ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სოციალური კვლევების ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა 24 02 20
ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სოციალური კვლევების ლაბორატორიის“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე „ბულინგის პრობლემა მოზარდებში“ პრეზენტაციას ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე უძღვებოდა. კვლევა მიზნად ისახავდა ამ მიმართულებით პრობლემების გამოვლენას და მათ მოგვარებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. კვლევამ არა მარტო ფოთი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა. სოციალური კვლევების ლაბორატორია შემდეგ საქმიანობას ახორციელებს ქართული საზოგადოების ინტერესთა სფეროში არსებული სოციალური პრობლემების, სოციალური, ეკონომიკური, გენდერული უთანასწორობის, საზოგადოებაში არსებული სოციალურად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ კონკრეტული ჯგუფების დამოკიდებულებების შესწავლას. ლაბორატორია მიზნად ისახავს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოებას ფსიქოლოგიისა და სხვა სოციალური მეცნიერებების შესწავლის კუთხით.…
იხილე მეტი