დასუფთავების აქცია ფოთში. 17 ივლისი, 2017
დასუფთავების აქციაში ფოთის ზედამხედველობის სამსახურისა და სახელოვნებო ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.მათ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქალაქის შემოსასვლელი გზები დაასუთავეს.
იხილე მეტიდასუფთავების აქციაში ფოთის ზედამხედველობის სამსახურისა და სახელოვნებო ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.მათ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქალაქის შემოსასვლელი გზები დაასუთავეს.
იხილე მეტიფოთში ერთ დღიანი ვიზიტით ფინეთის ელჩი იმუოფებოდა. ის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ფინეთის ელჩის ინტერესი პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ საგრანტო პროექტმა გამოიწვია, რომელიც საქართველოში მეთევზეობის ინდუსტრიაში ინოვაციური პროფესიული განათლების დანერგვას ითვალისწინებს
იხილე მეტიფოთში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა,ნიჩბოსნები სასტუმრო „ანკორი“-ს საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ,დებოში ფედერაციის გამგეობის იმ წევრებმა ატეხეს,რომელთა გადაყენება სხდომაზე იყო დაგეგმილი,საუბარია თბილისის ნიჩბოსანთა კლუბის წარმომადგენლებზე,მათ პროვოკაციის მოწყობის ბრალდებით ფედერაცის პრეზიდენტმა ყრილობაზე დასწრება აუკრძალა,რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა,ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული
იხილე მეტიფოთში 16 ივლისს სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას შს სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
იხილე მეტიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ფოთის სანაპირო ზოლზე 19 ივლისს დასავლეთის ქარის გაძლერებაა მოსალოდნელი,ზღვის ღელვა კი 3-4 ბალამდე მოიმატებს
იხილე მეტიევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაცია ფოთის მერობის კანდიდატის წარსადგენად ემზადება.კანდიდატის ოფიციალურად წარსდგენის ცერემონიალი 19 ივლისს 18 საათზე იუსტიციის სახლის გვერდით ხელოვნების სკვერში გაიმართება
იხილე მეტიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ფოთის სანაპირო ზოლზე დღეს საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
იხილე მეტიგუშინ ფოთში პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან წყალმა ქალის ცხედარი გამორიყა.გვამი ნიჩბოსნობის სკოლის მოსწავლეებმა შეამჩნიეს და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ.გარდაცვლილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ვერ ამოიცნეს,ქალის სავარაუდო ასაკი 35 წელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქმე თვითმკლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ და დანიის საბჭოს წარმომადგენელმა ინსენტ დონტოტმა მოაწერეს.
დოკუმენტის მიხედვით, 15ივლისიდან მალთაყვის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლლობა დაიწყება.
დაახლოებით 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის 15 დეკემბერს დასრულდება
დღეს ფოთში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა,რომელშიც 13 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე (მათ შორის 10 დიდოსტატი) იღებს მონაწილეობას.ფესტივალის საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენს.
იხილე მეტი