სიახლე 

ფოთში საქართველოს პირველობის კალენდარული მატჩი კალათბურთში გაიმართა 19 06 18

17 ივნისს ქალაქ ფოთში საქართველოს პირველობის კალენდარული მატჩში კალათბურთში 14 წლამდელთა შორის გაიმართა. ერთანეთს ფოთის ,,ირაო’’ და ბათუმის ,,ბათუმი’’ დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით ანგარიშით 58:80 დასრულდა. რაც შეეხება 12 წლამდელთა შორის მატჩს, ფოთის ,,ირაო’’ ოზურგეთის კალათბურთელთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე გუნდი 56:28 დაამარცხა.  

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში 19 06 18

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში  საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. მაყურებლის წინაშე მათ რამდენიმე ნომერი წარადგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.  

იხილე მეტი
სიახლე 

,,მოდი გავიცნოთ ერთმანეთი”- სოფო კორტავას სადებიუტო წიგნი 19 06 18

„ მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“- ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ფოთის სტამბა “ირიდაში“ უკვე დაიბეჭდა და მას მკითხველი უახლოეს პერიოდში წაიკითხავს. წიგნის ავტორი სამაუწყებლო კომპანია “მეცხრე ტალღის” ჟურნალისტი და ფონდ “ქველმოქმედი 2015-ის” საპატიო წევრისოფო კორტავაა. იგი ამჟამად გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში საწავლო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მიმართულებით სწავლობს. ჟურნალისტის სადებიუტო წიგნში შესულია მინიატურები და მოთხრობა „პიტნის ჩაი“. იგი მკითხველს სწორედ ემიგრაციაში დანახულსა და განცდილს, ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ცოცხალი სურნელითა და მსუყე, მიმზიდველი ფერებით გადმოსცემს. წიგნის ავტორი ქალაქს ივლისის თვეში გერმანელ მეგობრებთან ერთად ეწვევა. წიგნის პრეზენტაცია კი 17 ივლისს ფოთში, რესტორან ” ძველი გემის ” ტერიტორიაზე…

იხილე მეტი
სიახლე 

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი ფოთში 18 06 18

16 ივნისს „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ სასკოლო ლიგის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ფოთის მე-3, მე-4 , მე-7 საჯარო სკოლები და ორი დამოუკიდებილი გუნდი დაუპისპირდა. გამარჯვებული გუნდი მე-7 საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულმა გუნდის წევრებმა ფოთის საკრებულოს მიერ დაწესებული ფულადი პრიზი 500 ლარი მიიღეს, რომლის ნაწილიც მათ ლეიკემიით დაავადებულ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს გადაურიცხეს. სასკოლო ლიგის ჩემპიონატი სახელოვნებო ცენტრში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის მ.ს.კ-ის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფოთში 15 06 18

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე  სამუშაოები  რუსთაველის რკალის მიმდებარედ მიმდინარეობს, სადაც ძველი ბორდიურების ნაცვალად, ახალი ფილები იგება. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მ.გ.მ“ აწარმოებს. სამუშაოებისთვის,  რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება,  რეგიონული  განვიათრების ფონდიდან   365 000 ლარზე მეტი გამიყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა 15 06 18

დღეს  საქართველოს მასშტაბით  კერძო და საჯარო სკოლებში  2017-2018  სასწავლო წელი დასრულდა.  ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით,  საზაფხულო  არდადეგები 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. გოჩა ქორქია ასევე გამოემხაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ მიღებულ გადაწყევტილებას, რომლის მიხედვითაც   სასკოლო ექსკურსიებზე ტრანსპორტზე კონტროლი  მკაცრდება. ფოთში სულ 11 საჯარო და 2 კერძო  სკოლა ფუნქციონირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ თხილის კულტურა აზიური ფაროსანასგან 15 06 18

თხილის კულტურის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კომბინირებული წამლობა – როგორც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ასევე მცენარის სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად. ამის შეახებ სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა აბაშაში, ერთ-ერთი ფერმერის პლანტაციაში სტუმრობისას განაცხადა. ნიკა მესხის თქმით, შესაბამისი შეწამვლითი ღონისძიებებით, შესაძლებელია ,მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნება. თავის მხრივ, ფერმერებმაც აღნიშნეს, რომ სოფელში უწყების რეკომენდაციებს იცავენ და წამლობაც უკვე მეოთხედ განახორციელეს.აღსანიშნავია, რომ სეს-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით,   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155   ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით – 4 000-მდე ჰექტარი. აზიური ფაროსანას…

იხილე მეტი
სიახლე 

გურიაში აზიური ფაროსანას წამლობის პირველი ეტაპი დასრულდა 15 06 18

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გურიის რეგიონში შეწამვლით ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნეებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე შეწამლულია 20 ათას ჰექტრამდე ფართობის – საკარმიდამო მიწები, ასევე მოიზიდე და მოკალის პრინციპით 8 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის პირები. ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება აზიური ფაროსანას გავრცელებასთან პირდაპირ კავშირშია, სპეციალისტი მავნებლის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას პროგნოზირებს, ნინო შეწირულის თქმით, აზიური ფაროსანას აქტივობის…

იხილე მეტი
სიახლე 

სეს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა 15 06 18

აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – დასავლეთ საქართველო, მავნებლის რაოდენობა კი, წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული. ამის შესახებ აბაშაში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა განაცხადა. ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, უწყებამ მავნებელთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. ჩეკურიშვილის განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან გამკლავება პროცესში  მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხერხდა. სეს-ის უფროსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა და ფერმერებმა მომავალშიც კოორდინირებულად იმოქმედონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 7-კაცა რაგბიში ტურნირი გაიმართება 15 06 18

16 და 17 ივნისს 7 კაცა რაგბიში ტურნირი გაიმართება. აღნიშნული ტურნირი, რომელიც ფოთის რაგბის 20 წლის იუბილეს უკავშირდება, რამდენიმე ქალაქის რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „კოლხი რაინდები“ გულშემატკივრებს პარკი არენაზე ეპატიჟება. ტურნირი ქალაქ ფოთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილე მეტი