სიახლე 

ფოთში ცხენოსნობაში მალთაყვის თასი გათამაშდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის მხარდაჭერითა და სპორტული კლუბი \”მალთაყვას\” ორგანიზებით, საქართველოს საცხენოსნო კლუბებს შორის გაიმართა შეჯიბრება \”კონკური\” (საცხენოსნო შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში), რომელშიც მონაწილეობა საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან ჩამოსულმა 23-მა ცხენოსანმა მიიღო.
18 წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის თეონა ლაშხიამ გაიმარჯვა , ხოლო უფროსი ასაკის ცხენოსნებს შორის შალვა გაჩეჩილაძემ .

პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი პრიზი 5000 ლარი გადაეცათ.
საცხენოსნო შეჯიბრება ფოთში წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-2 დღე

საინტერესო აქტივობები გრძელდება ანაკლიის მომავლის ბანაკში, სადაც 300 ამდე ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდა, მეხუთე ნაკადის მოსწავლეების დილა გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ მზიან ამინდში ზღვაზე გასვლით გაგრძელდა, სამაშველო სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ ახალგაზრდებს გაგრილების შესაძლებლობა მიეცათ.
დატვირთული აღმოჩნდა დღის მეორე ნახევარიც, მომავლის ბანაკელებს გენდერულ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდების განვიტარებისა და განათლების ასოციაციამ განახორციელა.
საინტერესო დღის ბოლოს, ბანაკის სტუმრებს, დასვენებისა და კლუბური მუსიკის ფონზე ცეკვის საშუალება მიეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

.საუბნო კომისიების წევრთა კონკურსი ფოთში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საუბნო კომისის წევრთა შესარჩევი კონკურსის ვადა ხვალ იწურება.

შეგახსნებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.
ფოთში სულ 32 საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მეხუთე ნაკადს მასპინძლობს

საქართველოში ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკები გრძელდება, ანაკლიის „მომავლის ბანაკმა“ მეხუთე ნაკადის სტუმრებს უმასპინძლა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და უცხოეთის რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს საინტერესო პირველი დღე ელოდათ, გუნდებად გადანაწილებისა და დაბინავების შემდეგ გაცნობითი ხასიათის თამაშები მოეწყო, მოგვიანებით კი ბანაკის ლიდერებმა ახალჩამოსულებს ცეკვის, სიმღერისა და თეატრალური დადგმის ნომრები წარუდგინეს.
ანაკლის ბანაკში მეხუთე ნაკადის მოსწავლეები 1 კვირის განმავლობაში იქნებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

სამოყვარულო ფეხბურთში ფოთელებმა მარტვილის “სერგიეთი“ 4:0 დაამარცხეს

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთში \”მოყვარულთა თასის 2017-\”ის რეგიონალური გათამაშების მესამე ტურის მატჩი გაიმართა.ერთმანეთს ფოთის ,,ჭაბონამა“ და მარტვილის ,,სერგიეთი“ დაუპირისპირდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეთა აქცია გაიმართ

ფოთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პროკურატურასთან შეიკრიბნენ.
ისინი სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაზრის ადმინისტრაციას კი, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სთხოვენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ნინო მიქაძემ ამჯერად ტრიატლონში მოიპოვა გამარჯვება

თბილისში ტრიატლონ ჩელენჯ 2017 გაიმართა. შეჯიბრი ლისის ტბაზე ჩატარდა და მასში როგორც ქართველი ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტრიატლონ ჩელენჯ 2017 ცურვაში, ველორბოლასა და სირბილში მოეწყო. შეჯიბრის გამარჯვებული ფოთელი ნინო მიქაძე გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი „ბილივი“ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა

ფონდი ,,ბილივი\” სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა.გორბატკოვების ოჯახს საჩუქრად მაცივარი და სარეცხი მანქანა გადაეცა.შეგახსენებთ ფონდი ბილივის ახალი ინიციატივა,მიზნად ისახავს დაეხმაროს ისეთ ოჯახებს,რომელთა სიყვარულმა სოციალურ და მატერიალურ პრობლემებს გაუძლო.

იხილე მეტი
სიახლე 

თვითმმართველობის არჩევნების სამზადისი ფოთში

მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ფოთში ჯერჯერობით აქტივობა არ შეიმჩნევა.ამ ეტაპზე ოფიციალურად მხოლოდ ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციის კანდიდატებია ცნობილი.პატრიოტთა ალიანსის ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარეს უშანგი გეგენავას განცხადებით, პარტია კანდიდატების პრეზენტაციას, აგვისტოს ბოლოს გეგმავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დავით ციმაკურიძის შვილიშვილი ჩამოვიდა

ფოთში ლეგენდარული სპორტსმენის დავით ციმაკურიძის შვილიშვილი დავით ციმაკურიძე ჩამოვიდა.ის ჭიდაობის სასპორტო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და დიდი ბაბუას მოღვაწეობაზე დაბეჭდილი ბუკლეტები გადასცა. დავით ციმაკურიძე ქართველ სპორტსმენთა შორის პირველი იყო, ვინც ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

იხილე მეტი