სიახლე 

„კურსორის“ სტუმრები არიან მამუკა სართანია და გოჩა რუსია 17 03 21

24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ მოკრივეთა შორის მიმდინარეობდა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ფოთელი მამუკა სართანია. დღევანდელი,,კურსორის” სტუმრები არიან გამარჯვებული მამუკა სართანია და მისი მწვრთნელი -გოჩა რუსია.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში კოვიდ 19-ის შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია გურიაში მცხოვრები მეოთხე კლასის მოსწავლე. თავდაპირველად ვირუსი გუშინ მოსწავლის ბებიას დაუდასტურდა რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და მოსწავლე თვითიზოლაციაში გადაიყვანა. მოგვიანებით მოსწავლეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას შემდეგ კი წმინდა ნიკოლოზის სკოლის დირექტორს დეკანოზ თევდორე ბასილაიას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ,რომ კოვიდ 19-ის გამოვლინების გამო, ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

იხილე მეტი
სიახლე 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქიმიკატების და პესტიციდების კონტროლი დაიწყო 16 03 21

სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების კონტროლის გამკაცრებას იწყებს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ ,აღნიშნული კონტროლი ფერმერთა დაცვის მიზნით ხორციელდება,მათი განცხადებით სურსათის ეროვნული სააგენტო 2020 წელს მუდმივად ახორციელებდა სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებას.ჩვენი გადამღები ჯგუფი სურსათის ეროვნული წარმომადგენელს ნიკოლოზ მესხს დაუკავშირდა,რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ მკაცრდება კონტროლი პესტიციდებსა და აგრო ქიმიკატებზე.აღსანიშნავია,რომ სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 500-მდე ობიექტი უკვე შემოწმდა და 154-ი სამართალ დარღვევა გამოვლინდა.ძირითადი დარღვევები: მარკირების ,შენახვის, რეალიზაციისა და ვადების წესების დარღვევას უკავშირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში ფქვილის ფასი გაიზარდა 16 03 21

საქართველოში ფქვილის ფასი გაიზარდა. ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 67-68 ლარს შეადგენს,ფქვილზე ფასის მატებამ ზოგიერთი სახეობის პურსა და პურ- პროდუქტებზე გავლენა იქონია და 15-20 თეთრით გააძვირა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ფოთის მოსახლეობა, აღნიშნულ საკითხზე. როგორც ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა აცხადებს, პურზე ფასის შესაძლო ზრდა მათზე უარყოფითად აისახება. აღნიშნული საკითხის უფრო საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით,ჩვენ საქართველოს ხორბლისა, და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან სილაგავას დავუკავშირდით, როგორც მან განაცხადა : მთავრობის მიერ სუფსიდირების პროგრამა სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. შეგახსენებთ რომ ფქვილის ოთხ თვიანი სუფსიდირების ვადა 1 აპრილს იწურება და ყოველდღიური…

იხილე მეტი

16 მარტს,ფოთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა 16.03.21

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პერსონალს მიმართვას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი მაგალითით მოუწოდონ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ.ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანა გამოწვევას ერთობლივი ძალებით დაამარცხებს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა არ შეაჩერონ. ამის შესახებ BBC იტყობინება.ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, ჯანმო მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გაასაჯაროებს.ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დღეს იმსჯელებენ. ვაქცინის გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა 15 03 21

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, იანვართან შედარებით, თებერვალში 1.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 174.7 ლარს შეადგენს.სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ.ჩვენ აღნიშნული საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით ეკონომიკის ექსპერტს ლევან შენგელიას დავუკავშირდით. როგორც ჩვენთან საუბარში…

იხილე მეტი
სიახლე 

ცვლილებები შრომის შესახებ კანონში 15 03 21

1 მარტიდან დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ ახალი ვალდებულებები დაეკისრა, კერძოდ დამსაქმებელი ვალდებულია,ზუსტად აღწეროს დასაქმებულის სამუშაო საათები.დიდ კომპანიებს დასაქმებულების სამუშაო საათების აღწერა ელექტრონულად შეუძლიათ,ხოლო მცირე კომპანიებმა,შრომის ინსპექციას წერილობით უნდა მიმართონ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი საქართველოს შრომის ინსპექციის წარმომადგენელს ნატო ნათაძეს დაუკავშირდა.როგორც იურისტმა აღნიშნა: ცვლილებების მიზანი,დასაქმებულების უფლებების დაცვაა.შეგახსენებთ რომ დამსაქმებელი ვალდებულებების არ შესრულების შემთვევაში 400 დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება.

იხილე მეტი