სტუდია ვაშინგტონი 16 03 20
„სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტიმივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაში წერია, რომელიც დღეს გავრცელდა. „საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. თიბისი მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას. დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.…
იხილე მეტიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო სახერხი საამქროები დაილუქა, ხოლო ტერიტორიიდან, ჯამში 200 ერთეულზე მეტი წიფლისა და ფიჭვის სახეობის ფიცარი არის ამოღებული. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. ირაკლი მუკნიაშვილი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.
იხილე მეტი„თვითიზოლაციაში ამჟამად არის 6 ადამიანი, აქედან ორი მდედრობითი სქესისაა. ერთი არის ჩამოსული იტალიიდან, ერთი – საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. რაც შეეხება ასაკს, ერთი 18 წლისაა, დანარჩენები არიან 30-დან 45 წლამდე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არცერთს არ აღენიშნება ტემპერატურა. არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად. ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა, ან ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობენ, დაგვიკავშირდნენ. დღეისათვის სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა იცავს იზოლაციის წესებს და არანაირ დარღვევას…
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტისასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 ადამინი რჩება.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 12 მარტს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ. ღამით ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14°; ღამით: +9° +11°. 13 მარტს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +14 +16 ; ღამით: +12° +14° იქნება. 14 მარტს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12°+14° ; ღამით +10° +12° იქნება.
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ – „ამერიკის ხმისა” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტიდღეს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგა 3-ის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი“ და თბილისის ,,სპაერი” დაუპირისპირდა. თამაშის დასაწყისში თბილისის ,,სპაერმა“ პირველი გოლის გატანა შეძლო. თუმცა მოგვიანებით ფოთელებმა მდგომარეობა გამოასწორეს, და თბილისელების კარში გოლი გაიტანეს. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა თუმცა ანგარიში ფრედ 1:1 დასრულდა. მორიგი შეხვედრა 17 მარტს გაიმართება, სადაც ,,ფოთის კოლხეთი“ ლანჩხუთის ,,გურიას“ დაუპირისპირდება.
იხილე მეტი