სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის საბოლოო შედეგები

დღეს ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაიწერა.კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში გამარჯვებული ფოთის ახალი მერი, გოჩა კურდრელია უფლებამოსილებას ,საბოლოო შედეგის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს შეუდგება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წყლის მაგისტრალი დაზიანდა

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ ფარნავაზ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს,მათი განცხადებით აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის მაგისტრალი დაზიანდა და წყლის მიწოდება შეუწყდათ.შემთხვევის ადგილზე ჩვენმა გამოჩენამ წყალკანალის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. მათ სატელევიზიო კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს,ხოლო პირად საუბარში გვითხრეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება მხოლოდ ცენტრის უბანს შეუწყდა, აღდგენითი სამუშაოები კი დაახლოებით ნახევარ საათში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

კონკურსი “შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა“ გრძელდება

გადაცემა ,,აგრო სიახლეების“ მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოცხადებული კონკურსი აქტიურად მიმდინარეობს. გადაცემის წამყვანის გიგა აბულაძის განმარტებით, მაყურებლისგან აზიური ფაროსანასთან ბრძოლის რამდენიმე საინტერესო მეთოდი უკვე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან. დაჯილდოვდება მონაწილე, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობის აზიურ ფაროსანას გაანადგურებს, ასევე პირი, რომელიც აზიური ფაროსანასთან ბრძოლის განსაკუთრებით საინტერესო ხერხს წარმოადგენს. საპრიზო ადგილს დაიმსახურებს სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ნახვისა და გაზიარების მქონე ვიდეოც.

იხილე მეტი
სიახლე 

კოალიცა “სოციალური რეფორმებისთვის“ დღის ცენტრის პროგრამა ფოთში

ფოთში კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“უკვე მე-4 წელია ახორციელებს დღის ცენტრის პროგრამას.ბავშვები სახლებიდან დილის 10 საათზე ავტობუსით მოჰყავთ,სადაც სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ 5 საათამდე იმყოფებიან.ამ ხნის მანძილზე კი სხვადასვა შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობენ,როგორც კოალიციის ხელმძღვანელი თამარ ფოფხაძე ამბობს, საინტერესო სასწავლო გარემო ბავშვებს საშუალებას აძლევს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საბავშვო თეატრის წარმატება

ფოთის საბავშვო თეატრი „არგო“, მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა მე-9 თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. „არგოს მსახიობებმა ჟიურის წინაშე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, მუსიკალური სპექტაკლი „ბოშები“ წარადგინეს.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მაჩაბელას პრიზი გიორგი ჯამბურიას გადაეცა, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის თათია თოდუას.ასევე როლის საუკეტესო შესრულებისთვის ჟიურის გადაწყვეტილებით სპექტაკლის 12 მონაწილე დაჯილდოვდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “გამსვლელი პაიკი 2017-ის“ გამარჯვებულები

ფოთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი \”გამსვლელი პაიკი-2017\”. ფესტივალში მონაწილეობდა 8 წლამდე ასაკის 40 ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა
ჭაბუკები:
I ადგილი – ალექსანდრე გარუჩავა
II ადგილი – გიორგი კვარაცხელია
III ადგილი – ლუკა წურწუმია
საუკეთესო შედეგი 7 წლის ჭაბუკთა შორის – დემეტრე კაკულია.
გოგონები:
I ადგილი – ლიზი სარიშვილი
II ადგილი – ბარბარე კულუა
III ადგილი – ნია ჭითანავა
საუკეთესო შედეგი 7 წლის გოგონათა შორის – მარიამ ვადაქარია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მეთევზეების აქცია

ქართული სეინერების მეპატრონეებმა და მეთევზეებმა ფოთის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.მათი განცხადებით გარემოს დაცვის სამინისტრო სეინერებზე ვიდეოთვალის დამონტაჟებას და ელექტრონული ჟურნალის შექმნას ითხოვს.მეთევზეების თქმით ახალი რეგულაციის შესრულებას ამ სეზონზე ვერ ასწრებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

„ქართული ოცნების\”ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში, გაკრული სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის მიზნით, ქალაქში დასუფთავების აქცია გამართა.საარჩევნო პლაკატებისგან ცენტრალური უბნები დასუფთავდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის სხდომა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ საჩივარი თავიდან განიხილა.სხდომაზე ხმათა უმრავლესობით საოლქომ საჩივარი უსაფუძლობის გამო ისევ განუხილველად დატოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადება კვირის ბოლოს იგეგმება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შავი ზღვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ღონისძიება „შავი ზღვა ჩემია…“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის სამი ლოკაცია კუნძულის, მალთაყვისა და ნაბადის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.აქციაში მოწვეულმა სტუმრებმა, ბათუმის ელიტარული სკოლა „გორდას“, ასევე ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.კოლხეთის ეროვნულ პარკში,შავი ზღვის კვლევებსა და ახალ ფაქტებზე მოსწავლეებს ევროკავშირის, უკრაინის და საქართველოს სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

იხილე მეტი