სიახლე 

ფოთის ბაზრის მოვაჭრეებმა მერიის წინ აქცია გამართეს

მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განცხადებით პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბლიც ტური გაიმართა

დღეს საქართველოს ტაიკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე ფოთს სტუმრობდა,ის \”ტაიკვანდო კლუბ 1997\”-ის მწვრთნელებსა და მოსწავლეებთან ერთად, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებსაც შეხვდა,მისი თქმით ვიზიტის მიზანი არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ტრენინგი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირბით, ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ტრენინგი მიმდინარეობს,რომელიც ახალგაზრდებში საარჩევნო პროცესების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.პროექტი ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ტრენინგის მონაწილეებს 10 დღიანი კურსის გავლის შემდეგ, სპეციალური სერთიპიკატები გადაეცემათ.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთის ბაზარში

ფოთის ბაზარში დამწვარი ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს,ქალაქის მერის ინიციატივით აღდგენითი სამუშაოები გუშინ დაიწყო,რომელშიც დასუფთავების სამსახურთან ერთად, მერიის თანამშრომლები მონაწილეობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება

ფოთის საერთაშორისო საჭადაკო ფესტივალში 14 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. A ტურნირი ფოთის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარეობს. B, C, D და ასაკობრივი ტურნირები კი „მონოპოლის“დარბაზში.მე-4 ტურნირის მონაცემებით,A ტურში ირანელი მოჭადრაკე ლიდერობს.ასევე ლიდერთა ჯგუფში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრთან მიხეილ მჭედლიშვილთან ერთად დავით ბენიძე და გიორგი სიბაშვილი მოხვდნენ. A ტურში სულ 12 საერთაშორისო დიდოსტატი,8 საერთაშორისო ოსტატი და 15 ფიდეს ოსტატი ასპარეზობს

იხილე მეტი
სიახლე 

დაპირისპირება საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის ყრილობაზე

ფოთში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა,ნიჩბოსნები სასტუმრო „ანკორი“-ს საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ,დებოში ფედერაციის გამგეობის იმ წევრებმა ატეხეს,რომელთა გადაყენება სხდომაზე იყო დაგეგმილი,საუბარია თბილისის ნიჩბოსანთა კლუბის წარმომადგენლებზე,მათ პროვოკაციის მოწყობის ბრალდებით ფედერაცის პრეზიდენტმა ყრილობაზე დასწრება აუკრძალა,რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა,ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანაპირო დაცვის დღე აღნიშნეს

ფოთში 16 ივლისს სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას შს სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 17 ივლისი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ფოთის სანაპირო ზოლზე 19 ივლისს დასავლეთის ქარის გაძლერებაა მოსალოდნელი,ზღვის ღელვა კი 3-4 ბალამდე მოიმატებს

იხილე მეტი
სიახლე 

ვინ იქნება “ევროპული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი

ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაცია ფოთის მერობის კანდიდატის წარსადგენად ემზადება.კანდიდატის ოფიციალურად წარსდგენის ცერემონიალი 19 ივლისს 18 საათზე იუსტიციის სახლის გვერდით ხელოვნების სკვერში გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზრის მოვაჭრეების მორიგი აქცია

15 ივლისს ფოთის ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით 10 წუთის მანძილზე იყო გადაკეტილი.ბაზარში დამწვარი მაღაზიების მეპატრონეების მიერ მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვი,პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარღვია.აქციის რამდენიმე მონაწილემ შეუძლოდ იგრძნო თავი და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო,მოვაჭრეები გამოძიების დროულად დასრულებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

იხილე მეტი