სიახლე 

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში.ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გარე მოვაჭრეებს რიონის მარცხენა სანაპიროს განთავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეების გადაყვანა სავაჭრო ცენტრში იგეგმება, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის დასუფთავების სამსახურს ახალი ურნები გადაეცა

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის დასაწყისში შ.პ.ს \”ინფრასტრუქტურა 2008\”-ს 100 ცალი ნარჩენების შესაგროვებელი ნაგავის ურნა გადასცა , აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მიმდინარე თვეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთს 2 ცალი კომპაქტორიანი მერსედესის მარკის 7 და 13 კუბური მეტრის ტევადობის ახალი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანა გადასცა.
ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში ეტაპობრივად შეიცვლება.

იხილე მეტი

ფოთში ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან

დღეს ფოთის სკოლებში მე-11 კლასელებისათვის 2017 წლის საატესტატო გამოცდები დასრულდა, გამოცდები ელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა.3 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტებთან ერთად მასწავლებლები საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებს ჩააბარებენ.
როგორც შარშან ერთიანი ეროვნული გამოცდები და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგურში მძღოლებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

ფოთის პორტში და მის ფარგლებს გარეთ,საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს ტრენინგები უტარდებათ,რომელიც ფოთის ნავსადგურში და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალზე მიმდინარეობს.პირველი ორი ტრენინგი შვეიცარიულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ამჯერად მძღოლებს საგზაო უსაფრთხოები ნორმების დაცვაზე,\”ეიპიემ ტერმინალსი\”-ს ტრენერები ესაუბრებიან

იხილე მეტი
სიახლე 

შავი ზღვის თევზი ევროკავშირის ბაზარზე

საქართველო დაემატა ე.წ. მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანაა დაშვებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 22 ივნისი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,ჰიდროგრაფიული სამსახურის,სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ფოთის სანაპირო ზოლზე ხვალიდან გამოიდარებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ძალოსანთა კლუბი გაიხსნა

ფოთში ძალოსნობის სასპორტო სკოლა გაიხსნა,დარბაზი თანამედროვე შესაბამისი ტექნიკით არის აღჭურვილი,რომელიც სკოლას საქართველოს ძალოსანთა ფედერაციამ საჩუქრად გადასცა. სასპორტო სკოლაში უკვე 30-ზე მეტი ბავშვი დადის,მათ კვალიფიციური მწვრთნელები ავარჯიშებენ.ძალოსნობის სასპორტო სკოლა,ფოთის სპორტის სამსახურის ინიციატივით და ფოთის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეცნიერო კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენცია, პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ გაიმართა.აუდიტორიის წინაშე მოხსენებით ამავე უნივერსიტეტის პროფესორები წარსდგნენ,რომლებმაც დიდი ფილოსოფოსის ძველი და ახალი კვლევები განიხილეს.

იხილე მეტი

ფოთის მე-4 სკოლის საფეხბურთო გუნდი ფინალში გავიდა

საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდებს შორის \”კოკა კოლას თასის\” გათამაშებაში,მეოთხე საჯარო სკოლა ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.ფინალურ, გადამწყვეტ შეხვედრაში მეოთხე სკოლელები თბილისის მე-10 სკოლის გუნდს დღეს 7 საათზე უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა უამინდობის გამო მატჩი ხვალისთვის გადაიდო და სავარაუდოდ დარბაზში გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

საჩხერის “ჩიხურა“-ფოთის “კოლხეთი 1913“ 3:1

16 ივნისს გაიმართა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-17 ტურის მატჩები რომელშიც ფოთის ,,კოლხეთი 1913\’\’ სამტრედიაში საჩხერის ,,ჩიხურას\’\’ მასპინძლობდა. შეხვედრა საჩხერელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ფოთელთაგან გოლი მეტოქის კარში ნიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა რომლისთვისაც ეს მე-10 გატანილი გოლია სეზონში.

იხილე მეტი