სიახლე 

ბაღებში ახალი კოვიდ რეგულაცები დაწესდა 15 12 21

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები დაწესდა.ფოთის ბაღების გაერთიანების უფროსის მაკა ზარანდიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები უახლოეს დღეებში ფოთშიც ამოქმედდება,რომლის თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ბაგა-ბაღებში Covid-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. რეკომენდაციები მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაღებში.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 15 12 21

“ფაიზერი”: კოვიდ-19-ის აბების ეფექტურობა 90%-მდეაკომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ მის მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბების ეფექტიანობა, მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 90%-ამდეა: როგორ პასუხობს დასავლეთი კრემლის მუქარას – ინტერვიუ ფილიპ ბრიდლოვთან.

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორი”-ს სტუმარია : ფოთის უშუს კლუბ ,,ფაზისი”-ს ხელმძღვანელი ვასილ დუნდუა

თბილისში, საქართველოს უშუს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ფოთელმა უშუისტებმა 17 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს ,კურსორის სტუმარი: ფოთის უშუს კლუბ ,,ფაზისი’’-ს ხელმძღვანელი ვასილ დუნდუა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო სამზადისი დაიწყო. 14 12 2021

ფოთში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქის ქუჩებში ფერადი განათებების დამონტაჟება მიმდინარეობს. ფოთის პორტმა ქალაქს 23 მეტრი სიგრძის ნაძვისხე საჩუქრად გადმოსცა, რომელიც თეატრის მიმდებარედ განთავსდება, აქვე იგეგმება საშობაო სოფლის მოწყობა და წინასაახალწლო ღონისძიებები, მათ შორის ფოთელი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვება. ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის თქმით, კულტურის სამსახური მოქალაქეებს, საახალწლოდ საინტერესო ღონისძიებებს ჰპირდება. აღსანიშნავია,რომ საახალწლო ნაძვის ხე ფოთში 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში აინთება.

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი, განათლების მხარდაჭერას და მასწავლებლებზე ზრუნვას განაგრძობს 14 12 21

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს სკოლების დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას. ამასთან, ლიბერთი მასწავლებლებს შესთავაზებს განსაკუთრებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორის, სპეციალურ განვადებას, საკრედიტო ბარათების ახალ სერიასა და მასწავლებლის ბარათს შესაბამისი პირობებით. საკრედიტო ბარათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე 15 დეკემბრიდან  იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში ,,ომიკრონი’’-ს საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ 14 12 21

საქართველოში ,,ომიკრონი’’-ს საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ,თუმცა ამ ეტაპზე დადასტურება არ ფიქსირდება. რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ იმ შემთხვევაში თუ ,,ომიკრონი’’ საქართველოში  დადასტურდა და რამდენად საშიშია ის კორონავირუსის დელტა შტამთან შედარებით?! აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით ეპიდეიოლოგი ნინო ჭანტურია საუბრობს,მისი განცხადებით: ვაქცინაციაა ერთადერთი გზა რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც ის აღნიშნავს :ამ ეტაპზე  ფოთის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია აცრილი და თუ არ მოხდა მოსახლეობის ვაქცინაციაში აქტიურად ჩართვა,  მაშინ ჯანდაცვის სექტორი ,,ომიკრონი’’-ს გამოწვევას ვერ გაუძლებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთი-1913 მეორე ლიგაში ვერ გადავიდა 13 12 21

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე play-off-ის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთი 1913 საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს” დაუპირისპირდაგამარჯვების შემთხვევაში ფოთის გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდებოდა, თუმცა შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდი შემდეგ ლიგაში ვერ გადავიდა.აღნიშნულ ფაქტს, მაყურებლების უკმაყოფილება და სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ფოთელი მაყურებლის გაღიზიანება მსაჯის ქმედებებმა გამოიწვია, მათ მომხდარში მსაჯები დაადანაშაულეს და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა 13 12 21

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სინოდალური კომისიის მიერ დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა.,,თუ ამ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო აეკრძალა საკითხის განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვიცი, მისი ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საზღვრები” – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადამისი თქმით, მღვდელმთავრის არასასურველ კონტექსტში მოხსენიება მოსაწონი არ არის. მეუფე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება სინოდის პრეროგატივაა.შეგახსენებთ რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, სინოდურმა კომისიამ მღვდელმსახურება აუკრძალა, დეკანოზი სინოდური კომისიის წევრებს რჯულის კანონის უცოდინარობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ…

იხილე მეტი