სიახლე 

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახალი საწარმო გაიხსნა 29 04 21

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა, რომელმაც პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება. საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი. ტექსტილის ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა 1 მლნ-მდე ლარის ინვესტიცია და დასაქმდა 25 ადგილობრივი პირი. აღსანიშნავია,ის ფაქტი,რომ საწარმო მომავალში სხვადასხვა სპორტული აქსესუარების შეკერვას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს შ.შ.მ. პირებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ 29 04 21

დღეს, ფოთში არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირმა, „იტელექტ პლიუსმა„ მცირეწლოვან შშმ ბავშვებს სააღდგომო ნობათი გადასცა, ორგანიზატორთა  განცხადებით მსგავსი სახის აქციები ყოველწლიურად იმართება. „ჩვენ ყოველ სადღესასწაულო დღეებში ვახორციელებთ მსგავსი სახის აქციებს, რომ გავახაროთ პატარები და დღესაც მორიგი აქცია გავმართეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით“-ჩვენთ5ან ინტერვიუში შშმ პირთა „ინტელექტ პლიუსის“ წევრმა იზოლდა მიროლაშვილმა აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია სააღდგომო ნოიბათის მიწოდებით დღეს 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დაეხმარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID -19 ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 29 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. 150 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად კოვიდი 300 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება და 3 ათასზე მეტი იღუპება.ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ინდოეთის დროულად დატოვებისკენ და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.სრული ლოკდაუნისთვის ემზადება თურქეთი, სადაც მკაცრი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება 29 04 21

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.  ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ 29 04 21

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს სხვადასხვა საკვები პროდუქტებით სავსე კალათები გადაეცათ. პროდუქტის დარიგება კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, არსებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. სოციალური მომსახურების ცენტრი ყოველდღიურად 350 ბენეფიციარს ემსახურება. აღნიშნული აქცია 2დღის განმავლობაში გაგრძელდება ის ფოთის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა 28 04 21

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია. “ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიციული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ზომები გაატარებენ, რაც 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ედიშერ ბაღათურია 28 04 21

,,კურსორის’’ ჩართვის სტუმარია, დოკუმენტური ფილმის : ,,ნატოჩაო’’-ს ერთ-ერთი ავტორი : ედიშერ ბაღათურია,რომელიც ფილმის შექმნის იდეასა და გახორციელების გზებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი