ფოთში ასოციაცია „დიოსკურია“- ს ორგანიზებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 06 07 20
ფოთში ასოციაცია „დიოსკურია“- ს ორგანიზებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
იხილე მეტიფოთში ასოციაცია „დიოსკურია“- ს ორგანიზებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
იხილე მეტიქალაქის ერთ-ერთ პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და მათი მხრიდან პრეტენზიების გამოთქმის მიზეზი ხშირად გამხდარა, სხვადასხვა ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი მიტოვებულ ადგილებში მოდებული ჯაგნარის და ბალახის პრობლემაა. თუ როგორ აპირებს “სერვისების სამსახური” აღნიშნული პრობლემის მოგვარებას,ამის გასარკვევად დირექტორის მოადგილეს ვერა ლაღიძეს მივმართეთ. მან განაცხადა რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება უკვე მიმდინარეობს და მოსახლეობის განცხადებებზე რეაგირება ხდება.სერვისების სამსახური მთიბავებს აყვანას დამატებითაც აპირებს და მსურველებს სამუშაოზე იწვევს.
იხილე მეტიფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს დღეს ზუგდიდში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს – ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა,რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა და სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც ასევე ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელკეტებით ცემის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით…
იხილე მეტიდღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, ის უკვე რამდენიმე წელია ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ტარდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება კოვიდ 19ის პანდემიის გამო, განსხვავებულ პირობებში სხვადასხვა რეგულაციების გათვალისწინებით უწევთ. პირველი დღე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ამ დროისთვის 176 აბიტურიენტიდან 171გამოცხადდა. ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 58 წლის მამაკაცს „კოვიდ19“ არ დაუდგინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი ახალი პაციენტია მოთავსებული, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი 18 წლის ქალი და 62 წლის მამაკაცი არიან და ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები. პაციენტებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ანალიზის კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 9. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 17 ნიმუში, ყველა უარყოფითია
იხილე მეტიერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები ცნობილია. “კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის, საგანმანთლებლო რესურს ცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.
იხილე მეტილეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე, მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს, მისი თქმით პორტის ერთ-ერთ მისადგომთან დაახლოებით 50 000 ტონა გოგირდია შემოტანილი, რომელიც ყოველგვარი უსაფრთხოების დაცვის გარეშე არის დასაწყობებული, რაც მოსახლეობისთვის საშიშროებას ქმნის, რადგანაც ქარის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე გოგირდის გაფანტვა ხდება. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ეიპიემ ტერმინალს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ ისინი ნაყარ ტვირთებზე არ მუშაობენ, მსგავს სამუშაოს მოიჯარე კომპანიები ახორციელებენ და გადატვირთვის ოპერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი მოვალეობაა.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 4 ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა . უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°; ღამით: +22° +24° იქნება. 5ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა . უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +22° +24° იქნება. 6 ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +22° +24° იქნება.
იხილე მეტიპისიარ კვლევისთვის გაგზავნილი 37 ანალიზის პასუხი ცნობილია დაყველა უარყოფითია. ისინი გაფორმების ეკონომიკური ზონის და საბაჟოს თანამშრომლები არიან.ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 12.გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 207 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია.
იხილე მეტიფოთში , გუშინ მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა ნაბადას უბანში მოხდა, რამდენიმე პიროვნება 45 წლის მამაკაცს ქუჩაში დახვდა და მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა გაიტაცა. თვითმხილველთა თქმით მამაკაცი ჯერ იქვე მდებარე სკოლის ეზოში შეიყვანეს სადაც ე.წ გარჩევა 12-მდე ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს . სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,გარდაცვლილი ე.წ კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაუწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იხილე მეტი