სიახლე 

ფოთში სასკოლო ტურნირი ჩატარდა 14 11 19

სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე გეზრბენში ტურნირი ჩატარდა. მასში საჯარო და კერძო სკოლებიდან 36 ვაჟმა და 24 გოგონამ მიიღეს მონაწილეობა. ვაჟთა შორის პირველობა მე-4 სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილი მე-5 სკოლას, მესამე კი მე-2 სკოლას ერგო. გოგონათა შორის პირველობა არავის დაუთმო მე-6 საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე შედეგი მე-8 სკოლამ, მესამე კი პირველმა სკოლამ აჩვენეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ოპოზიციონერები პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან 14 11 19

ფოთში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. მათი თქმით 2020 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, მმართველ პარტიას არ აწყობს და ამიტომაც მოხდა კანონპროექტის ჩაგდება. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებები, მიუხედავად იმისა რომ სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა 37 მათგანმა არ მიიღო და ხმების საკმარისი რაოდენობა არ მოგროვდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო 13 11 19

შარშან კუნძულის უბნის სანაპიროზე შუქურას მიმდებარედ, მოქალაქეთა საინიატივო ჯგუფის მიერ, ტერიტორია დასუფთავდა და ბავშვებისთვის გასართობი მოედანი მოეწყო. ფოთელების წამოწყებას “აი პი ემ ტერმინალს”-ის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა და მათი ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სათამაშო მოედნის დამონტაჟება. მოედანი საზეიმოდ გაიხსნა, ორგანიზატორებმა ბავშვებს ფერადი საჰაერო ბუშტები და ტკბილეული დაურიგეს, ბოლოს კი სადღესაასწაულო ტორტიც დააგემოვნეს. მოქალაქეები სხვა ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ ფოთის ნავსადგურის ინიციატივას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მოზარდებისთვის გართობის და დასვენების უსაფრთხო პირობების შექმნაში

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის მორიგი წარმატება ინდოეთში 13 11 19

ინდოეთში ქალაქ პუნაში . ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი უცხოური მაყურებელისა და პროფესიული საზოგადოების წინაშე თოჯინური სპექტაკლით ,,ფიროსმანი” წარდგა. თოჯინურ სპექტაკლში გაცოცხლებულია დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია, რომელმაც სიცოცხლე სარდაფში დაასრულა. მარტოსული მხატვრის გენია ებრძვის სიდუხჭირეს, უყურადღებობას და იმარჯვებს სიყვარულში, იმ მარადიულ სიყვარულში, რომლის ადგილიც ამ ქვეყანაზე არ არის. სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 12 11 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 13 ნოემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18° +20° ; ღამით: +10° +12°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. 14 ნოემბერს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18° +20° ; ღამით: +9° +11° იქნება.

იხილე მეტი

ეს ქვეყანა შენია – გადაცემა 2 (შეფასება) 11 11 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთნ ერთად რიგით მეორე გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ: ფონდ „ბილივის“ პროექტების მენეჯერი, გვანცა გვაძაბია; ფონდ „ქველმოქმედი 2015“-ის დამფუძნებელი ია გორგოტაძე და „პროექტ ახალგაზრდების იდეა ფოთს“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, შაკო სარდალიშვილი. მათ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების საკითხებზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მისცენ საშუალება განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა დღეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სპორტული კომპლექსის წარმომადგენლებს ესტუმრნენ 12 11 19

დღეს, ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლებლებს ესტუმრნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს და სადილით გაუმასპინძლდნენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნოდარ კორსანტიას განცხდებით, მათი მიზანია ხელი შეუწყონ და წაახალისონ ის მშენებლები, რომლებიც სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსულნი. ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და 2 საცურაო აუზის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რომელიც 350 ადამიანზეა გათვლილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა 11 11 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა ტურნირი „ფოთი 2019“, სადაც ფოთის რეიტინგიანი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ტურებში, ბათუმში და ბაღდათში კლუბ „ნანას“ გასვლითი მატჩებისადმი მომზადებას. აღსანიშნავია, რომ 20 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში წარმატების შემდეგ, ელენე წოწონავა არნაკლები შემართებით ჩაება ფოთში მიმდინარე ტურნირში და ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში გამარჯვებაც მოიპოვა. ამით ელენე ფოთის საჭადრაკო სკოლის მეორე მოსწავლე გახდა, რომელმაც შეძლო ფიდეს ოსტატის წოდების მოპოვება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით (ქულათა 65%), ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მოსწავლემ, დიანა ლომაიამ ქალთა ფიდეს ოსტატის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დაკავებულ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ 11 11 19

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულებს: ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა , ხოლო ამავე საქმეში ბრალდებულ 7 პირს კი გირაო შეუფარდა. ირაკლი კაკულიას ადვოკატის განცხადებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს მან 170 ათასი ლარი აიღო, არ არსებობს მტკიცებულება. მისივე თქმით, ერთადერთი რაზეც მას ედავებიან არის ის , რომ 4 მილიონიანი ტენდერიდან 18 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. ფოთელების შეფასება მაღალი თანამდებობების პირთა დაკავების შესახებ არაერთგვაროვანია, თუმცა მოქალაქეთა უმეტესობა აზრის კამერასთან დაფიქსირებას ერიდება. შეგახსენებთ რომ…

იხილე მეტი