სტუდია ვაშინგტონი 7 12 20
სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიკურსორის სპეციალური გამოშვების მეორე სტუმარია ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვლი, რომელიც საზოგადოების მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.
იხილე მეტი3 დეკემბერს საქართველოში შშმ პირთა საერთაშორისო დაცვის დღე აღინიშნა. ფოთის დღის ცენტრის მენეჯერს თამარ ფოფხაძეს ,ნიკო ნიკოლაძის სახელობის საზოგადოების თავჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა ნიკო ნიკოლაძის მედალიონი და სამახსოვრო სიგელი გადასცა. ამ თემებზე სასაუბროდ კურსორის სპეციალური გამოშვების პირველი ჩართვის სტუმარია თამარ ფოფხაძე.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისაქართველოს მასშტაბით რეგულაციები გამკაცრდა. გამოცხადდა მობილობის შემცირების სცენარი. ფოთში ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ. დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქმედ დაწესებულებებს კითხვით მიმართა, თუ რამდენად ეფექტურად და ხარისხიანად მუშაობენ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ ფოთის რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე მუშაობენ.
იხილე მეტიპოლიციელებზე თავდასხმში ბრლდებულ ასლან ვაშაყმაძეს ფოთის საქალაქო სასამართლომ, დღეს ონლაინ რეჟიმში გამართულ სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ ბრალდებას პოლიციელზე თავდასხმის შესახებ არ ეთანხმება და თვლის, რომ ამ ბრალდების უსაფუძვლობის დადასტურებას მტკიცებულებების შეგროვებით შეძლებს. დაცვის მხარე სასამართლოსაგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო გირაოს სახით უძრავი ქონება წარედგინა. შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ რამოდენიმე დღის წინ პირად სოციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც პოლიციელებზე ძალადობრივი…
იხილე მეტიფოთში “კოვიდ19”-ის 86 ახალი შემთხვევაა, საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 336 პირი. გარდაიცვალა 38 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 152 704-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 126 904 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 425 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რეგიონის მასშტაბით გვაქვს გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა,გარდაიცვალა 71 წლის ქალბატონი,რომელიც ფოთის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა,ხოლო მეორე გარდაცვალებული 78 წლის მამაკაცი ,ქუთაისის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა.რუხის კლინიკაში 156 კოვიდ პაციენტი იმყოფება,…
იხილე მეტიცესკო-მ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და დააკანონა.თამარ ჟვანიას უწყების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა სულ 3 511 853 ამომრჩეველმა მიიღო, აქედან პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 1 992 891 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ხოლო ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მეტი 60 მანდატი პროპორციულ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემდეგია ენმ-ძალა ერთობაშია – 36 მანდატით და მესამეა “ევროპული საქართველო” – 5 მანდატი. ვნახოთ როგორ აფასებენ ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები საბოლოო შედეგებს. შეგახსენებთ რომ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, ცესკო-ს მონაცემებით, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, გამარჯვებულია „ქართული ოცნების” კანდიდატები.
იხილე მეტი“ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევაა . ბოლო მონაცემებით ფოთში სულ 1 841 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელდა 1215 ადამიანი. სამწუხაროდ 8 პიროვნება გარდაიცვალა . აქტიურ პაციენტად ითვლება 626 პირი. სტაციონარში მკურნალობას გადის 24. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 27 . ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას 575 ადამიანი გადის“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 947 პირი. გარდაიცვალა 45 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 147 636-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა…
იხილე მეტი