სტუდია ვაშინგტონი 22 07 20
“სტუდია ვაშინგტონი” ამერიკის ხმისა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” ამერიკის ხმისა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიდღეს, ფოთის საგამოცდო ცენტრში მასწავლებლობის მსურველთათვის საგნის გამოცდები დაიწყო. მათ გამოცდები დაწყებითი კლასის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნების მეტყველებაში ჩააბარეს. ინტერვიუ მასწავლებლები როგორც გოჩა ქორქიამ განაცხადა, გამოცდები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოცდებზე დასწრებას 79აპლიკანტიდან 69 გამოცხადდა. ინტერვიუ გოჩა ქორქია გამოცდები 22 ივლისს დაიწყო და 30ივლისს ჩათვლით გაგრძელდება.
იხილე მეტი“კურსორის” სტუმარია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი, რომელიც თეატრში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 22ივლისს მოსალოდნელი ძირითადად მოღრუბლული ამინდი. ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°;ღამით: +22° +24° იქნება. 23ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ასევე ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +23° +25°. 24ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +23° +25°
იხილე მეტიდღეს ფოთის თეატრში სპეციალური კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემადგენლობაშიც მერიის, თეატრის და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები შედიოდნენ. შეხვედრაზე თეატრის სარემონტო სამუშაოებისას გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ წვიმის დროს რამდენიმე ადგილას, მათ შორის სცენაზეც წყალი ჩამოდის, გაუმართავია კარების საკეტები და ასევე გარე ფანჯრების შეცვლის სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, წვიმის წყლის შენობაში შეღწევა იმითაა განპირობებული, რომ შენობის გარე ფასადის მოწესრიგების სამუშაოები შესრულებული არ არის. ასევე არ იყო სამუშაოების პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის რემონტი, რომლის აღდგენაც მეორე ეტაპისთვის იგეგმება და ამისათვის უკვე შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი გახდება საჭირო.…
იხილე მეტისოფელ ჭალადიდში მცხოვრები 23 წლის თაზო გრატიაშვილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით ის ფოთის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გააჩერა სრულიად უმიზეზოდ და ძალის გამოყენებით ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს,სადაც მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით 7 დღე დაჰყო .ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს,რომ მასზე შანტაჟი და მუქარა დღემდე ხორციელდება. ის საქმეში ფიგურანტი პოლიციელების თანამდებობიდან ჩამოშორებას მოითხოვს და დასძენს,რომ სიმართლიანობის აღსადგენას ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ჩვენი ჯგუფი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიციელთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
იხილე მეტისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა. რას გეგმავს ფოთში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020წლის არჩევნებზე ამის შესახებ აჭარა, გურია, ფოთის რეგიონალურ ხელმძღვანელს მადონა ბერიძეს ვესაუბრეთ “სამართლიანი არჩევნები” საქართველოში წლების მანძილზე ჩატარებულ არჩევნებს აკვირდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებისთვის.
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის საჭადრაკო კლუბის გვერდით მდებარე სკვერში, სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა. დაჯილდოვდნენ ონლაინ ტურნირებში გამარჯვებული მოჭადრაკეები. ფოთის საქალაქო ტურნირში პირველი ადგილი აკაკი ყალიჩავამ მოიპოვა, მეორე ადგილზე თეიმურაზ კვიკვინია, მესამე ადგილზე კი ლიზი ფოჩხუა გავიდნენ. 8 წლამდე მოჭადრაკეებს შორის პირველი ადგილი ალექსანდრე ჭავჭანიძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე იაკობ რატიანი ხოლო მესამე ადგილზე ალექსანდრე თარგამაძე გავიდნენ. სწრაფ ჭადრაკში საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ს ონლაინ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგში პირველი ადგილის მფლობელი აკაკი ყალიჩავა გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე დიანა ლომაია და ელენე წოწონავა გავიდნენ. ჩემპიონატის პირველ ლიგაში პირველ ადგილზე კახაბერ კიზირია გავიდა, მეორე…
იხილე მეტიპარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი ფოთი-ხობი-სენაკი – ირაკლი ხახუბია აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ – ალექსანდრე მოწერელია, დღესვე ირაკლი ხახუბიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : “მინდა მადლობა გადავუხადო პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს ნდობისთვის. ვიყო ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს უდიდესი პასუხიმგებლობა და პატივია. მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს მხარდაჭერისთვის. მაქსიმალურად ვიქნები ინიციატორი და განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული ყველა იმ პროექტის და პროგრამის,…
იხილე მეტი