სიახლე 

ფოთში გამწვანების სამუშაოები გრძელდება

ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრის მიერ, რუსთაველის რკალის მიმდებარედ, დეკორატიული ბუჩქები, მარადმწვანე და მრავალწლიანი, 250-ზე მეტი ძირი კვიპაროსები, ნანდინა, განთხმული ხვია, ფოტინია და ევონიუსი დაირგო. სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობის განყოფილების უფროსის სანათა თოდუას თქმით, ნერგები ნიადაგისა და კლიმატური პირობების შესაბამისად იქნა შერჩეული.
გამწვანების სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩასა და 9 აპრილის ხეივანზეც მიმდინარეობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტების გამოფენა

ქალაქის ცენტრალურ პარკში, პროფესიული განათლების რეგიონული ფესტივალის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯის \”ფაზისი\”-ს ორგანიზებით პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დაინტერესებულმა პირებმა კოლეჯის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველ პროგრამაზე. ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლეთა ლიტერეტურული კონკურსი ფოთში

17 აპრილს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის „ჩვენი ენა ქართული“ იმპროვიზეული ტური გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსანტებმა წინასწარ მოუმზადებლად საინტერესო ჩანახატები შექმნეს.
ამისათვის, მიცემული სათაურების შესაბამისად უნდა მოახდინათ ძირითადი იდეის ფორმულირება, გადმოეცათ თავიანთი აზრი, პოზიცია და თემასთან დაკავშირებით ადგილზე იმპროვიზირებულად უნდა შეექმნათ მცირე მოცულობის ლიტერატურული ტექსტი.
კონკურსის მიზანი ქართული ენის მნიშვნელობისა და სიდიადის გაცნობიერება, მისი სიწმინდის დაცვა, შემოქმედებიოთი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენა და წახალისება იყო.
ნაშრომები შეფასდა 10ქულიანი სისტემით. შეფასების კრიტერიუმი იყო:
დავალების პირობის ადეკვატური გეგმა და გააზრება
შემოქმედებითობა და ორიგინალურობა
ენობრივი გამართულობა
ჟურიმ გამარჯვებულად ცნო მე2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი სალია, მე3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წოწონავა, მე5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკატერინე კვახაძე და მარიამ ბოლქვაძე, ასევე „გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმიჩიძე.

გამარჯვებულები ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაჯილდოვდებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არჩილ ხორავას 90 წლის იუბილე აღნიშნეს

,,ფოთის დღეები-2018\’\’-ის ერთ-ერთ შთამბეჭდავ იქცა ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში გამართული კონცერტი, რომელიც გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის არჩილ ხორავას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. საღამოს დაწყებამდე საზოგადოება დიდი ინტერესით გაეცნო ღვაწლმოსილი ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოგამოფენას. არჩილ ხორავას მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობასა და მრავალწლიან ნაყოფიერ მოღვაწეობაზე ისაუბრა სასწავლებლის დირექტორმა ლია ეჯიბიამ, ჩინებული შესრულებით გამოვიდასასწავლებლის შერეული გუნდი ეთერ დანელიასა და მაია წირღვავას ხელმძღვანელობით , ასევე ხალხურ საკრავთა ფოლკლორული ანსამბლი \”პირიმზე\” გია გურგენაძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც კომპოზიტორ რუსუდან ხორავას ნაწარმოებები შეასრულეს, ასევე ქალბატონ რუსუდანის სიმღერა ააჟღერა ქალთა ტრიომ, ხოლო ნორჩმა პიანისტმა, საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების ლაურეატმა ლიკა ცაავამ ჩვეული ხიბლით შეასრულა რუსუდან ხორავას საფორტეპიანო ნაწარმოები ,,ელეგია\’\’, რომელიც მამის ხსოვნას ეძღვნება, შესრულდა სალოტბარო სკოლის ბავშვთა გუნდის ფოლკლორული სიმღერა, იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით.

