სიახლე 

,,ფოთის დევნილთა პოლიკლინიკა”-ში ახალი სამედიცინო სერვისები ამოქმედდა. 23 03 2022

,,ფოთის დევნილთა პოლიკლინიკა”-ში ახალი სამედიცინო სერვისები ამოქმედდა. კერძოდ, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული განყოფილება და ბავშვთა მასაჟის კაბინეტი. კლინიკის დირექტორის, ლაშა ლეჟავას განცხადებით, კლინიკაში შესაძლებელია როგორც ლაბორატიორიული,ასევე გადაუდებელი და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება. მომსახურების მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღსანიშნავია რომ უახლოეს პერიოდში,კლინიკაში ექოსკოპიის აპარატის დამატება იგეგმება,რათა პაციენტებმა,საკუთარ ჯანმრთელობაზე,ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეძლონ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლიბერთი პარტნიორი“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს 23 03 2022

„ლიბერთი პარტნიორი“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობსდასაქმების უნიკალური პროგრამის გასაცნობად, ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად  ლიბერთი ბანკის პროექტი „ლიბერთი პარტნიორი“ საქართველოს რეგიონებში  შეხვედრებს ანახლებს. ეს არის პროგრამა, რომელში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მას საშუალება ეძლევა სახლიდან გაუსვლელად დასაქმდეს და მიიღოს ყოველთვიური დამატებითი შემოსავალი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ვაჟა სიჭინავამ „ზღვის საძმო“-ს ჯგუფთან ერთად დასვენების სკვერი გააშენა 22 03 22

ფოთის მკვიდრმა ვაჟა სიჭინავამ „ზღვის საძმო“-ს ჯგუფთან ერთად,საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიმდებარედ, დასვენების სკვერი გააშენა. როგორც ის აღნიშნავს, სკვერში ადგილობრივები, პატარებთან ერთად იკრიბებიან, რათა ზღვის პირას მყუდრო და სასიამოვნო გარემოში შეძლონ დასვენება. დასასვენებელი სკვერი, ფოთის მოსახლეობის დახმარებით მოეწყო. მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან მშენებლობისთვის საჭირო მასალები და ინვენტარი მოჰქონდათ. ერთობლივი ძალისხმევით მათ შეძლეს ბავშვებისთვის დასვენებისა და სათამაშო სივრცის მოწყობა. პროფესიით ინჟინერი ვაჟა სიჭინავა 1942 წელს დაიბადა. მუშაობდა გემთმშენებელ ქარხანაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ასევე იყო შ.პ.ს ,,იხარე ჭეროს“ დირექტორი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს თანაქალაქელს ვაჟა სიჭინავას წელს 80 წელი შეუსრულდა. სამაუწყებლო კომპანია…

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდში რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წელს დაიწყება 22 03 22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია, ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. პროექტი საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის და პროგრამა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მოიცავს ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, რომლის დაწყება მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, რეგიონში ასევე, მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი, მუნიციპალიტეტები კი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

იხილე მეტი

ფოთი – თბილისის მატარებელი შეცვლილი განრიგით იმოძრავებს 21 03 22

21 მარტიდან ფოთი- თბილისის მატარებელი შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება მგზავრებს.როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მატარებელი ფოთიდან 09:45 წუთზე გავა და დედაქალაქში 15:22 წუთზე იქნება,ხოლო თბილისიდან 18:10 წუთზე გამოვა და ფოთში 23:57 წუთზე ჩამოვა.აღსანიშნავია,რომ სამგზავრო მატარებელში კვლავ მოქმედებს კოვიდ რეგულაციები,კერძოდ,მგზავრობის განმავლობაში აუცილებელია პირბადის ტარება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საგამოფენო დარბაზში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ 21 03 22

ფოთის საგამოფენო დარბაზში საახალწლო თემასთან დაკავშირებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე-ახალგაზდები დააჯილდოვეს. კონკურსში მონაწილეობა სამასამდე მოსწავლემ მიიღო. სპეციალური ჟიურის მიერ ოცი საუკეთესო მონაწილე შეირჩა და დაჯილდოვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტეს, პანდემიიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონიალი რამდენჯერმე გადაიდო და პირველივე შესაძლებლობისთანავე საგამოფენო დარბაზმა კონკურსში გამარჯვებულებს უმასპინძლა.აღსანიშნავია,რომ გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგეს 21 03 22

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, გია ვერიაშვილსა და დავით რატიანს ფოთშიც მიაგეს პატივი. აქცია საქართველოს რამდენიმე ქალქში ერთდროულად პოლიტიკური მოძრაობა ,,დროას” ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები ფოთში 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემერიალთან შეიკრიბნენ, სადაც დაღუპულთა სურათები, ყვავილები, საქართველოსა და უკრაინის დროშები მიიტანეს. მათი თქმით უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიმდინარე ბრძოლაა

იხილე მეტი
სიახლე 

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორო დღეა 21 03 22

2011 წელს, 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში. ამ დღის აღსანიშნად ფოთის ფოლკლორის ცენტრში დღეს ღონისძიება გაიმართა, მოეწყო თოჯინური სპექტაკლის ჩვენება, ასევე ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.ორგანიზატორთა განცხადებით აღნიშნული ღონისძიების მიზანი დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ეს ქვეყანა შენია 21 03 22

მეცხრე ტალღა” და სამოქალაქო საზოგადოების ინსტისუტი წარმოგიდგენთ გადაცემას ,,ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა”გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი განათლების, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა,ახორციელებს კონსორციუმ კონდრად ადენაურერის დღევანდელი გადაცემა, სამოქალაქო პლატორმას ,,ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის’’ დაეთმობა, გადაცემის მსვლელობისას,ვისაუბრებთ არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ინიციატივით გახორციელებულ პროექტებზე,ინიციატივებზე, პეტიციებზე და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის მნიშვნელობაზე, სწორედ ამიტომ დღევანდელი გადაცემის სტუმარია, სამოქალაქო პლათფორმა ,,ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის’’ დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ნინო გვასალია 22 03 22

საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მიზნობრივ დახმარებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში. ამის შესახებ ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ განაცხადეს,აღნიშნულ თემაზე ,,კურსორი”-ს სტუმარია: ნინო გვასალია საუბრობს.

იხილე მეტი