ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეები ქალთა უმაღლესი ლიგისთვის ემზადებიან 04 06 21
12 ივნისს, თბილისში ქალთა უმაღლესი ლიგა იმართება, სადაც მონაწილეობას ფოთის საჭადრაკო კლუბის ორი მოსწავლე – დიანა ლომაია და ელენე წოწონავა იღებს. როგორც ცნობილია, ქალთა უმაღლესი ლიგისთვის საგზური მათ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირში მოიპოვეს. უმაღლესი ლიგისთვის მოსამზადებლად გოგონები 1 ივნისს ბორჯომში წავიდნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მორიგი ჩემპიონატის დროს შერკინება ქალთა ნაკრების წევრებთან მოუწევთ, რაც მათ დიდ გამოცდილებას შესძენს. აღსანიშნავია, რომ გოგონები აქამდეც წარმატებულად თამაშობდნენ, რის შედეგადაც მრავალი პრიზი მიიღეს. უმაღლეს ლიგასთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საჭადრაკო კლუბის უფროსს – დავით კოდუასაც დავუკავშირდით. ის ამბობს, რომ სწორედ ქალაქ ფოთმა უზრუნველყო სპორტული…
იხილე მეტი