სიახლე 

ფოთში მასწავლებელთა გამოცდები ხვალიდან დაიწყება 09 07 19

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, გოჩა ქორქია, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას აკვირდება. მისი თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში შეფერხების და კანონდარღვევის გარეშე მიმდინარეობს. დღეს გამოცდები ოთხ ძირითად საგანში, უცხო ენის გამოცდით დასრულდა. აბიტურიენტებმა ტესტი ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულსა და რუსულ ენაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტთა 95% გამოცხადდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ხვალიდან, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდები დაიწყება. ფოთის საგამოცდო ცენტრში 500 პედაგოგია დარეგისტრირებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები გიორგი გაბუნიას მონოლოგს აფასებენ 08 07 19

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფოთში, მოქმედი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. სატელეფონო კომენტარში, საკრებულოს წევრმა, მაია ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგი მისთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა რომ საქმე ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს ეხება. მამუკა ხორავას თქმით, არა მხოლოდ გაბუნიას, არამედ ნებისმიერი მედია საშუალების მხრიდან არაკორექტული საუბარი დაუშვებელია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებას, დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ გიორგი გაბუნია ქვეყნის პატრიოტია, რომელსაც რუსეთის მომხრები აუჯანყდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, რუსეთის პრეზიდენტს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის…

იხილე მეტი
სიახლე 

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო ცენტრის ეზოში მუსიკალური საღამო გაიმართა 08 07 19

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო ცენტრის ეზოში მუსიკალური საღამო გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „ონავრები“ მაყურებლის წინაშე შემაჯამებელი კონცერტით წარსდგნენ. მათ ცნობილი ქართული და უცხო ენოვანი საესტრადო სიმღერები შეასრულეს. როგორც ჯგუფის ხლმძღვანელმა აღნიშნა, პატარა „ონავრები“ ცოცხალი შესრულებით გამოვიდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტურ ოპერატორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა 08 07 19

შაბათს 6 ივლისს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში ტურ-ოპერატორებთან შეხვედრა გამართა, და მათ ფოთის ისტორიული შუქურა წარუდგინა, როგორც რეგიონის საზღვაო ტურისტული ატრაქცია და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. სამეგრელო -ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, (DMO) რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა ტურ-ოპერატორებისათვის ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციების გაცნობას ახდენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთი 1913 თბილისის მერანს დაუპირისპირდა 08 07 19

პარკი არენას სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის, მეთვრამეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ფოთის “კოლხეთი-1913″ გათამაშების ლიდერს, თბილისის – “მერანს” დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა. თამაში სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. დღეისათვის 18 ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთი – 1913“ დაგროვილი 17 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონატში გამოცხადებულია საზაფხულო შესვენება და იგი 4 აგვისტოს განახლდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრმა დურუჯი 2019-ზე მარინა რევია წარადგინა 05 07 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ყოველწლიურ თეატრალურ პრემია ,,დურუჯი 2019-ზე“ სპექტაკლი – ,,მარინა რევია“ წარადგინა, რომლის რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძეა. ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დადგმული ერთ მოქმედებიანი წარმოდგენა, ჩვენი დროის ყოველდღიურობას ასახავს. სპექტაკლში მოქმედება ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც მთავარი გმირის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება. დასავლეთის ტურნეს ფარგლებში “დურუჯის” ჟიურის 7 წევრიანი ჯგუფი ფოთის თეატრს სტუმრობდა. 2019 წლის “დურუჯის” საკონკურსო პერიოდი 30 ივლისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ჟიურის მიერ შერჩეული ნომინანტების ნუსხა გამოქვეყნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ბოდიბილდერი საქართველოს ჩემპიონი გახდა 05 07 19

თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგში, საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულები შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის, ქალაქ ფოთის სახელით 20 წლამდე ასაკობრივ მენზფიზიკის კატეგორიაში დავით მურადოვი გამოვიდა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. შეჯიბრება როგორც ვაჟებში, ისე ქალებში გაიმართა. ჩემპიონატში, მთლიანობაში ქვეყნის 50-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით, დავით მურადოვი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 05 07 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 8 ივლისის ჩათვლით მზიანი ამინდი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +25° მიაღწევს. 6 ივლისს დასავლეთის მიმართულების ქარი დაქროლავს 5-10მ/წმ სიჩქარით. დაფიქსირდება ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, ღამით ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22 +24°; ღამით კი +20 ° + 22 ° იქნება. 7 ივლისს სამხრეთ-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 5-10 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად ცვალებადი უნალექო მოღრუბლულობა, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +22° +24°, ხოლო ღამით +19° +21° დაფიქსირდება. 8 ივლისს ასევე სამხრეთ-დასავლეთის ქარი 5-10 მ/ წამი სიჩქარით იქროლებს. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა 04 07 19

ელექტრონული მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით, დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე, გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა და სტუდენტურ ახალგაზრდულმა სათათბირომ ფოთელებთან პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. ფოთში ახალგაზრდულ ჯგუფთან ხუთი სამუშაო შეხვედრა არის დაგეგმილი. სადაც პროექტში ჩართული ახალგაზრდები სწავლებას გაივლიან, თვითმმართველობის სამსახურების სახელზე, თუ როგორ უნდა დაწერონ, არსებულ პრობლემაზე პეტიცია. მიღებული ცოდნა კი მოსახლეობას უნდა გაუზიარონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით დასაქმებულები გაიფიცნენ 04 07 19

კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით ფოთში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 20-მდე ადამიანი 2 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვს. ფოთში საკანალიზაციო სისტემის მოწყობაზე თურქული კომპანია მუშაობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქული ფირმა მათი დავალიანების დაფარვას ძველ ფირმას აკისრებს. დღეს გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც მათ ვერ დაუკონკრეტა როდის დაიფარება დავალიანება. ფირმის წარმომადგენელმა სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა. სისტემის რეაბილიტაცია ფოთში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ სამუშაოებს მაშინ სხვა ფირმა ასრულბდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა.

იხილე მეტი