სიახლე 

მაია მიმინოშვილი ფოთელ აბიტურიენტებს შეხვდა

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ფოთში, მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში აბიტურიენტებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ აბიტურიენტების ინტერესები იყოს დაცული და გამომდინარე აქედან ფოთში და ოზურგეთში დიდი ალბათობით, საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება.
შეხვედრაზე ფოთელმა აბიტურიენტებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს დედის დღე მიულოცეს და ყვავილები მიართვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე15 სკოლის მოსწავლეებმა მარტო ხელა დედას საჩუქრები მიუტანეს

დღეს, მე-15 საჯარო სკოლის მე-9.ბ კლასის მოსწავლეებმა, მშვიდობის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მარტოხელა დედას, დედის დღე მიულოცეს, საჩუქრად პროდუქტები და სათამაშოები მიუტანეს.
აღსანიშნავია, რომ მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად ატარებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-5 საჯარო სკოლას ჟურნალისტები სტუმრობდნენ

პირველ მარტს ფოთის მეხუთე საჯარო სკოლას ორგანიზაცია, ‘’თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ 10-11 კლასის მოსწავლეებს , თაობებს შორის ურთიერთობის პრობლემების თემაზე ლექცია წაუკითხეს. შეხვედრაზე ორგანიზატორების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება მოხდა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა. ორგანიზაცია ‘’ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ მსგავს შეხვედრებს რეგიონის სხვა სკოლებშიც გამართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

“აბრეშუმის გზის“ მორიგი ტვირთი ფოთში

დღეს, საქართველოში აბრეშუმის გზის გავლით კიდევ ერთი სატვირთო შემადგენლობა ჩამოვიდა. ფოთის სარკინიგზო ტერმინალმა ჩინეთიდან გამოგზავნილი ტრანზიტული ტვირთი მიიღო. შემადგენლობა ჩინეთის ქალაქ ურუმქიდან წამოვიდა,და ყაზახეთის პორტიდან სარკინიგზო ბორანით ბაქოში ჩავიდა. ბაქოდან კი პირდაპირი სარკინიგზო ხაზით ქალაქ ფოთში. მოცემული ტრანზიტული ტვირთის საბოლოო დანიშნულებაა იტალიის ქალაქი ნეაპოლია, სადაც კონტეინერები ფოთის პორტიდან გემების საშუალებით გაიგზავნება. საქართველოში ჩამოსული ტვირთის საზღვაო გადაზიდვას ახორციელებს საკონტეინერო ხაზ COSCO SHIPPING LINES-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში შპს ,,ჯნს ჯორჯია’’. აბრეშუმის გზის პროქტის თანახმად 10.5 ათასი კილომეტრის სიგრძის მარშრუტი ტვირთმა 25 დღეში უნდა დაფაროს, რაც უმოკლესი დროა აზიიდან ევროპაში ტვირთის გადასატანად. მოცემული სატრანზიტო მარშრუტის ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე ქალაქ ფოთისათვის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკეებმა საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

ფოთელმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც თბილისში, 7,9,11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. მათ 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ხატია კუპრაძის წიგნის პრეზენტაცია

20 თებერვალს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლის ხატია კუპრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, წიგნი „ნაცსრიფერი ქალაქში“ მწერალმა მისი განცდები და ქალაქისადმი გულის ტკივილი გადმოგვცა.ლიტერატურულ შემოქმედებითი კლუბი „ჭალიკომი“ მომავალშიც გეგმავს მსაგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

საბჭოთა ოკუპაციის კვირეული

XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ოკუპაციის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემატური კონკურსები იმართება, დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული\”-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია-სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა იუნკერთა ხსოვნას საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, უკრაინის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მოლდოვის დაპირისპირების გმირების ხსოვნას. კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.საბჭოთა ოკუპაციის კვირეული საქართველოს მაშტაბით 21 თებერვალს იწყება და 25 თებერვალს დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტრატეგიული სწავლების ცენტრი „მენტორი“ ქალაქ ფოთში

სტრატეგიული სწავლების ცენტრი ,,მენტორი“ ქალაქ ფოთს ამჯერად მეხსიერების აკადემიასთან ერთდ ეწვია, ტრენინგი ჩატარდა თემაზე ,,გაიუმჯობესეთ მეხსიერება“. სწავლება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩატარდა,– მონაწილეები ტრენინგის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩრთულნი, ორგანიზატორების ინიციატივით სოციალურად დაუცველებს საშავალება მიეცათ უფასოდ გაიარონ სწავლების სრული კურსი და ამისათვის ორ ფოთელ მოქალაქეს ტრენინგში მონაწილეობის ერთ წლიანი ვაუჩერი გადაეცა.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიქატები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო სკოლაში ბლიც ტურნირი გაიმართა

ფოთის საჭადრაკო სკოლაში ბლიც ტურნირი გაიმართა, რომელშიც 20 -მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. დაძაბულ ბრძოლაში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა გიორგი გამზარდიამ, მეორე ადგილზე დავით კოდუა გავიდა, ხოლო მესამეზე-კახაბერ კიზირია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ხელბურთელი გოგონები დოჰაში მიემგზავრებიან

ქალაქ ფოთის მეორე საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდი „კოლხები“ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელიც კატარის დედაქალაქში დოჰაში გაიმართება.
გუშინ გუნდის წევრებსა და მწვრთნელს დარეჯან გეფერიძეს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია შეხვდნენ.
შეხვედრას საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი გოჩა გეგენავა და მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე და ფოთის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს დილით კი მე-2 საჯარო სკოლის ხელბურთელები საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრნენ , შემდეგ კი ისინი გულშემატკივრებმა ტაძრის ეზოდან გააცილეს.
ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „კოლხები“ საქართველოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზური, მათ, ქვეყანაში პირველებმა მოიპოვეს.
დოჰაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 21 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება. მასში 60 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდს საფრანგეთის, დანიისა და ხორვატიის გუნდებთან მოუწევს შერკინება.

იხილე მეტი