასპარეზობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანზაცია მიმდინარეობს

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანზაცია მიმდინარეობს.ამის შესახებ „მეცხრე ტალღას“ ვიცე მერმა მამუკა პაპასკირმა განუცხადა, მისი თქმით ეს პროცესი სამსახურების უფრო ეფექტური მუშაობის მიზნით დაიგეგმა. რეორგანიზაციის დასრულების ბოლო ვადა 22 დეკემბერს იწურება.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭაბუკი ქოიავას წიგნის პრეზენტაცია

„კუნძული სოხუმი“ ასე ქვია ჭაბუკი ქოიავას ახალ წიგნს,რომელშიც ყავის სურნელში გახვეული ქალაქის ცხოვრებაა აღწერილი,სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მეგობრულად თანაცხოვრობდნენ. ეს ჭაბუკი ქოიავას რიგით მე-7 წიგნია,მასზე მწერალი ორი წლის მანძილზე მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ადვოკატების ბრიფინგი ფოთში

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატებმა დღეს ფოთში ბრიფინგი გამართეს, მათ თბილისში ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. კერძოდ, მათი განცხადებით დავით ასათიანმა არჩევნებში დიდი უპირატესობით მოიგო და მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ:

იხილე მეტი
სიახლე 

“ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა

„ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზციის თავჯდომარედ ვახტანგ დარცმელიძე იქნა არჩეული,შეგახსენებთ დარცმელიძე ამ დრომდე თამჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.პარტიის წევრებს დარცმელიძის კანდიდატურა „ევროპული საქართველოს“ რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებმა, კობა ზაქარეიშვილმა და დავით ჯინჯოლავამ წარუდგინეს.მათი განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პარტიის ოფისები დღეიდან აქტიურ რეჟმში იმუშავებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

თოჯინების სპექტაკლის პრემიერა ფოთში 12 12 17

ფოკლორის ცენტრში თოჯინების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. „ნატვრის ახდენა“ ასე ქვია წარმოდგენას ,რომელიც სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა პატარებს შესთავზეს. ზღაპარში 9 პერსონაჟი მონაწილეობს, მსახიობები სპექტაკლზე 4 თვის მანძილზე მუშაობდნენ. პრემიერაზე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ მოწვეულები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრი მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ კუნძულის უბნის მაჟორიტარი საკრებულოში, თორნიკე შონია ამ უბნის მოსახლებას შეხვდა.ის არსებულ პრობლემებს გაეცნო და განაცხადა,რომ შეეცდება მომავალი წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემები მაქსიმალურად აისახოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “ჭაბონამა“ საქართველოს მოყვარულთა თასის მფლობელია

ფოთის „ჭაბონამა“ „მოყვარულთა თასი 2017“-ს მფლობელი გახდა.საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფინალური შეხვედრა, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.ფოთელები ჩემპიონატის შარშანდელ ფინალისტს – თბილისის „ნახალოვკას“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. გამარჯვებულ გუნდს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სიმბოლური და ფულადი პრიზები გადაეცათ

იხილე მეტი