სიახლე 

ფოთში, ხელთნაკეთი თოჯინების საქალაქო კონკურსი ჩატარდა 22 05 19

ფოთში პირველად, ხელთნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ინიციატივით შედგა. კონკურსში 8 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოება, პირველ ივნისს, ცენტრალურ პაკში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება. ღონისძიების მიზანია, მოზარდთა შემოქმედებითი უნარების, ფანტაზიის სტიმულირება, შრომითი ჩვევების დანერგვა და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, 45 წლის მამაკაცი ტბაში დაიხრჩო 22 05 19

ფოთში, გუშინ ღამით გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მაშველებმა მისი ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მობილიზებული იყო პოლიცია. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პოეტი ნენე კორიშელი გაიხსენეს 21 05 19

საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში, ფოთელი პოეტის, ნენა კორიშელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას, სახელწოდებით „ლექსები, მსგავსი ცხოვრების“ პოეტი ზოია გრაფიშვილი უძღვებოდა. ჟურნალ „ორნატი“-ს წევრებმა მოიგონეს ქალბატონი ნენა და ისაუბრეს მის შემოქმედებაზე. მესამე ბიბლიოთეკის ფილიალთან არსებული ლიტერატურული სალონის წევრებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს სკოლებში ბოლო ზარი დარეკეს 21 05 19

2018-2019 სასწავლო წელი დასრულდა. საჯარო და კერძო სკოლებში 350 მოსწავლისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ფერადი წარწერებით და უამრავი კეთილი სურვილით, აჭრელებული თეთრი პერანგებით თავმომწონე მე-12 კლასელები სკოლის კედლებს, კლასს, მერხს და მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. მე-12 კლასელებმა აღნიშნეს, რომ დღეიდან დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მზად არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს პირველ კლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო 21 05 19

პირველ კლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო და დღეიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდნენ. სკოლებში პირველკლასელთა დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. სკოლებში გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია ანუ, IV ეტაპისთვის დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში საპრემიერო ჩვენება ანშლაგით გაიმართა 20 05 19

19 მაისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. „მომკალ, მომკალ“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ორი ხანდაზმული მეზობლის, ქვრივი ქალბატონების მარტოობის და გაუცხოების პრობლემას მოგვითხრობს. რეჟისორი მწარე სარკაზმით და ტკივილნარევი იუმორით გვაჩვენებს, თუ როგორი რთულია სიმარტოვე. საზოგადოების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიეს. ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლი, თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რამაზ იოსელიანმა დადგა. სპექტაკლში მსახიობები, ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა მონაწილეობენ. სპექტაკლის მხატვარი ანანო დოლიძეა, ტექნიკური რეჟისორი კი ეკა კულუა.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმრები არიან ფოთის მუზეუმის დირექტორი და არქეოლოგები 20 05 19

კურსორის სტუმრები არიან კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორი ელენე გაბლიანი, არქეოლოგები, დავით ნასყიდაშვილი და ემანუელ ინტალიატა.

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ფესტივალი „მაისი 2019″ დასრულდა 20 05 19

საჭადრაკო ფესტივალი „მაისი-2019″ დასრულდა, ფესტივალის ფარგლებში ღია ტურნირი, ასევე შეჯიბრი 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ფესტივალი კლასიკურ ჭადრაკში შვეიცარიული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობდა. ღია ტურნირის გამარჯვებული საბა ჩიკვაიძეა. 7 წლის ვაჟთა შორის პირველი ადგილი ანდრია კაკულიამ დაიკავა. 7 წლის გოგონთა შორის პირველი ადგილის მფლობელი სენაკელი თამარ გეგია გახდა. გამარჯვებულები დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის მიზანი, ნიჭიერ მოჭადრაკეთა გამოვლენა და ჭადრაკის პოპულარიზაციაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა 20 05 19

ფოთში, ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. ქალაქის ქუჩებში კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო, რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკთან დასრულდა, რის შემდეგ პროექტი – ,,ღამე მუზეუმში“ ჩატარდა. ის კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ პარკში, ფოლკლორული ანსამბლის წევრები და სახელოვნებო ცენტრთან არსებული კოლექტივი ეროვნულ სამოსში გამოწყობილნი შეიკრიბნენ. პროექტი „მუზეუმი, როგორც კულტურული ჰაბი – ტრადიციის მომავალი“ XIX-XX საუკუნეების ქალაქის ისტორიის გაცოცხლებას თეატრალიზირებული სანახაობით და ფოლკლორით ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

u19 “კოლხეთი-ტორფედო ” 2 : 2 20 05 19

19 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მორიგ ტურში, ფოთის „კოლხეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. მატჩი, სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე ე.წ. მალანიას სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა ფოთელთა უპირატესობით დაიწყო და მათ მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს. თუმცა, მეორე ტაიმში, „კოლხეთმა“ დაცვითი ტაქტიკა აირჩია და „ტორპედოს“ თამაშის სადავეები დაუთმო, რითაც ქუთაისელებმა ისარგებლეს და ანგარიშის სხვაობა შეამცირეს, ხოლო მსაჯის მიერ დამატებული დროის მიწურულს, მეორე გოლიც გაიტანეს. საბოლოოდ, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა,რამაც ფოთის გუნდის გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია. მათი მტკიცებით, „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა გოლი მაშინ გაიტანეს, როდესაც დამატებითი დრო ამოწურული იყო და მსაჯს თამაში დროულად უნდა დაესრულებინა. სატურნირო ცხრილში „კოლხეთი“…

იხილე მეტი