სიახლე 

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ფოთში დევნილებს სურსათი გადასცა. 26 02 21

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ,წელიწადზე მეტია,რაც ჰუმანიტარულ აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. – წარმომადგენლებმა ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა პირთა ოჯახებს  სასურსათო კალათები გადასცეს. როგორც საბჭოს წევრებმა განაცხადეს  : დევნილებს უმაღლესი ხარისხის საკვები-პროდუქტები გადაეცათ. რაც აფხაზეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ფოთის საკრებულოს თავჯდომარემ განაცხადეს : მსგავსი საქველმოქმედო პროექტების მოწყობა სამომავლოდაც იგეგმება. პროექტი ფოთის საკრებულოსა და აფხაზეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ეროვნული გამოცდების ფორმა შესაძლოა შეიცვალოს. 25 02 21

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით,  2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებში სიახლეები გველოდება. ჩხენკელის თქმით  უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი მოდელი განიხილება  რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტები ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, მასწავლებლების  რეკომენდაციებს, სკოლის საშუალო ქულას და კლასგარეშე მუშაობასაც გაითვალისწინებენ.  ამის შესახებ   მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განაცხადა. ჩვენ აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით ფოთის საავტორო  სკოლა- გიმნაზიის დამფუძნებელს  თამარ ფაჩულიას  ვესაუბრეთ და მისი შეხედულება გავა როგორც სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა განაცხადა : მსგავსი მოდელის დანერგვა წარმატებული იქნება. თუმცა  რამდენად მიიღებს მთავრობა  დადებით გადაწყვეტილებას ჩხენკელის ინიციატივაზე ჯერჯერობით უცნობია.

იხილე მეტი
სიახლე 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა 25 02 21

„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, – ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11 თებერვლის ღამეს შემოიჭრა.. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თავისუფლებისათვის მებრძოლი არაერთი იუნკერი შეეწირა ,წითელი არმია დედაქალაში შემოვიდა და გაბატონდა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა…

იხილე მეტი

ფოთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 25 02 21

ვაქცინის შემოტანასა და ამისთვის ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან.ვაქცინის შემოსვლის თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. უკვე შექმნილია ეროვნული გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად. დღევანდელი მდგომარეობით კოვიდინფიცირებულთათვის 5 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თამარ გაბუნიას განცხადებით, სამიზნე დღიურ ტესტირებად 20 ათასი ტესტი რჩება.საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 269 438 შემთხვევაა დადასტურებული. 263 257…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია დავით ქაცარავა 25 02 21

გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით,დღევანდელი ,,კურსორის’’ ჩართვის სტუმარია საქართველოში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა,რომელიც გვესაუბრება გასაბჭოების იმ უარყოფით გავლენაზე,რომლის შედეგებსაც საქართველო დღემდე იმკის.

იხილე მეტი
სიახლე 

საკრებულოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა 25 02 21

დღეს ფოთში საკრებულოს მე-3-ე სხდომა გაიმართა დღის წესრიგის ფარგლებში სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს. 1. არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  სერვისების  ცენტრის  დირექტორის  2020 წლის ანგარიში. 2. ფოთის  მუნიციპალიტეტის მერიისთვის , საკუთრებაში  არსებეული 4 ერთეული  სატრანსპორტო  საშუალების სატრანსპორტო კომპანიისთვის უსასყიდლოდ,უვადოდ გადაცემა . 3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  მერიისთვის,  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული, გურიის  ქუჩაზე მდებარე 2კვ.მ  და  დავით  აღმაშენებლის  ქუჩაზე მდებარე 7კვ.მ მიწისს  ნაკვეთების   ელექტრონული აუქციონით  სარგებლობის უფლება. 4 ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის საკუთებაში  არსებული ხის  გადასატანი  კონსტრუქციის, სახელმწიფოს   საკუთრებაში  გადაცემა. 5 ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში   არსებულ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე  სამეურნეო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24.02.21

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის მსგავსი ვირუსები ქსოვილზე 3 დღემდე ძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, კვლევა დე მონტფორტის უნივერსიტეტში ჩატარდა. სპეციალისტებმა ცდები პოლიესტრის და ბამბის ქსოვილებზე ჩაატარეს-სწორედ ეს ქსოვილები გამოიყენება ყველაზე ხშირად სამედიცინო უნიფორმების წარმოებისთვის.მათ ქსოვილზე ვირუსის ნაწილაკები მოათავსეს და 72 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ . კვლევის შედეგად გაირკვა,რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალ რისკს პოლიესტრი წარმოადგენს – ვირუსის ამ ქსოვილზე 3 დღის შემდეგაც აქტიური იყო და სხვა ზედაპირებზე გადასვლა შეეძლო. 100%-იან ბამბაზე ვირუსმა 24 საათი გაძლო, ნახევრად ბამბის ქსოვილზე კი მხოლოდ 6 საათი.მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ 100%-იანი ბამბის ვირუსისგან გასუფთავების…

იხილე მეტი
სიახლე 

დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა 24 02 21

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.1-ლი მარტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აღდგება.15 მარტიდან მუშაობს სპორტული დარბაზები განაახლებენ ჩვენ ფოთში მდებარე სპორტული დარბაზის ფიტნესს ინსტრუქტორს დავუკავშირდით.ინტერვიუაღსანიშნავია რომ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას 1-ლი მარტიდად შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება. განახლდება სასკოლო წრეებიც.1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით კი 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც…

იხილე მეტი