სიახლე 

უსაფრთხოა თუ არა ფოთის ზღვაზე ბანაობა 10 07 18

ფოთის ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა,- ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ ფოთის  ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა განუცხადა. გია რუხაძის თქმით,  წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება. ზღვის  წყლის სინჯების    აღება  თვეში ორჯერ ხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის 6 თვის ანგარიში 10 07 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ 2018 წლის 6 თვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა. ანგარიშებით მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები და ა(ა)იპების წარმომადგენელები წარსდგნენ. მერის პირველმა მოადგილემ მამუკა პაპასკირმა მის საკურატორო სფეროში შემავალი, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა მუშაობის შედეგები შეაჯამა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ, თავის გამოსვლაში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. მანვე დადებითად შესაფასა ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის“ მუშაობა. ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის შესრულებულ სამუშაოებზე დირექტორის მოადგილემ ვერიკო ლაღიძემ ისაუბრა. მან გეგმური სამუშაოებთან ერთად, დასუფთავების მოსაკრებლიდან შემოსავლების ზრდაზე, უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სათანადო ინვენტარით…

იხილე მეტი
სიახლე 

12 აგვისტოს ფოთში ,,კეფალის ფესტივალი” ჩატარდება 10 07 18

ფოთში წელს პირველად „კეფალის ფესტივალი” გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ოფიციალური სამზადისი დღეს დაიწყო. კერძოდ, შეიღება და განახლდა ფოთის სიმბოლო რუსთაველის რკალზე. კეფალის ფესტივალი 12 აგვისტოს ჩატარდება. მთავარი ღონისძიება იქნება საქართველოში ერთადერთი, საქალაქო მასშტაბის და ფოთისთვის უკვე ტრადიციული თამაში – არგო ქვესტი. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში, შემდეგი ღონისძიებები გაიმართება: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, შეჯიბრი წყლის თხილამურებში, პლაჟის თამაშობები, სხვადასხვა საფესტივალო აქტივობები, საბავშვო ზონა, თევზის დაგემოვნება და საზეიმო კონცერტი. ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ფოთის ცენტრალურ პარკში (ქვესტი), ოქროს ტბაზე და მალთაყვას სანაპიროზე. ფესტივალის მიზანია, ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე  და ამით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეროვნული გამოცდები გრძელდება 09 07 18

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებდნენ. როგორც ფოთის საგამოცდო ცენტრი ხელმღძვანელი, გოჩა ქორქია აცხადებს, ინგლისურსა და რუსულ ენაში გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის მშენებლობა იწყება 09 08 18

ფოთში სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის მშენებლობა იწყება. როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ განაცხადა, მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყება, რომლის ღირებულებაც 14 500 136 ლარზე მეტს შეადგენს. რაგბის სტადიონის მიმდებარედ, საცურაო აუზის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა 09 07 18

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა. ცენტრი აღიჭურვა, როგორც უახლესი ციფრული აპარატურით, ისე საყოფაცხოვრებო ინვენტარით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად ახალი ობიექტი საზეიმოდ გახსნა. ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის რაიონულ სამსახურს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა 06 07 18

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს რამდნიმე დღის წინ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რის გამოც, მან გუშინ პროტესტის ნიშნად, ავტომობილი დაწვა. როგორც „ მეცხრე ტალღას“ შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსმასახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება“) დაიწყო. ფაქტის ამსახველი ფოტო „მეცხრე ტალღას“ ერთ-ერთ თვითმხილველმა მოაწოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეროვნული გამოცდები გრძელდება 06 07 18

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებდნენ. როგორ მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი ფოთის მესამე საჯარო სკოლაში დეტალები ნახეთ სიუჟტეში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის მეორე ეტაპი გურიაში 06 07 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება – გურიაში გამართულ შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა შეაჯამეს და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინიდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს,პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება. სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით…

იხილე მეტი