სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა შეჭირვებულებს“ ჩამოყალიბდა 10 08 19

ფოთში, დარბაზ სამეფოში საქველმოქმედო ფონდის ,,თანადგომა შეჭირვებულებს’’ პრეზენტაცია შედგა, ფონდის დამაარსებელი ირმა გვალია გახლავთ. ფონდის შექმნა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მყოფი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. ირმა გვალიას განცხადებით ფონდი დიდი ხანია არსებობს მაგრამ ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. ფონდს მხარს უჭერენ ქართველი ემიგრანტებიც. იგეგმება საქველმოქმედო საღამოები ფოთის გარეთაც. ფონდი ,, თანადგომა შეჭირვებულებს’’ ამჟამად 58 შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოლხეთის ეროვნულ პარკში სახვითი ხელოვნების ფესტივალი დასრულდა 09 08 19

ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ეზოში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით ,,წელიწადის ოთხი დრო მეგობრობის პალიტრა “ დასრულდა. მასში ქართველი და უცხოელი მხატვრები მონაწილეობდნენ . ,,საერთაშორისო პლენერს საფუძველი წელს ჩაეყარა, ჩამოვიდნენ უცხოელი მხატვრები, მათ შორის 4 უკრაინიდან და 2 კი პოლონეთიდან . თითოეული მხატვრის ორი ნამუშევარი, ფერწერული ტილო ქალაქს საჩუქრად გადაეცა. ფესტივალი ფოთის მერიისა და კულტურის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა. იგი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 60-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 8 აგვისტოს დაღუპულებს პატივი მიაგეს 08 08 19

ფოთში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. ფოთში, დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა. დღესვე ფოთის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კაფე “ვენა” გაიხსნა 06 08 19

სიახლე ფოთში, ქალაქის ცენტრში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე , არომატული ყავისა და ექსკლუზიური კუპაჟის ჩაის მოყვარულთათვის გაიხსნა კაფე “ვენა”,რომელიც ავსტრიული სტილის კაფეების მსგავსადაა მოწყობილი. გახსნის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქის მერი, მოადგილეები, პროექტის არქიტექტორი და მოსახლეობა დაესწრნენ. ბოლოს კერძების და სასმელების დეგუსტაციაც გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-მა ქობულეთის “შუქურა” 2:1 დაამარცხა

ფოთის “პარკი არენაზე” ეროვნული ლიგა-2-ის მე-19 ტურის მატჩში ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი 1913” და ქობულეთის “შუქურა”დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი ფოთელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში დაძაბულობამ იმატა. მსაჯმა რამდენჯერმე გააფრთხილა ორივე გუნდის მოთამაშეები, ხოლო ფოთელი ფეხბურთელი კი მოედნიდან გააძევა, მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, ფოთელებმა მაინც შეძლეს გამარჯვება და საბოლოოდ ანგარიში 2:1 დაფიქსირდა. მომდევნო შეხვედრას “კოლხეთი 1913 ზედაეწერის სტადიონზე გამართვს, მისი მეტოქე საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

საფეხბურთო ტურნირი “ამბროლაურის თასი 2019” დაიწყო 03 08 19

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში სტარტი აიღო ნორჩ ფეხბურთელთა ტურნირმა ,,ამბროლაურის თასი 2019″. მასში მონაწილეობას 2004–2005, 2006–2007 წლებში დაბადებული 150 მოზარდი იღებს . ტურნირის ორგანიზატორია რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. ტურნირს უძღვება ეროვნული კატეგორიის არბირტრი ბექა ქევანაშვილი. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მივლენილი ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისეს რაიან კრონინის მოწვევით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ფოთიდან ჩამოვიდნენ ფოთის სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციისა ცენტრისა და სამაუწყებლო კომპანია “მეცხრე ტალღის“ წარმომადგენლები და მათთან მივლენილი ამერიკელი მოხალისე ბრან ბარინგერი. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი უკვე 3 წელია შეიქმნა, აქ ფუნქციონირებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ისტორიული შენობებით „ფონდი ქართუ“ დაინტერესდა 02 08 19

ფოთში, ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო ზემო- სვანეთში ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი ისტორიული ძეგლების გაცნობაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქართველი და უცხოელი მხატვრების ერთობლივი პლენარი იმართება 02 08 19

ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ეზოში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით ,,წელიწადის ოთხი დრო“ მიმდინარეობს. მასში ქართველი და უცხოელი მხატვრები მონაწილეობენ. ისინი ადგილზე ქმნიან ნამუშევრებს. ორგანიზატორების განცხადებით , საერთაშორისო პლენერის მიზანი შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებაა. მათივე თქმით, პროექტში მონაწილე ფოთელი მხატვრები შემოდგომაზე პოლონეთში ან უკრაინაში გაემგზავრებიან. ,,წელს ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო პლენერს. ჩამოვიდნენ უცხოელო მხატვრები, მათ შორის 4 უკრაინიდან და 2 კი პოლონეთიდან . ისინი ჩვენთან ერთად ადგილზე ქმნიან ნამუშევრებს, თითოეული მხატვრის ნამუშევარი, ორი ფერწერული ტილო გადაეცემა ქალაქს საჩუქრად, რამეთუ ფოთის მერია არის ამ ღონისძიების ორგანზატორი. მინდა მადლობა გადავუხადო მერიას მხარდაჭერისათვის, კულტურის სამსახურს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მრავალფუნქციური ჰოსპიტალი აშენდება 01 08 19

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ფოსტის შენობის მშენებლობა 80-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში მხოლოდ კარკასი აშენდა. 90-ან წლებში კი, მერიის ადმინისტრაციის განთავსება გადაწყდა. მოგვიანებით, შენობის პრივატიზება მოხდა და კერძო პირმა შეიძინა. ახალმა მფლობელმა 2000-ან წლებში, ნუგზარ ჭედიას არქიტექტორობით ქალაქისთვის დამახასიათებელი, თუმცა გათანამედროვებული არქიტექტურული სტილის შენობა ააგო. მას შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ეს შენობა უფუნქციოდ დგას. კლინიკა „იკამედმა“ სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა, რომ 3200 კვადრატული მეტრი ფართის შენობა შეიძინა, სადაც მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კლინიკის დამფუძნებელს თენგიზ გიგიბერიას და მის გუნდს გავესაუბრეთ. ,,იკამედი ფოთის“ მთავარმა ექიმმა, გოჩა…

იხილე მეტი
სიახლე 

პარკირების პრობლემა ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 01 08 19

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსებთან ერთად მოქალაქეთა მანქანების პარკინგი ხდება, რის გამოც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მეტწილად შეუძლებელია. მოქალაქეების განცხადებით, ნახევრად ჩახერგილ გზებზე ავარიული სიტუაციები ხშირად იქმნება, რის გამოც ქუჩაზე გადასვლა რისკთან არის დაკავშირებული და შესაძლოა უბედური შემთხვევაც კი მოხდეს. გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი თვლის რომ, საჭიროა პარკირების სასწრაფოდ მოწესრიგება, რადგან გადაადგილება, უსაფრთხო გახდეს, როგორც ავტომანქანის მძღოლებისთვის ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის

იხილე მეტი