იხილე მეტი
სიახლე 

გურამ დოჩანაშვილი სტუმრად ფოთის №1 საჯარო სკოლაში

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი, კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდა. მწერალმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და თავისი შემოქმედების ირგვლივ ისაუბრა. თემები რომელიც მის პროზაში იკვეთება: სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა, დღესაც აქტუალურია. შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, კულტურისა და განათლების სფეროს მუშაკები ესწრებოდნენ
აღსანიშნავია რომ გურამ დოჩნაშვილს ფოთელებმა საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ნატოს საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა ფოთში

ნატოს დღეების ფარგლებში, 17 აპრილს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა ტორსტენ დერიკმა ჩაატარა, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება.ჩატარდება ლექცია-სემინარები და კონკურსები ნატოს თემაზე. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედადგოგებისთვის თბილისში დაგეგმილია სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდება რაგბის ტურნირი-„დადე ლელო ნატოსთან ერთად“, განხორციელდება ტრადიციული პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის-„ერთი დღე ჯარში“. ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.
მიმდინარე წელს,ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან. ნატოს დღეების ფარგლებში, გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში „ნატოს თასი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით, ზუგდიდში დაგეგმილია ნახატების გამოფენა.
ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოსთანამშრომლობისშესახებსაქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

მე- 6 საჯარო სკოლაში ფოთის საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. სადაც ნაბადის უბნის სხვა და სხვა პრობლემები განიხილეს. ამავე უბნის მაჟორიტარებმა სამსონ კუტალიამ და მალხაზ ფოჩხუამ მოსახლეობას ის გეგმები გააცნეს, რომლებსაც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს
შეხვდერაზე მწვავედ დაისვა რამაზი ბებიას საკითხი, რომელიც 7 წელია ლოგინსაა მიჯაჭვული. დედამისის დალი მესის განცხადებით ავადმყოფს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რის საშუალებაც შეჭირვებულ ოჯახს არ გააჩნია. მათ სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს იმის გამო რომ ბუნებრივი აირი შეიყვანეს. დალი მესხმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სტატუსის დასაბრუნებლად კომისიის ხელახალი მოწვევის და მათი პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარების დაპირება მიიღო,
საკრებულოს წევრებმა მე-5 საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც კუნძულის უბნის მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ქეთევან ჩეჩელაშვილის ნახატების გამოფენა

14 აპრილს დედაენის დღესთან და ქალაქის დღეებთან დაკავშირებით სახელოვნებო ცენტრის საგამოფენო სივრცეში ფოთელი მხატვრის ქეთევან ჩეჩელაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა.

მას ფოთისა და ხობის მიტროპლიტი გრიგოლი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებ

დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან, ფოთის საპატიო მოქალაქეების დააჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალ, გურამ დოჩანაშვილი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი, მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი რეზო ჭანიშვილი,სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ფოთელები:, ლევთერ ჭოჭუა, ლეილა ლოლუა, მარიკა ნადარაია, კესო კალანდარიშვილი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი, როინ(გულთაზ) მასხულია,ვახტანგ გვარამია და ვაგნერ მხეიძე, დააჯილდოეს. დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან, ფოთის საპატიო მოქალაქეების დააჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალ, გურამ დოჩანაშვილი, ქორეოგრაფ-ქორეოლოგი, მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი რეზო ჭანიშვილი,სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ფოთელები:, ლევთერ ჭოჭუა, ლეილა ლოლუა, მარიკა ნადარაია, კესო კალანდარიშვილი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი, როინ(გულთაზ) მასხულია,ვახტანგ გვარამია და ვაგნერ მხეიძე, დააჯილდოეს.

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ში, „ფოთის დღეები-2018“ისადმი მიძღვნილი, ღია ბლიც ტურნირი გამართა, რომელშიც კლუბის აღსაზრდელებთან ერთდ ზუგდიდიდან, სენაკიდან და ხობიდან მოწვეული მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას.ტურნირი ფიდეს წესებით ჩატარდა, და დათვლილ იქნა ფიდეს რეიტინგი ჩემპიონატში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, მედლები და თასები გადაეცათ

იხილე მეტი