სიახლე 

ბელა ალანიას პოეზიის საღამო ფოთში 05 07 18

დღეს ფოთში კულტურის სახლში ბელა ალანიას  შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც მისი მეგობარი პოეტები  მაია ხოფერია, თემურ ცერცვაძე და ჯუბა ღებელი ღებულობდნენ მონაწილეობას. საღამოზე პოეტმა ბელა ალანიამ მისი ახალი კრებულის პრეზენტაცია გააკეთა და შემოქმედებიდან მაყურებელს რამდენიმე ლექსი წაუკითხა. ბელა ალანიას შემოქმედებითი საღამო ხვალ 6 ივლისს. ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში , 5 საათზე გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კინო ჩვენებები გაიმართება 05 07 18

ქალაქ ფოთის მერის ინიციატივით 6 ივლისიდან, სახელოვნებო ცენტრი გთავაზობთ ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას უფასო კინო ჩვენებას. სადაც დიდ ეკრანზე თქვენ შეგიძლიათ უყროთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ანიმაციურ, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ქართული გახმოვანებით.გაცნობებთ რომ აგვისტოს თვის განრიგი მაყურებელს შეუძლიათ თავად შეადგინოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთის ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია 04 07 18

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი  სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ” კოლხეთი 1913″-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას. უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ “კოლხეთი 1913”-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ემუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე “კოლხეთი 1913”-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორისმახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ტრენინგი პედაგოგებისთვის ფოთში 04 07 18

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის მხარდაჭერით, კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიულ უნარებში ორ დღიანი ტრენინგი უტარდებათ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანიაღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს 04 07 18

ფოთში, ნაბადის უბანში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გათიბივისა და გარე განათების სამუშაოები ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

“ხამსიშვილების” შემაჯამებელი შოუ-პროგრამა ფოთში 03 07 18

ქ. ფოთის სახელოვნებო ცენტრთთან არსებულმა ნორჩ-იუმორისტთა ჯგუფმა ,,ხამსიშვილებმა“ გუშინ ფოლკოლორის ცენტრში საზაფხულო შოუ-პროგრამა წარადგინეს. მაყურებლის წინაშე ღონისძიების მონაწილეებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს და მათი მოწონებაც დაიმსახურეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საერთაშორისო ფესტივალი “კავკასია-2018” გაიხსნა 3 07 18

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით და ფოთის მერიის თანამონაწილეობით, 2-ივლისს საერთაშორისო ფესტივალი ,,კავკასია 2018“ დაიწყო. მასში აშშ-ის, ესტონეთის, უკრაინის, ბელერუსიის, რუსეთის, სულ 8 ქვეყანის 30 შემოქმედებითი კოლექტივი იღებს მონაწილეობას. ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალი ფოლკლორული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ფესტივალი ნიკოლაძის ძეგლიდან ცენტრალურ პარკამდე მსველობით დაიწყო რის შემდგომაც პარკში, გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საერთაშორისო ფესტივალი “კავკასია 2018“ წელს მერვედ ტარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის რეგატა აკადემიურ ნიჩბოსნობაში 02 07 18

მიმდინარე წლის 1 ივლისს, მდინარე რიონზე გაიმართა ქალაქ ფოთის რეგატა აკადემიურ ნიჩბოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა თბილისის, ქუთაისის, მცხეთისა, და ფოთის ნაკრების გუნდებმა მიიღეს. ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ნიჩბოსნობის კომპლექსური სასპორტო სკოლის ნიჩბოსნებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „ კოლხურ – ლაზური ფესტივალი“ ჩატარდა 02 07 18

29-30 ივნისს ფოთში „ კოლხურ – ლაზური ფესტივალი“ ჩატარდა. აღნიშნულ ფესტივალში, რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობა ადგილობრივმა და რეგიონებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა მიიღეს.  

იხილე მეტი
სიახლე 

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „კავკასია 2018“ ფოთში 02 07 18

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „კავკასია 2018“ იწყება. დღეს ფესტივალის მონაწილეებს, რომლებიც სხვადასხვა ქყვეყნებიდან ჩამოვიდნენ, ფოთის მერიაში გოჩა კურდღელია შეხვდა. „კავკასია 2018“, საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ორგანიზებით, წელს მერვედ ტარდება.

იხილე მეტი