სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 18 10 21

 გარემო ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ფოთში,18 ოქტომბერს, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15 ° +17 ° ; ღამით: +13 ° +15 °, მოსალოდნელია წვიმა,დროგამოშვებით ძლიერი. 19 ოქტომბერს,ძირითადად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15 ° +17 ° ; ღამით: +12 ° +14 °. 20 ოქტომბერს,ძირითადად მოღრუბლული,თუმცა უნალექო ამინდი გველოდება,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 18 10 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2479 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2374 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. „ჩაერთე შენივე სოფლიდან“, მარათონის მიზანი   ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაა. მარათონს წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან. კამპანია, თვის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 50-მდე სოფელში განხორციელდება. 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება, სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს და, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე აიცრას. კორონავირუსის მე-5 ტალღის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება – შესაბამისად მომატებულია მიმართვიანობა კოვიდკლინიკებში.ექიმების თქმით, საწოლფონდი პაციენტების მისაღებად…

იხილე მეტი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში,აღდგენითი პროექტის სამუშაოები დასრულდა 18 10 21

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამასთან სოფელში ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდა,  რომელიც დაწესებულებისთვის საჭირო  ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა. ცნობილია,რომ აღნიშნული პროექტები,2019 წელს დააანონსდა და  ფონდი ,, ქართუ’’-ს მიერ 2021 წელს,სრულად გახორციელდა.

იხილე მეტი

სამუშაო შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში 18 10 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთადაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში სამუშაო შეხვედრით იმყოფებოდა, ის ცენტრის წარმომადგენლთა მუშაობის პროცესს  და პანდემიის პერიოდში გახორციელებელ პროექტებს გაეცნო და სამომავლო გეგმები განიხილა. აღსანიშნავია რომ ცენტში 16, როგორც კულტურული ისე საგანმანათლებლო მიმართულება ფუნქციონირებს, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში აცხადებენ პანდემის გამო,მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა ,რამაც  შემოქმედებით მუშაობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. აღსანიშნავია,რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრში  ამ დროისთვის  სულ 300 მოსწავლე  ირიცხება, სწავალა კოვიდ რეგულაციების  სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,ვაინარ სუხიშვილის სახელობის, საკალათბურთო ტურნირი გაიმართა 18 10 21

16 და 17 ოქტომბერს, ფოთის  საკალათბურთო დარბაზში,  ვაინარ სუხიშვილის სახელობის, კალათბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც  ფოთის ,,ირაო’’ს, აჭარის ,,16 წლამდელთა’’, ქუთაისის ,,ქუთაისი’’-ს და ოზურგეთის ,,გურია’’-ს , ჭაბუკ კალათბურთელთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. მე-3 ადგილის გამოსავლენად ერთმანეთს ფოთის ,,ირაო’’ და ოზურგეთის ,,გურია’’დაუპირისპირდნენ, სადაც  ფოთელმა კალათბურთელებმა ანგარიშით 76:67 გაიმარჯვეს. ფინალში ერთმანეთს აჭარის ,,16-წლამდელთა’’ ნაკრები და ქუთაისის ,,ქუთაისი’ შეხვდნენ. აჭარელმა კალათბურთელებმა ანგარიში 69:56  დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. ჩემპიონატის  საუკეთესო კალათბურთელი, აჭარის კალათბურთელთა ნაკრების წევრი, ლუკა ჯინჭარაძე გახდა, რომელსაც როლანდ გარუჩავას სახელობის თასი გადაეცა. აღსანიშნავია,რომ გამარჯვებული გუნდები, თასებით მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულ პარკში,ანსამბლ ,,დიდგორის“ კონცერტი გაიმართა 18 10 21

საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, ფოთში,  ანსამბლ ,,დიდგორის“ კონცერტი გაიმართა. კოვიდპანდემიის გამო,ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფოლკლორული ანსამბლი ადგილობრივი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერებითა და საგალობლებით წარსდგა,რამაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია,რომ კულტურული ღონისძიება,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,კოვიდრეგულავიების სრული დაცვით ჩატარდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 15 10 21

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”-ს  ფარგლებში ურბანული განახლების არეალებიდან, ფოთში აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი შეირჩა. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები,აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ბინების,  გარე ფასადზე  მიმდინარეობს. პროექტი , როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე  აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 6 კორპუსის, აღმაშენებლის ხიდის  და  მე-15-ე საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერის  სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდება, ხოლო მეორე ეტაპზე,ფოთის თეატრის გარე ფასადის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. შეგახსენებთ,რომ აღნიშნული პროექტი 4-წლიანი  პროგრამაა, რომელიც საქართველოს 63…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 15 10 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 15-16 ოქტომბერს საქართველოში   თბილი და უმეტესად  უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. 17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. 1 8 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. 16 ოქტომბერს, ფოთში, დღისით ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი უმეტესად უნალექოდ. ღამით შესაძლებელია ნისლი ჰაერის ტემპერატურა. დღისით +20, +22 გრადუსი,ხოლო  ღამით +16, +18 გრადუსი იქნება. 17 ოქტომბერს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პირველ საჯარო სკოლაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 15 10 21

„2020-2021 სასწავლო წელი-პანდემია, გამოწვევები და სასკოლო პროექტები“-ასე ეწოდება წიგნს, რომლის პრეზენტაცია, პირველი საჯარო სკოლის  იდეათეკაში გაიმართა. კრებულში 2020-2021 წელს გახორციელებული სასკოლო პროექტებია წარმოდგენილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ჩვენ, ფოთის  თეოფანე დავითაიას სახელობის, №1 საჯარო სკოლის დირექტორს ნონა ჟვანიას ვესაუბრეთ, მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ეს წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო სასკოლო კულტურის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია,რომ  წიგნის გამოცემა ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მასში სკოლის მიერ   გახორციელებული სხვადასხვა სახის პროექტები შევა.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მოსწავლეებს ტრენინგი თემაზე ,fake news’’ ჩაუტარდათ 15 10 21

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის ლაბორატორია” საქართველოსა და მსოფლიოში ,,fake news’’-ის პროპაგანდისა და არსებული გამოწვევის საპასუხოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგებს ატარებს. აღნიშნული სწავლება, ფოთის, თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრეატიული აზროვნების დონის ამაღლება და მათი დაფიქრება იმაზე რომ ყველაფერი რაც სოციალურ მედიაში ვრცელდება სიმართლე არ არის – ამასთან მთავარი იდეაა:  მოსწავლეებმა შეძლონ გაარჩიონ ნამდვილი ამბავი, გამოგონილისგან. აღსანიშნავია,რომ  პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

იხილე მეტი