სიახლე 

იუსტიციის სახლები უქმე დღეებში მუშაობას განაგრძობენ 28 04 21

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება. ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ…

იხილე მეტი
სიახლე 

მოსახლეობა აღდგომას პროდუქტებზე გაზრდილი ფასით ხვდება 28 04 21

ფოთელი მოსახლეობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორია პროდუქტის ფასები კოვიდ პანდემიის ფონზე წინასააღდგომოდ. მოვაჭრეთა განცხადებით პანდემიამ მათზე უარყოფითი გავლენა იქონია, პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა მომხმარებელთა რაოდენობამ კი იკლო. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020 წლის აპ­რილ­ში წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით ხილი 45%-ით, რძის ნა­წარ­მი 23%-ით, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი 15%-ით, პურპრო­დუქ­ტე­ბი კი 8.4%-ით გაძ­ვირ­და. „საქსტატ­მა“ აპ­რი­ლის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აპ­რილ­ში წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 6.9 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. როგორც ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყვეთ პროდუქტების ფასები კვლავ მაღალია. ამდრომდე უცნობია…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოვიდ -19 ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 28 04 21

საქართველოში კორონავირუსის 1 551ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით არ სტაბილურდება, შემთხვევების რაოდენობა მატულობს. „ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ საკმაოდ დაძაბულია. 1551 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევების რაოდენობის მომატება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, აუცილებლად ვატაროთ პირბადე და თავი შევიკავოთ სადღესასწაულო სუფრებისგან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია დიდი თავყრილობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის „ინდური შტამი“ სულ მცირე 17 სახელმწიფოში დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” მედია-ტური მოაწყო 27 04 21

დღეს, “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” (NALAG), ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP საქართველოს პროექტების ფარგლებში, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, ერთობლივი მედია-ტური მოაწყო. აღნიშნული მედია-ტური 26 აპრილიდან  29 აპრილის ჩათლით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები გაეცნობიან: სენაკის, ზუგდიდის, ფოთის ,ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 2018-2020 წლებში განხორციელებულ წარმატების მაგალითებს. დღეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტები ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდნენ, სადაც გასულ წელს პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს “ახალგაზრდების იდეა ფოთს”-გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული იმ პროექტებისა და ინიციატივების გაცნობა წარმოადგენს, რომლებიც ,,საუკეთესო პრაქტიკის პროგორამას’’ (BPP) მიერ წარმატებულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგით მე-6-ე გეგმიური სხდომა გაიმართა 27 04 21

დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 გეგმიური სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, გენიალური მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებისადმი პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით გახსნა, სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი. ერთ-ერთი საკითხი,  ქალაქ ფოთის მერის  2020 წლის ანგარიში  იყო. ანგარიშის წარგენას თავად მერი, გოჩა კურდღელია  არ ესწრებოდა, რასაც   ოპოზიციური პარტიების მხრიდან,სიტყვიერი  პროტესტი მოჰყვა,მათი განცხადებით:  მერთან მთელი რიგი კითხვები ჰქონდათ და მისი არ გამოცხადება უპასუხისმგებლობად ითლება. ასევე, ერთ- ერთი საკითი იყო, ფოთის თეატრი. აღნიშნულთან დაკავშრებით   ვიცე-მერმა,კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა, რომ თეატრის მშენებლობის ახალ პროექტზე მუშაობა დაწყებულია. კომისიაამ ოთხივე საკითხი შეაჯამა და დადებითად…

იხილე მეტი
სიახლე 

ოპოზიცია პარლამენტში შევიდა 27 04 21

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტში მივიდნენ, სხდომაზე შესვლამდე მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან, შეთანხმების დოკუმენტის პუნქტები არ დაირღვევა, ოპოზიცია ასევე იმედოვნებს, რომ მალე გათავისუფლდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია. “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია პარლამენტში მივიდა იმისთვის, რომ ამინსტიის კანონი დიაინიცირდეს და დოკუმენტში გათვალისწინებული პუნქტების შესრულებ ამოხდეს , მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში აუცილებლად გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ოპოზიციური პარტიების ფოთელ ლიდერებს ვესაუბრეთ. როგორც ისინი აღნიშნავენ,გამართული პარლამენტის მუშაობისთის, აუცილებელია…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, FLEX-ში გამარჯვებულები,სიგელებით დააჯილდოვა 27 04 21

დღეს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ,ბექა ვაჭარაძე, ფოთელ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა,სიგელებით დააჯილდოვა და მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს…

იხილე მეტი
სიახლე 

სააღდგომოდ სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტება 27 04 21

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილომა, მთავრობის სხდომაზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით,ახალი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ :საქართველოს მთერ ტერიტორიაზე აიკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება და ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. აღნიშნული თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და  ფოთის მოსახლეობას ვესაუბრეთ,უმეტესობისთვის დაწესებული შეზღუდვები მიუღებელი და არაეფექტურია. როგორც ისინი აღნიშნავენ, ,,სასაფლაოზე გასვლა და მიცვალებულთათვის სანთლის დანთება აუცილებელია’’ შეგახსენებთ, რომ 3 დან 12 მაისის ჩათვლით,საქართელოს ტერიტორიაზე ცხადდება უქმე დღეები, ამასთან აიკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება და სასაფლაოებზე გასვლა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სააღდგომო ნობათი 1000-მდე ოჯახს გადაეცა 27 04 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 1000- მდე ოჯახს, სოციალური სტატუსის მქონე პირებს, მარტოხელებს, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომოდ სხვადასხვა საკვები პროდუქტებით სავსე კალათები გადაეცათ. პროდუქტის დარიგება კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, არსებული ყველა რეკომენდაციისა და რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა.

იხილე მეტი