სიახლე 

გოჩა კურდღელიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

„ქართული ოცნების“ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.ის ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მოვიდა.
როგორც მმართველი გუნდის კანდიდატმა ჟურნალისტებთან განაცხადა ,მან ფოთის უკეთეს მომავალს მისცა ხმა.

იხილე მეტი
სიახლე 

საარჩევნო დარღვევებზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

ფოთში საარჩევნო პროცესის დარღვევებით მიმდინარეობაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ. ,,ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ ჟურნალისტებთან ტექნიკურ დარღვევაზე ისაუბრა., როგორც ის ამბობს კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების გადახევა ისე ხდება, რომ მასზე კანდიდატების ვინაობის ამოკითხვა შეუძლბელია. მისი ვარაუდით ასეთი ბიულეტენები შესაძლოა ბათილად იქნას ცნობილი.
,, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს’’ მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავას განცხადებით, საოლქო კომისიიდან გუშინ ღამით 100 ბიულეტენი მოიპარეს. მისივე თქმით უბნებზე მისულ მის მხარდამჭერებს, ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დაკარგვის ფაქტს უარყოფენ.საოქოს თავმჯდომარის სალომე როდონაის განცხადებით, არცერთი ბიულეტენი ოლქიდან არ დაკარგულა და 32-ვე უბანს კუთვნილი რაოდენობის ბიულეტენი გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

12 საათის მონაცემებით, N9 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

12 :00 საათის მონაცემებით, ფოთის №9 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

მაია ჩხარტიშვილი დარღვევებზე საუბრობს

„პატრტიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატის განცხადებით, ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდან დარღვევევებით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ყოფილმა მერმა არჩევანი გააკეთა

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თავისი პოზიცია ფოთის ყოფილმა მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა რომან მელიამ დააფიქსირა.როგორც მან განაცხადა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის პროგრამას გაეცნო და არჩევანიც შესაბამისად გააკეთა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დახურვის ღონისძიება, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სხელმწიფო თეატრში გაიმართა. ამომრჩეველს მერობის კანდიდატმა,პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ირაკლი კაკულიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ მიმართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისია არჩევნებისთვის მზად არის

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზად არის_ ამის შესახებ საოლქო კომისიის ტავმჯდომარის მოადგილე მარიკა გაწერელია აცხადებს.მისი თქმით, კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენინგების 4 -ვე ეტაპი და მზად არიან არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს.

იხილე მეტი
სიახლე 

ქუთაისის “ტორპედო“ ფოთის “კოლხეთი-1913“ 2:1

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 30-ე ტურის მატჩი, ქუთაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.ფოთის „კოლხეთი 1913“ და ქუთაისის „ტორპედო“ ერთმანეთს, ფოთის პარკი არენაზე დაუპირისპირდნენ.შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა.ფოთის გუნდიდან მეტოქის კარში გოლი გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლეჯ “ფაზისში“ ტრეინინგები მიმდინარეობს

ფოთში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს“ პროექტის ფარგლებში,საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“, ტრენინგები მიმდინარეობს. თევზის მოშენებისა და გადამუშავების საწარმოების წამყვანი სპეციალისტები,მეთევზეობის ინდუსტრიაში ინოვაციურ პროგრამებს გაეცნენ.პროექტის მიზანია კერძო სექტორის ჩართულუბა პროფესიულ განათლებაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი სანიაღვრე არხი ფოთში

ფოთში ახალი სანიაღვრე არხის გაჭრა დღეს დასრულდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ ჯამბურიას განცხადებით, ერთკილომეტრიანი არხი, რომელიც მდინარე რიონს უერთდება, უხვი ნალექის დროს ადგილობრივებს, დატბორვის პრობლემას მოუხსნის.

იხილე მეტი