სიახლე 

ფოთელი მეთევზეები გარემოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდნენ 16 05 18

დღეს საქართელოს მეთვზეთა კლუბის თავმჯდომარის შოთა კვარაცხელიას ინიციატივით, ფოთის მეთევზეთა კლუბის „ფაზისის“ წარმომადგენლებისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ფოჩხუას შეხვედრა გაიმართა . შეხვედრის ორგანიზებაში ჩართული იყო კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ბრაკონიერებთან ბრძოლის საკითხში, მეთევზეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილეს. ასევე განიხილეს თანამშრომლობის გეგმები და სამომავლო ღონისძიებები.     კოლხეთის ეროვნული პარკის დირექციის ინიციატივით გადაწყდა რომ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ტურნირი ნორჩ მეთევზეთა შორის, რომლის ორგანიზებაში თანამონაწილეობას საქართველოსა და ფოთის მეთვზეთა კლუბები მიიღებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ბორის ცაავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ფოთში 15 05 18

დღეს სამეგრელოს ქუჩზე მდებარე სტადიონზე ფოთის კოლხეთის ყოფილი ფეხბურთელის ბორის ცააავას სახელობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილებას ქ.ფოთის საფეხბურთო სკოლის 4-მა გუნდა მიიიღო მონაწილეობა , სადაც 1, 2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.საფეხბურთო სკოლის მენეჯერის განცახდებით აღნიშნული ტურნირი მომავალ წელს უფრო მაშტაბური იქნება.  

იხილე მეტი
სიახლე 

NATO-ს გემების ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებები ფოთში 15 05 18

ნატოს წარმომადგენელების ფოთში ვიზიტიძ ფარგლებში ნატოს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს დღეს ფოთის ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა უმასპინძლა სტუმრებმა ფოთის შუქურა დაათვალიერეს სპეციალურად მათთვის მოწყობილ კონცერტს დაესწრნენ და ქართული სამზარეულოს კერძები დააგემოვნეს

იხილე მეტი
სიახლე 

ჰომოსექსუალიზმის და ნარკოტიკების პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია ფოთში 15 05 18

დღეს ფოთის ცენტრალურ პარკში მოქალაქ ერთმა ჯგუფმა აქცია გამართა. მათი თქმით ფოთში იწყება ჰომოსექსუალიზმის და ნარკოტიკების პროპაგანდისა და პოპულარიზაციის წინააღმდეგი ბრძოლა. ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი აქციები პერიოდულად გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ნატოს გემების ვიზიტი ფოთში 14 05 18

ფოთში ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი 4 ქვეყნის- რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემების დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გემების კაპიტნებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ნატო საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

გაეროს მოდელირების ასოციაციის ფოთის რეგიონალური კონფერენცია გაიმართა 14 05 18

12-დან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ფოთის რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. დელეგატებმა და ხელმძღვანელობამ ერთმანეთს გააცნეს პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს პრობლემები და ისინი ერთ ჭრილში განიხილეს. საკითხის კიდევ ერთხელ გააზრებისა და დელეგატების მიერ საერთო შეხედულებების დაფიქსირების შემდეგ, კომიტეტმა დაიწყო რეზოლუციის წერა. რეზოლუციის, „ბლოქჩეინ სისტემის დანერგვა და მოსალოდნელი შედეგები მსოფლიო ეკონომიკაზე“,შედგენისას კომიტეტმა იხელმძღვანელა რეზოლუციამდელი სესიებით,თემის მიმოხილვითა და დაგროვილი ცოდნით. ანალოგიურად მოხდა სხვა თემების შესახებ რეზოლუციების მომზადებაც. აღნიშვნის ღირსია კომიტეტებში მიმდინარე გუნდური მუშაობა. საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ფოთის რეგიონალური კონფერენციის მონაწილეებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია…

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უწყებები გაერთიანდნენ 10 05 18

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში გარემოსდამცველებიც ჩაერთვებიან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდამცველებთან. ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. უწყების უფროსმა გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვისაა საჭირო და ამავდროულად, აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების საკთხების გათვალისწინება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა 10 05 18

 დღეს ფოთის საკრებულოს სხდომა გაიმართა დღისწესრიგით 2 საკითხი იყო განსახილველი I-ეხებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ზერაგიას ქუჩაზე მდებარე 2-ჰექტრამდე მიწის სარგებლობაში 3-წლის ვადით გადაცემას რომელზეც საცურაო აუზი და სპორტული დარბაზი უნდა აშენდეს II-საკითხი კი მალთყვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დანმტკიცება,აღსანიშავია რომ ორივე საკითხში პოზიცია და ოპოზიცია ერთ სულოვანი იყო და გადაწყვეტილებაც ერთხმად იქნა მიღებული.სხდომის ბოლოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხზე გააკეტეს განცხადება, ისინი თეატრის ექსპერტიზის ტენდერის ჩაშლას, პარკირების თემას, და ზებრა გადასავლელების საკითხის მოუწესრიგებლობას შეეხნენ.საკრებულოს მორიგი სხდომა სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტრატეგიული სწავლებლის ცენტრის ტრეინინგი ფოთში 10 05 18

9მაისს „ასოციაცია დიოსკურიას“ ოფისში „სტრატეგიული სწავლების ცენტრის“ წარმომადგენლებმა გასვლითი ტრენიგი გამართეს სახელწოდებით „თქვენი წარმატების ათერაპია“ , მათი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი და მიზეზი არის საზოგადოებაში დანერგილი პრობლემების გადაწყვეტა ხელშეწყობითა და მუშაობით. იმედოვნებენ რომ ისინი საზოგადოებაში არსებულ ძირითად პრობლემებს ერთმანეთთან კავშირითა და ხელშეწყობით მოაგვარებენ. „სტრატეგიული სწავლების ცენტრის“ წარმომადგენელის განცხადებით ეს პროექტი სხვა და სხვა ქალაქებშიც არის დაგეგმილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მეთევზეთა კლუბი შეიქმნა

15-მდე ენთუზიასტის ინიციატივით ფოთში მეთევზათა კლუბი ჩამოყალიბდა . ახლადშექმნილი კლუბის წევრებმა პირველივე აქტივობა ტერმინალებთან მდებარე ტბასთან ჩაატარეს და მისი სანაპირო დაასუფთავეს. აქციაში ფოთის სერვისების ცენტრიც ჩაერთო, რომელმაც შეგროვებული ნაგავის ტერიტორიიდან გატანა უზრუნველყო.
კლუბს შექმნის მთავარი მიზანი ყველასთვის მტკივნეული საკითხების გადაწყვეტისთვის ფოთელი მეთევზეების გაერთიანებაა.
გარემოს დაბინძურება, ბრაკონიერობა, თევზის სახეობების მრავალფეროვნების შენარჩუნება, ტურნირების მოწყობა, სპორტული თევზჭერის პოპულარიზება, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაში ფოთელი მეთევზეები აქტიურად ჩართვას აპირებენ
მეთევზეთა კლუბის წევრების განცხადებით უახლოეს დღეებში ტურნირი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება

იხილე მეტი