სტუდია ვაშინგტონი 15 10 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიგადაცემის სტუმარია ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ლეფსაია. რომელიც ბოლო დღეებში ფოთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდის შესახებ გვესაუბრება
იხილე მეტიდღეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე „ეტიენ ჟილსონი – გონება და გამოცხადება“ წიგნის რედაქტორი, პროფესორი, თენგიზ ირემაძეა. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი რეგულარულად აქვეყნებს სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომებს. ატარებს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფუნდამენტურ კვლევებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განხრით. ღონისძიება კოვიდ 19ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა
იხილე მეტიდღეს ევროპული საქართველოს ფოთის ოფისში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზებით ფოთელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა. სადაც საინტერესო იდეების მქონე ახალგზარდებს საშუალება აქვთ გაიარონ კარიერული კონსულტაციები და შეარჩიონ მომავალი პროფესიები. ტრენინგები მოიცავს საპროექტო განაცხადის წერას. ინტერვიუ აღსანიშნავია რომ ყოველ პარასკევს 19:00 სთ-ზე სხვადასხვა თემაზე, საჯარო ლექციები მიმდინარეობს რომელიც ხელმოსაწვდომია ყველასთვის მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
იხილე მეტიდღეს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული და მას ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა, თუმცა კოვიდ 19ის პანდემიის გამო წირვა-ლოცვა უჩვეულო გარემოში ჩატარდა. მომლოცველები იცავდნენ დისტანციას და იმყოფებოდნენ პირბადეებით ტაძარში ქადაგებისას ქართული ეკლესიისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
იხილე მეტიფოთში,covid -19 ყველაზე მაღალი 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებულთა უმრავლესობა ფოთის აჭარა ტექსტილის თანამშრომელია. ფოთის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ,რომ შესაძლოაფოთის აჭარა ტექსტილში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს ,რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის.საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის ნანა მხეიძეს თქმით პანიკის საფუძველი არ არსებობს და ფოთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
იხილე მეტი,,ევროპული საქართველოს” ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგი მოაწყო. მისი თქმით ტელეკომპანია ,,იმედი” ,,ევროპული საქართველოს” მიერ მიწოდებული კლიპის მათ ეთერში განთავსებაზე უარს აცხადებს, რაც კანონდარღვევაა. მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზია მმართველი გუნდის პოლიტიკას ატარებს და ამიტომაც, კლიპის შინაარსი მათთვის მიუღებელია. ბოკერია მედიასაშუალებებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიქართული ოცნების ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს, ხეთაში – წინაგოლის უბანის და ნოჯიხევის მოსახლეობას შეხვდა და სარჩევნო პროგრამა გააცნო. კანდიდატის განცხადებით, გუნდის პრიორიტეტია ყველა სოფელი ინფრასტრუქტურულად გამართული და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული, იყოს მთავარი მიზანი კი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებაა.
იხილე მეტიარჩევნები 2020თოქ შოუ “თემა”გადაცემის სტუმარია პარტია “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”-ს თანათავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი ჯამბურია
იხილე მეტი