ფოთის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დღეს საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა.ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს მე-7 რიგგარეშე სხდომაზე , საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვასილ თოდუამ წარადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია. ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხა, 2017 წლის ბიუჯეტში 3 მლ. 880 ათ.ლარი იყო, 2018 წლის ბიუჯეტში კი სავარაუდოდ 5 მლ.78 ათ ლარამდე გაიზრდება.