სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა 22 11 18

საკრებულოს 21-ე სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა წარმოადგინა, რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ, გრანტის მიღებაზე და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას ეხებოდა. მეორე საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი,შენიშვნებით დაუბრუნდა, რომელშიც ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული. ფრაქცია „კოლხეთის“ თავმჯდომარემ, მია ჩხარტიშვილმა, ფრაქციის მიერ შემუშავებული ინიციატივები წარმოადგნა, რომელიც მისი თქმით მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რადგან ბიუჯეტი ძალიან მწირია და აქცენტი პრიორიტეტებზე უნდა გაკეთდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ბრიფინგი მოაწყო 22 11 18

„გაერთიანებული ოპოზიციის “ ფოთის სააჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგზე ანონიმური წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით დაუდგენელმა პირმა ოფისის კარებთან დატოვა. წერილში წერია, რომ პორტში იძულებით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხელმოწერებს აგროვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით იმუქრებიან. დარეჯან ცხვიტარია ამბობს რომ მსგავსი ფაქტი ყველა სამსახურში ხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

23 ნოემბერს ფოთის ოპოდრომზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება 22 11 18

ხვალ, ფოთის იპოდრომზე, საცხენოსნო შეჯიბრი ორ სახეობაში, კონკურში და დოღში გაიმართება. სადაც ფოთის მეზობელი ქალაქების გარდა, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საუკეთესო მხედრები მიღებენ მონაწილეობას. სპორტსმენები, შერეულსისხლიანი ქართული ჯიშის ცხენებით, ასევე მაღალსისხლიანი ცხენებით იასპარეზებენ. გამარჯვებული მონაწილეები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. შეჯიბრი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით და საცხენოსნო სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ნიკო ნიკოლაძეს დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

რუსთაველის რკალზე ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა 22 11 18

რუსთაველის რკალზე, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ოპელის ფირმის მანქანა ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა, თუმცა ინციდენტის გამო გზაზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. შსს ინფორმაციით, ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად ველოსიპედისტი მსუბუქად დაშავდა. დაზარალებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის მიერ, ჰოსპიტალიზებული იქნა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

თოჯინების სპექტაკლი ფიროსმანის პრემიერა გაიმართება 21 11 18

აქტიური საგასტროლო ჩვენებების შემდგომ, ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დღეს თეატრის სარეპეტიციო დარბაზში, თოჯინური სპექტაკლის „ფიროსმანის“ გენერალური რეპეტიცია გაიმართა. 22 და 24 ნოემბერს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში, სპექტაკლის პრემიერა შედგება, რომელიც მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლისათვის არის გათვლილი. როგორც სპექტაკლის რეჟისორმა, ელენე მაცხონაშვილმა აღნიშნა, თოჯინური დადგმა შემეცნებითი ხასიათისაა, მისივე თქმით, ახალგაზრდა მსახიობები შეეცადნენ, ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე თოჯინების საშუალებით კიდევ ერთი ახალი მითი გაეცოცხლებიათ. სპექტაკლში, ფოთის თეატრის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი ჯგუფის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ანა ანდღულაძე, ირაკლი კვერღელიძე, ალიკა ცეკვაშვილი და ნიკა კვარაცხელია მონაწილეობენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ფოთის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტი 160 წლისაა 20 11 18

ფოთის ნავსადგური 160 წლისაა ფოთის ნავსადგურს დაარსებიდან 160 წელი შეუსრულდა, ის საქართველოს პირველი ნავსადგურია შავ ზღვაზე. რომელიც 1889-1905 წლებში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შენდებოდა. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში დაცულია 1860 წლით დათარიღებული წიგნი, სადაც 1858 წელს იმპერატორის მიერ გაცემული ყველა ბრძანება არის გამოქვეყნებული, მათ შორის ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების ბრძანება. როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიცით, 1804 წელს ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ საუბარი ოფიციალურად დაიწყო. სპეციალისტები რიონის შესართავთან არსებული მიდამოების გამოკვლევას შეუდგნენ და საფუძველი ჩაეყარა ნავსადგურის მშენებლობის საქმეს. 1858 წლის 18 ნოემბერს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და სწორედ ამ დროიდან ფოთის…

იხილე მეტი
სიახლე 

შეჭრვებულებზე დახმარების გაცემისას ფოთში ინციდენტი მოხდა 20 11 18

ფოთში, მალთაყვის უბანში, ადგილობრივებმა მეორადი ტანსაცმლის ფუთები თვითნებურად მიისაკუთრეს. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი ჭიდაობის დარაზში იყო მოთავსებული. ადგილობრივებმა კარები შეანგრიეს და ფუთები გაინაწილეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დავით გოგოხია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასწარ შედგენილი სპეციალური სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა ეს ფუთები , რამაც სხვა პირების აღშფოთება გამოიწვია. ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, მუნიციპალიტეტი მეორადი ტანსაცმლის დარიგებას მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ახორციელებს, რასაც საარჩევნო კამპანიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

იხილე მეტი
სიახლე 

მინისტრებმა ფოთის რეაბილიტირებული წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი დაათვალიერეს 19 11 18

ფოთში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდნენ. მათ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეაბილიტირებული წყალმარეგულირებელი ჰიდროკვანძი დაათვალიერეს. როგორც მინისტრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, დასრულდა სამუშოების პირველი ეტაპი. კერძოდ, კაშხლის ფარებზე მოხდა მექანიკური ნაწილების აღდგენა და განახლება, ახლით შეიცვალა ამორტიზებული ელექტროტექნიკა, გარემონტდა წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.ხოლო თებერვლის თვიდან განახლდება შენობის შესწავლა, რის მიხედვითაც მოხდება დამატებითი სამუშაოების დაგეგმვა.  

იხილე მეტი
სიახლე 

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი ფოთში 19 11 18

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი ფოთში გუშინ საღამოს გაიმართა. სცენა იუსტიციის სახლის წინ იყო დამონტაჟებული. მაყურებლის წინაშე ქართული ესტრადის ცნობილი სახეები, ძველი და ახალი რეპერტუარით წარდგნენ. კონცერტი,იუმორისტ ბესო ბერულაშვილს მიჰყავდა. სალომე ზურაბიშვილის მხარდსაჭერი კონცერტები, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში იმართება.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელები არჩევნების პირველ ტურის შეფასების და მეორე ტურში მონაწილეობის შესახებ 16 11 18

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება. მიიღო თუ არა, საზოგადოებამ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა, როგორ ჩატარდა არჩევნები, დააფიქსირებენ თუ არა მეორე ტურის არჩევნებში საკუთრ არჩევანს და რას ელოდებიან სამომავლოდ არჩევნების შემდეგ, – ამ კითხვებით დღეს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ ფოთის მოსახლეობას მიმართა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა, ნაწილის აზრით კი არჩევნები გაყალბდა და იგივე მოლოდინი აქვთ მეორე ტურშიც. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა უმრავლესობა მზად არის საკუთარი არჩევანი ისევ დააფიქსიროს

იხილე მეტი