სიახლე 

მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა. 01,03,21

საქართველოს მოსახლეობის 56% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემებს შორის წამლების მაღალ საფასურს ასახელებს,  რასაც ძირითადად იმპორტიული კომპანიები ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.

მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა მედიკამენტებზე ფასების ზრდაა. ჩვენი ჯგუფი დაიტერესდა თუ რა მდგომარეობაა  ამ მხრივ ფოთში, როგორია მედიკამენტების  ფასები  და განსაკუთრებით  რომელ მედიკამენტებზე მოთხოვნა გაზრდილი.

როგორც მოსახლეობის ნაწილი  ჩვენთან საუბარში   აღნიშნავს  ფასები პანდემიის პერიოდში თითქმის ყველა მედიკამენტზე გაიზარდა.

 საქსტატის მონაცემებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – გაიზარდა 26%-ით;

შპრიცი –  24.1%-ით;

თერმომეტრი – 15.7%-ით;

სათვალის ლინზები –  12.5%-ით;

ბამბა –  9.9%-ით;

ვიტამინები –  9.1%-ით;

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები –  8.6%-ით;

წნევის საზომი აპარატი –  6.2%-ით;

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები –  5.6%-ით;

ანტიბიოტიკები – 3.6%-ით;

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები –  0.8%-ით;

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიას დავუკავშირდით.

როგორც ფარმაცევტები აღნიშნავენ, ფასების ზრდა უპირველესად იმ  წამლებზე აისახა, რომლებზეც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია.

რამდენად შეიცვლება მედიკამენტებზე ფასები და როგორი იქნება მოთხვნა ბაზარზე,აღნიშნულ საკითხს ჩვენი გადამღები ჯგუფი სამომავლოდაც განიხილავს.

მსგავსი სტატიები