სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლის ფეხბურთელებმა რეგიონალურ ტურნირში გაიმარჯვეს

კოკაკოლას თასის ფინალურ მატჩში ფოთის მე4 საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.რეგიონალურ ტურნირში 950 მდე სკოლამ და 9 ათ 500 მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფოთელებმა ფინალურ ეტაპზე 3 თამაში ჩაატარეს და მარტვილის,ჩხოროწყუსა და აბაშის გუნდები დაამარხეს. მეოთხე სკოლელები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას,რომელიც კვარიათში თვის ბოლოს გაიმართება.
კოკაკოლას თასი საქართველოს სკოლებს შორის ყოველწლიურად იმართება. მისი რგანიზატორები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კომპანია კოკაკოლა. ტურნირი მიზნად ისახავს მოზარდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა “მან-სან-კანელებმა“ საქველმოქმედო კონცერტი გამართეს 07 06 17

ფოთში ორი დღის მანძილზე \”მოსწავლეთა დღეები\”-ს ფარგლებში კონკურსი მიმდინარეობდა. ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ერთმანეთს საჯარო და კერძო სკოლები შეეჯიბრნენ.ნომინაციაში საუკეთესო დეკლამატორიგაიმარჯვეს მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ზამთარაძემ და მე11 საჯარო სკოლის მოსწავლემ გურამ მეგრელიშვილმა.ნომინაციაში – საუკეთესო მუსიკალური ნომერი, გაიმარჯვეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არჩილ გვასალიამ,მარიამ დოლბაიამ,ასევე მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი წოწონავამ.ნომინაციაში – საუკეთესო საცეკვაო ნომერი. მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნატა აბრამია და ნატალია გუგუშვილმა.ჟიურის სიმპატია მე-7 სკოლის გუნდმა დაიმსახურა,რომელიც სცენაზე ინდური ცეკვით გამოვიდა.\” მოსწავლეთა დღეები\” ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი სემინარი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

6-7 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჰეგელის ესტეტიკის შესახებ სემინარი გაიმართა. სემინარს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი უძღვებოდა. მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ზღვის წყლის ლაბორატორიული შემოწმება დაიწყო

დღეს ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის წყლის შემოწმება დაიწყო. საანალიზო ნიმუშები მალთაყვის, კუნძულისა და გრეიფრუტის მიმდებარე ტერიტორიის სანაპიროზე იქნა აღებული.პასუხები ორ კვირაში გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

ქალაქში პირველი ივნისიდან ტრანსმისიული გზით გადამტან მწერებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.ფრანგული წარმოების პრეპარატით,შენობა-ნაგებობების შიდა პერიმეტრი მუშავდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ეროვნულ პარკში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

კოლხეთის ეროვნულ პარკში პროექტის „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი
ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“ პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურის,გარემოსდაცვითი სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მხატვრების გამოფენა

დღეს ფოთელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. სხვადასხვა თემატიკის ნახატები ,ფოთის სახელმწიფო თეატრის ფოიეში იყო წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიხსნება თუ არა ფოთში C ჰეპატიტის სამკურნალო ცენტრი

ფოთში C ჰეპატიტით დაავადებული 400-ზე მეტი პაციენტია რეგისტრირებული. მკურნალობის ცენტრი კი არ არის გახსნილი. ამ ვირუსით დაინფიცირებულებს სხვა ქალაქებში უწევთ გამგზავრება,რაც ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება,მკურნალობა კი ექვს თვიანი კურსის ჩატარებას ითვალისწინებს. მათ მკურნალობის ცენტრის გახსნის თაობაზე საკრებულოს განცხადებით მიმართეს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით \”ავერსს\” ცენტრის ფოთში გახსნის თობაზე განაცხადი წარდგენილი აქვს და ამჟამად მისი განხილვა მიმდინარეობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის უპოვართა სასადილოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს 05 06 17

უპოვართა სასადილოში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს \”მშენებელი\” მაისის თვიდან ახორციელებს აღდგენით სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, 16 ათას 516 ლარს შეადგენს.ფოთის უპოვართა სასადილოში 220 ბენეფიციარი იკვებება, 20 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ .

იხილე მეტი
სიახლე 

“მოსწავლეთა დღეები“ ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,ორი დღის მანძილზე \” მოსწავლეთა დღეები\” მიმდინარეობდა.საჯარო და კერძო სკოლები ერთმანეთს სხვადასხვა ნომინაციაში შეეჯიბრნენ.გამოვლინდა გამარჯვებული.კონკურსი ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ჩატარდა.

იხილე მეტი