სიახლე 

დღეს ფერმერ ქალთა ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა

დღეს ფერმერ ქალთა ასოციაციაში გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა რომლის მიზანი იყო ფერმერ ქალთა გაცნობა რომლებიც დაინტერესებულები არიან მცირე მეწარმეობით სასოფლო, სამეურნეო, საოჯახო მეურნეობის მოწყობით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი “სოხუმი“-ს საინფორამციო შეხვედრა ფოთში

დღეს ფოთის მერიის საკონფერენციო დარბაზში ფონდი სოხუმის თანამშრომლები ფოთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, შეხვედრის თემა დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და გენდერული პოლიტიკა იყო.

იხილე მეტი
სიახლე 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა “გეზრბენში“

დღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 9 აპრილის ხეივანზე შეჯიბრი გაიმართა ,,გეზრბენში’’ რომელშიც ქალაქ ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონები და ვაჟები ღებულობდნენ მონაწილეობას. გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები თასებით სიგელებით და მედლები დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სანიჩბოსნო ბაზა ინვესტიციის მოლოდინში

საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა ფოთში 2017 წლის 17 ივლისს ჩატარდა და ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამჟამად ფედერაციაში და ფოთში არსებულ სანიჩბოსნო კლუბებში. დეტალეი სიუჟეტში

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

16-დან 29-მარტამდე ბათუმში მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება ჭადრაკში. მასში მონაწილეობის მისაღებად ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები: აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა და დიანა ლომაია. დღეს გაემგზავრნენ მანამდე კი მწვრთნელებთან ინტენსიური მომზადება გაიარეს ჩემპიონატში მონაწილეობს ევროპის 35 ქვეყნის 320-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 200-ზე მეტი საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი.
30 მარტიდან კი ელენე წოწონავა და დიანა ლომაია ევროპის ქალთა ჩემპიონატში რაპიდსა და ბლიცში იასპარეზებენ, რომელიც თბილისში გაიმართება
მწვრთნელთა განცხადებით ევროპის გრანდებთან თამაში ჩვენს მოჭადრაკეებს დიდ გამოცდილებას შესძენს

იხილე მეტი
სიახლე 

ძველი მართვის მოწმობების ახლით შეცვლა 1-აპრილს დასრულდება

2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 აპრილამდე. მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვოს მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი 35 ლარი ასევე აღსანიშნავია, რომ იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2016წლამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიულიძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა. მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევასი თუ მოქალაქემ 1აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში 500ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. მოქალაქეები მართვის მოწმობის შესაცვლელად 2018 წლის 1აპრილის შემდეგაც არ ჩააბარებენ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ გამოცდას.

იხილე მეტი
სიახლე 

FLEX-ის პროგრამის კონკურსში ხუთმა ფოთელმა გაიმარჯვა

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე/
FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო
წელს ხუთი ფოთელი ახალგაზრდა გახდა ამ პროგრამის გამაჯვებული.
ესენი არიან
ანა სამურკასოვი, სალომე ახალაია, ალექსანდრე ნანეიშვილი, არჩილ გვასალია და დავით ვადაქარია.
მათი განცხადებით შესარჩევი კონკურსი საკმაოდ რთულია და ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმე ცდის სემდეგ მიაღწია წარმატებას. სწორედ კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარეს ფლექსის პროგრამის ფოთელმა გამარჯვებულებმა თანატოლებს ასოციაცია „დიოსკურიას“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მორაგბეეები ქუთაისელ თანატოლებთნ დამარცხდნენ

დღეს ფოთში „პარკი არენაზე“ ჭაბუკთა შორის „ბ“ ლიგის გარდამავალი ტურის მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს „კოლხი რაინდები“ და ქუთაისის „აია“ დაუპირისპირდნენ, თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და ანგარიში მინიმალური სხვაობით 12-ით 13-ი ქუთაისის „აიას“ სასარგებლოდ დასრულდა

იხილე მეტი
სიახლე 

აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების რისკი ყველაზე დაბალია

როგორია აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების რისკი? – სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ალბათობა მაღალი არ არის და განმარტავენ, რომ კახეთში მწერის დაფიქსირება მის გავრცელებას არ ნიშნავს.
ზურაბ ლიპარტია მავნებლის გავრცელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის, ასახელებს მწერის ბიოლოგიურ ბუნებას, ბაღლინჯოს ამ სახეობას ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. მის გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ სააქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.
სეს-ის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფარონას მიერ მოსავლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევები გასულ წელს არ დაფიქსირებულა. პროცესის მონიტორინგი წელსაც გრძელდება და ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, აზიური ფაროსანას წინაღმდეგ სახელმწიფო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება.
რისკების შეფასებისას ლიპარტია განმარტავს, რომ დასავლეთთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში ბაღებისა და პლანტაციების შეწამვლის მაღალი კულტურაა, ამასთან შესაწამლად მოსახლეობა იყენებეს ისეთ პრეპარატებს რომლებიც ბაღლინჯოზეც მოქმედებს.
აზიურიფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში საცხოვრებელ სახლებში კახეთშიც გხვდება.
მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. 2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხელბურთში დასრულდა

14 მარტს, ფოთში 9 აპრილზე მდებარე საკალათბურთო დარბაზში დასრულდა სკოლებს შორის ჩემპიონატი ხელბურთში. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს მეორე საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა. მათ ბოლო ტურში მერვე და მეთხუთმეტე საჯარო სკოლის გუნდები დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

იხილე მეტი