სიახლე 

ფოთში ანა ბანასა და მზისგულის კონცერტი გაიმართა 04 07 19

ფოთში დავით აღმაშენებლის ხიდზე კონცერტი გაიმართა, სახელწოდებით ,,სიცოცხლეს ვუმღეროთ’’ მასში მონაწილეობას ბავშვთა საესტრადო სტუდია “ანა-ბანა” და სამეჯლისო ცეკვების სტუდია “მზის გული.” იღებდა ღონისძიებას, ტრადიციულად მუსიკალურად ნანუკა ღურჯია და ლევან მაშავა აფორმებდნენ. სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები ენაცვლებოდნენ, რომლებმაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული საესტრადო სიმღერები და სამეჯლისო ცეკვები შეასრულეს. ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა ესწრებოდნენ. 4 და 5 ივლისს, სტუდიები კიდევ ერთხელ წარსდგებიან მაყურებლის წინაშე, ამჯერად ზღვის სანაპიროზე და მაყურებლებს კვლავ დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს 03 07 19

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე მიმდინარეობს. N3 საჯარო სკოლაში დღეს აბიტურიენტებმა ტესტი უნარებში დაწერეს. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფოთის კოორდინატორმა აღნიშნა, გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ქართულისა და ლიტერატურის გამოცდაზე 514 აპლიკანტიდან 14 არ გამოცხადდა, დღევანდელ დღეს რაც შეეხება, გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ მივიდა. გამოცდების მიმდინარეობას 21 მეთვალყურე, 21 კურატორი და 1 კოორდინატორი აკვირდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდის წარმომადგენლობამ აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. მაია ღუბელაძემ შეკრებილებს საინფორმაციო ფლაერები, ჟურნალები და სამახსოვრო რვეულები გადასცა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

20 ივნისის მოძრაობა აქციებს აღარ შეუერთდება 03 07 19

სამოქალაქო მოძრაობა “20 ივნისი“-ს დამფუძნებელი, ოთარ ხარჩილავა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გამოეყო და მას პოლიტიკური პარტიებისგან მართული უწოდა. ოთარ ხარჩილავამ, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნები, რომელიც მოქალაქეებს ხელისუფლების მისამართით ჰქონდათ შესრულებულია. შეგახსენებთ, რომ ოთარ ხარჩილავა „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სიით, ფოთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „კავკასია 2019“ ჩატარდა 03 07 19

ფოთმა, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს – „კავკასია 2019“-ს უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა. ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ჯგუფებმა, თავიანთი ნაციონალური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს. საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოში მეცხრედ ტარდება. წელს 4 ქვეყანა არის წარმოდგენილი. ფესტივალის მონაწილეები კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ. ბოლო კონცერტი ბათუმში ჩატარდება, სადაც ფესტივალის მონაწილეებს დიპლომებით და საჩუქრებით დააჯილდოებენ. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი ფოლკლორული ხელოვნების განვითარება, ასევე ქორეოგრაფების კვალიფიკაციის დონის ამაღლებაა. ფესტივალი საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ორგანიზებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და იუნესკოს საერთაშორისო ცეკვის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ირაკლი ჭანტურიამ რეკორდი დაამყარა 02 07 19

სამოყვარულო ძალოსანთა მსოფლიო ფედერაციის (WUAP) ორგანიზებით, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ფოთელი ძალოსანი, ირაკლი ჭანტურია +140 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჭანტურიამ რეკორდული წონა 330 კგ. დასძლია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ემიგრანტის ისტორია 02 07 19

გვინდა ერთი ფოთელი, წარმატებული ქალის ისტორია მოგითხროთ, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება. ეს მაია ხომერიკია. მაია ხომერიკი დაიბადა ქალაქ ფოთში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და ეკინომიკური ფაკულტეტი, ხოლო მეორადი ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით, ბოლოს კი უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. მაია ხომერიკმა სოციალურ ქსელში რუბრიკა შექმნა, რომელსაც „ჩაის თემა“ უწოდა. იდეა იტალიაში მყოფ ემიგრანტთა ჯგუფს ეკუთნის. ბლოგი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა საჭირბოროტო თემების გარჩევას მოიცავს, ასევე რელიგიას და ქართული დიასპორის საეკლესიო ცენტრებთან ინფორმაციის გაზიარებას. ის ამბობს რომ ემიგრანტად ყოფნა ძალიან მწარეა, როდესაც მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოსა და ოჯახს. ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 02 07 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 7 ივლისის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

იუსტიციის სახლში აქცია დაიწყო 02 07 19

ფოთში, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. როგორც იუსტიციის სახლში განაცხადეს, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. უწყების ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა 3 020 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა. მათგან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 630 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული.

იხილე მეტი
სიახლე 

ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარების მორიგი წარმატება 01 07 19

ბათუმში, სასტუმრო “ეუფორიაში” დაგეგმილ საერთაშორისო სპორტული ცეკვების ფესტივალზე პროფესიონალ მოცეკვავებთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტის “ბავშვთა ცენტრის”აღსაზრდელებიც ასპარეზობდნენ, რომლებიც ამჯერადაც პირველი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ერთწლიანი პროექტი, რომელიც ფონდი “ქველმოქმედი 2015″-ისა და სტუდია”ბუმის” ერთობლივი მხარდაჭრით განხორციელდა, აღნიშნული ბენეფიციარების რიგით მეოთხე გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია რომ, ფონდი ქველომოქმდის მიერ 4 წლის მანძილზე 10-ზე მეტი სოციალური პროექტი განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 01 07 19

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ფოთში გამოცდები N3 საჯარო სკოლაში ორ სესიად მიმდინარეობს. პირველი სასესიო რეგისტრაცია 08:00 საათზე, მეორე კი 14 საათზე დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ განაცხადა, ფოთის საგამოცდო ცენტრი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არის საჭირო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს ფოთის საგამოცდო ცენტრში 1 043 აბიტურიენტი, მათ შორის 350 ფოთელი დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

იხილე მეტი