„კურსორის“ სპეც. გამოშვების. სტუმარია ალექსანდრე მოწერელია 17 06 20
“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია
იხილე მეტიფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. „უშიშროების შენობის“ სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ მხატვართა სახლი განთავსდება. მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩეოდა. ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გადმოეცა, ის მანამდე კერძო საკუთრებას წარმოადგებდა. გაყიდვის შემდეგ შენობა სავალალო მგდომარეობაში აღმოჩნდა, რაც ცალკეული მოქალაქეების, მედიისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის არაერთი პროტესტის მიზეზი გახდა.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. ერთი მათგანი ფოთის მცხოვრებია, მეორე კი, ლანჩხუთელი. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ ეტაპზე 35 პირი იმყოფება. რეგიონში ამ დროის მონაცემებით თვითიზოლაციაში 20 პირია. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 104 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია.
იხილე მეტი„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დირექტორი ნანუკა ღურჯია
იხილე მეტიდღეს კოლხეთის ეროვნულ პარკში ქალთა კლუბის დასკვნითი შეხვედრა გზა ჯანსაღი მომავლისკენ“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. სადაც ,,ნარკომანია” ,,ლუდომანია” და ,,ალკოჰოლიზმის” თემაზე ისაუბრეს. პროექტის მენეჯერმა იამზე გორგოტაძემ პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
იხილე მეტიტაბიძის ქუჩაზე, ყოფილი პროფ ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები დევნილები მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც თავად ამბობენ ქვეწარმავლების რიცხვმა იმატა რის გამოც ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ დევნილები ასევე ყურადღებას იმ დაპირებებზეც ამახვილებენ რომლის მიხედვითაც აივნების მონტაჟი და ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი უნდა მოწყობილიყო. ისინი შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ საკითხის გარკვევას დევნილთა განყოფილებაში შევეცადეთ. როგორც ირაკლი ლეჟავამ აღნიშნა პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა უკვე მიმდინარეობს ირაკლი ლეჟავას თქმით, აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით, დევნილთათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე სასათბურე მეურნეობის მოწყობა იგეგმება.
იხილე მეტიპირველი ივლისიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. მიწის სისტემური რეგისტრაცია მომავალი თვიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიწყება.პოტენციურ მესაკუთრეებს მიწის დარეგისტრირება ორი: სპორადული და სისტემური რეგისტრაციის გზით შეუძლიათ. სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მიწის აღრიცხვა დაინტერესებული პირების განცხადებისა და მისი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. სისტემური რეგისტრაციისას კი ყველა საჭირო პროცედურას საჯარო რეესტრი თავად უზრუნველყოფს
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ამდროისთვის კლინიკაში 2ახალი პაციენტი იმყოფება. ესენი არიან 71 წლის მამაკაცი ფოთიდან და 39 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას.
იხილე მეტიკურსორის სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი.
იხილე მეტიდღეიდან საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს. ჩვენი ჯგუფი დღეს კოლხეთის ეროვნულ პარკს ესტუმრა. ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით. დეტალები იხილეთ ჩვენს სიუჟეტში.
იხილე მეტი