სიახლე 

ფოთელი ტაქსისტები რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ 02 06 20

კორონა ვირუსმა ქვეყანაში ტაქსით გადაადგილება შეაფერხა. დაწესდა შეზღუდვები რომლის მიხედვითაც ტაქსში 2 მგზავრზე მეტის ყოლა აიკრძალა. ერთი პერიოდი ავტომობილით გადაადგილება საერთოდ აკრძალულიც კი იყო. ტაქსით მომსახურების სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ რომ, ამ რეგულაციებმა მათ შეამოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ერთ ერთი ტაქსის მძღოლის განცხადებით ის ყველა პირობას იცავს თუმცა მას ხშირად უწევს მოსახლეობისაგან პრეტენზიების მიღება. ტაქსით მომსახურების სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობას რომ, აღნიშნული შეზღუდვები უმოკლეს დროში გააუქმონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საბურთალოს კლასტერის 5 შესაძლო კონტაქტს იკვლევენ 02 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის , თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ფოთიდან, კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. მას ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ,,67 წლის მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის , ნანა მხეიძეს ინფორმაციით. ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 21 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აქედან 12 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, ხუთი კი თბილისში ერთ- ერთი ინფიცირებულის შესაძლო კონტაქტებია.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსახლეობამ ფოთში ფალიაშვილის ქუჩა გადაკეტა 01 06 20

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტეტო აქცია გამართეს. მათ ქუჩა ბეტონის ბლოკებით გადაკეტეს და მოძრაობა შეაფერხეს. მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს ქუჩაზე მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილება და ჯანმრთელობისთვის საშიში ტვირთის ტრანსპორტირება.

იხილე მეტი
სიახლე 

”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო ჭანტურია 01 06 20

„კურსორის“  სპეციალური გამოშვების სტუმარია  ექიმი, პედიატრი მედიცნის მეცნირებათა დოქტორი, პროფესორი,  პედიატრიული დეპარტამენტის  ხელმძღვანელი. რომელიოც გვესაუბრება    კორონავირუსის პირობებში თვითიზოლაციის რეჟიმის გავლენაზე მოზარდებში.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა 01 06 20

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელს მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება, 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. ფოთში კორონა ვირუსის გამო მოკრძალებულად აღნიშნეს კომპანია „მბმ“ მერიის წარმომადგენლებთან ერთად 70-ზე მეტ მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასურსათო ნობათები გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბიბლიოთეკაში ციფრული ბაზების შევსება მიმდინარეობს 01 06 20

ფოთის ბიბლიოთეკებში მხატვრული და ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნის პრეზენტაციები, მწერლებთან შეხვედრები, კონკურსები, სემინარები, ლექციები, დისკუსიები და საქველმოქმედო აქციები ტარდებოდა. ბოლო პერიოდში კი ბიბლიოთეკაში მისთვის არადამახასიათებელი უჩვეულო სიჩუმე იყო, რადგან ვერ ხერხდებოდა მკითხველების მიღება. თუმცა მიუხედავად ორ თვიანი საკარანტინო რეჟიმისა ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ციფრული ბაზების შევსება არ შეჩერებულა. მიმდინარეობდა წიგნების დამუშავება. დღეს ბიბლიოთეკის დირექტორმა თანამშრომლებთან სპეციალური თათბირი ჩაატარა, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შემოდგომისთვის ბიბლიოთეკა მკითხველს სიახლეებს სთავაზობს,შეიქმნება ორი სივრცე, პირველი იქნება მუზეუმი, რომელიც მოგვითხრობს ბიბლიოთეკის ისტორიას, თავისი ფოტოგამოფენით ხოლო, მეორე სივრცე მიეძღვნება პირველ ფოტოსალონს ფოთში. დღესვე შედგა ლიტერატურული სალონის „გულის…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 01 06 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 2ივნისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +21 ° +23°; ღამით: 15 18 იქნება 3 ივნისს ძირითადად მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +19 +21 ; ღამით:16 +18

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, აკაკის ქუჩის მცხოვრებლები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან 01 06 20

დღეს, სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას აკაკის ქუჩის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ. მოსახლეობის თქმით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივიან. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ ეზოში და სარდაფში გველები არაერთხელ დააფიქსირეს. ამ დილით კი ქვეწარმავალმა ერთ ერთ ბინაშიც კი შეაღწია. მერიაში განაცხადეს რომ მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა გამოყო სახსრები გველების დამაფრთხობელი ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად. გაფორმდა ხელშეკრულება ორგანიზაციასთან რომელიც მოაწვდით პრეპარატს და განხორციელდება აღნიშნული ტერიტორიის დამუშავება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალს ცხელების კლინიკის სტატუსი დღეიდან მოეხსნა 01 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების კლინკაში საეჭვო სიმპტომებით 67 წლის მამაკაცია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს. მისი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 49 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 15 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში78 ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან 77 უარყოფითია ერთი პასუხი კი ხელახლა დაიტესტება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.პირველი ივნისიდან…

იხილე მეტი
სიახლე 

”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო ბაკურაძე 29 05 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია პროფესიული კოლეჯ „ფაზისის“ დირექტორი ნინო ბაკურაძე, რომელიც სიახლეებზე და სწავლის მსურველთა რეგისტრაციაში ცვლილებებზე გვესაუბრა.

იხილე მეტი