სიახლე 

ფოთში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

დღეს ფოთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, ქეთევან დედოფლის ხატი და ნეშტის ნაწილები ჩამოაბრძანეს.სიწმინდეები საკათედრო ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დაბრძანებული და მასთან მიახლოება მრევლსაც შეეძლება.ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა პარაკლისი გადაიხადა, დედოფლის წმინდა ნაწილები მოილოცა და ტაძარში შეკრებილები დალოცა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. 8 ნოემბერი, 2017

რამდენადაა შესაძლებელი აზიური ფაროსანა კახეთშიც გავრცელდეს – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი ამბობს, რომ მავნებლის თვისებებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველოში მისი გავრცელების შესაძლებლობა ვერ გამოირიცხება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საერთაშორისო ფესტივალი “ფაზისი“ დასრულდა

ფოთში ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ფაზისი“ გალა-კონცერტით დაიხურა. ფესტივალის მთავარი პრიზი ხულოს უხუცესთა ანსამბლ „ბერმუხას“გადაეცა.
საერთასორისო ფესტივალში საქართველოს, ბულგარეთის,ლატვიის, ყაზახეთის, ისრაელის სომხეთის,რუსეთის, ბელორუსიისა და პოლონეთის შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, ჟიურის წინაშე 700-მდე კონკურსანტი წარსდგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით2018 წელს კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმ სპეციალისტებთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომლებიც ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი.
ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით 2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდება მავნებლის საწინააღმდეგო შემდგომი ნაბიჯები.მისი თქმით განხორციელდება საველე სამუშაოები სპეციალისტების ჩართულობით, გაგრძელდება მუშაობა სამეცნიერო მიმართულებით, ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხითაც.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა საერთაშორისო ინსტრუქტორმა კრივში სემინარები მაკაუში ჩაატარა

კრივის საერთაშორისო ფედარაციის მიწვევით საერთაშორისო ინსტრუქტორი ზურაბ ტიბუა მაკაუში იმყოფებოდა,სადაც ჰონკონგისა და მაკაუს მსაჯებს, შემდგომი ეტაპის გასავლელად, სემინარები ჩაუტარა. შეგხსენებთ,რომ ზურაბ ტუბუამ მიმდინარე წლის იანვარში, იტალიის ქალაქ ასისიში მსაჯთა ინსტრუქტორის კურსები წარმატებით გაიარა,მან 4 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მსაჯებს სემინარები და გამოცდები უნდა ჩაუტაროს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ხვალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს ხვალ ფოთის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. საღმრთო ლიტურღია პირველ საათზე დაიწყება. წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დაბრძანებული და სიწმინდეებთან მიახლოება მრევლსაც შეეძლება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ფოთი ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალს “ფაზისს“მასპინძლობს, რომელშიც 9 ქვეყნის 30 შემოქმედებითი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას.ფესტივალი საზეიმო ვითარებაში 4 ნოემბერს გაიხსნა, ჟიურის წინაშე ორი დღის მანძილზე 700-მდე კონკურსანტი გამოვიდა .

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი თეატრალური სეზონი ფოთის თეატრში. 6 ნოემბერი, 2017

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 135-ე სეზონი, რეჟისორ გაბრიელ გოშაძის სპექტაკლ „ზვავით“ გაიხსნა. სპექტაკლი მაყურებელმა პირველად 10 წლის წინ იხილა და დღემდე აქტუალობა რ დაუკარგავს.ახალი თეატრალური სეზონის გახსნამ ანშლაგით ჩაიარა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. 6 ნოემბერი, 2017

აზიურ ფაროსანასთან წარმატებული ბრძოლისთვის, აუცილებელია, ბაზარზე შესაბამისი პრეპარატები და დამცავი საშუალებები უწყვეტად მოიპოვებოდეს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილემ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებთან შეხვედრისას განაცხადა.
ზურაბ ლიპარტიამ მათ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, პრეპარატები სრეალიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი ბაზარზე შხამ-ქიმიკატების შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრეპარატების დეფიციტის საშიშროება არც ერთ რეგიონში არ დგას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთის გამარჯვება

ფოთის ,,კოლხეთი 1913\”-მა გორის ,,დილა\” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი მეტოქის კარში პირველი ტაიმის დასასრულს გუნდის ლეგიონერმა ფეხბურთელმა იგორ ბროვკომ გაიტანა.

იხილე მეტი