სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 8 იანვარი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაცით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ხვალ დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

იხილე მეტი

ფოთის მუნიციპალიტეტის „სერვისების ცენტრი“

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი აიპი _ „სერვისების ცენტრი“ პირველი იანვრიდან შეუდგა მუშაობას. ამავე დღეს სამსახურის ორგანიზებით ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობის ეზო დასუფთავდა. „სერვისების ცენტრის“ უფროსის მოადგილის, ვერიკო ლაღიძის განაცხადებით, მომავალში სხვადასხვა სერიოზული პროექტები განხორციელდება , შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი მკაცრად გაკონტროლდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა 05.01.17

ფონდი „ქველმოქმედი-2015“- სა და ნავსადგურთან არსებული სტუდია „თეთრი თოლიას“ ერთობლივი ინიციატივით,საქველმოქმედო შოუ-პროგრამა „ჯადოსნური ნაძვის ხე“ ჩატარდა.კონცერტზე შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებლებს, ეკატერინე ღვინჯილია- ბუკიასა და დავით კუჭუხიძეს გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის საახალწლო აქცია

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს მიულოცეს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას დღესასწაულებზეც 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ. ვიცე-მერმა მამუკა პაპასკირმა, მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ახალი წლის შემობრძანება პოლიციის სამმართველოს, სასწრაფო დახმარების, სამედიცინო დაწესებულება „ევექსის“, სახანძრო და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მორიგე ჯგუფებს პირადად მიულოცეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ფოთის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ მერის მესამე მოადგილედ გიორგი ფარეშიშვილი დაინიშნა.ის 1989 წელს არის დაბადებული , პროფესიით სამართალმცოდნე სოციოლოგია. ბოლო პერიოდში ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. როგორც ის ამბობს ახალ თანამდებობაზე იმიტომ დათანხმდა რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთების საშუალება ადამიანს სწორედ სახელმწიფო სტრუქტურაში ეძლევა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო კონცერტში “ბაბილინა“ მონაწილეობდა

ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების ბავშვები, ასევე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ მოწვეულები. კონცერტი პატარების საყვარელ ტელეწამყვანს „ბაბილინას“ ლევან მაშავასთან ერთად მიჰყავდა.მაყურებლის წინაშე სხვადსხვა მუსიკალური ნომრით სტუდიების: „ანა-ბანას“, „ენკი-ბენკის“, „გვირილების“ და „მზის გულის“ აღსაზრდელები გამოვიდნენ.
საახალწლო ღონისძიება ფოთის მერიის ინიციატივით გაიმართა.მოწვეულ პატარებს კონცერტის ბოლოს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 29 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე 31 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბის საიუბილეო ღონისძიება

ფოთის ფოლკლორის ცენტრში ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, ღონისძიებაზე 2017 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს. წლის საუკეთესო მოჭადრაკედ, ბოლო წლების მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი – დიანა ლომაია დასახელდა

იხილე მეტი