0:03 / 8:06 ჩართვა „კურსორში“.დავით კოდუა 24 04 20
“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბის დირექტორი დავით კოდუა
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბის დირექტორი დავით კოდუა
იხილე მეტიეიპიემ “ტერმინალის ფინანსური მხარდაჭერით, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ფოთში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს პროდუქტის კალათა გადასცა. დარიგების პროცესში ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. წითელი ჯვრის ორგნიზაციამ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ფოთელი მოხალისეები გადაამზადა.
იხილე მეტიფოთის ზოგიერთი უბნის მცხოვრებლები წუხელ სეზონისთვის უჩვეულო და ქალაქისთვის იშვიათი მოვლენის- ძლიერი სეტყვის მომსწრენი გახდნენ, სეტყვასთან ერთად ტემპეტატურაც დაეცა და ნასეტყვარი ადგილები ზოგგან დილითაც იყო შემორჩენილი. ამ მოვლენაზე კომენტარი ფოთის ჰიდროგრაფიის სამსახურს ვთხოვეთ და მათ ამ ატმოსფერული მოვლენის ახსნასთან ერთად შაბათ-კვირის პროგნოზიც შემოგვთვაზეს
იხილე მეტიფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით 300-ზე მეტ ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა, მათ შორის უსინათლო და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებს. გასულ კვირას დეპუტატის პირადი რესურსით საკვები პროდუქტები 400 ოჯახს გადაეცა. აღსანიშნავია რომ ბაღის 1900-მა აღსაზრდელმა მიიღო სასურსათო კალათა. ჯამში დეპუტატი პირადი რესურსით 2600 ოჯახზე მეტს დაეხმარა.
იხილე მეტიფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია კვლავ აგრძელებს შეჭირვებული თანაქალაქელების დახმარებას, დღეს შეგროვებული პროდუქტები უფასო სასადილოს გადაეცა.
იხილე მეტიფოთში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული წესებისა და მოთხოვნების შესახებ. პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით და კოორდინირებით გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია
იხილე მეტიფოთის მერის განცხადებით – თვითიზოლაციაში 56 ხოლო კარანტინში 3 ადამიანი იმყოფება. ქალაქში შემომსვლელ და გამსვლელ ავტომანქანებზე მონიტორინგი მიმდინარეობს, სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები კი შეუფერხებლად მუშაობენ. ამასთან გრძელდება სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და დონორების დახმარებით მოწყვლადი ოჯახებისათვის დახმარებების გაცემა.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 24აპრილს მოსალოდნელია ცვალდებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14°; ღამით: 9 -11 25აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +10° +12 იქნება. 26აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13°+15° ; ღამით +9° +11° იქნება.
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალში კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების ცენტრში წლის და 6თვის გოგონა ოზურგეთიდან და 62წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იმყოფება. ამჟამად, მიმდინარეობს მათი კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები და ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
იხილე მეტი