ხვალ ფოთის თეატრში სპექტაკლი ჩრეცხილები გაიმართება 23 03 17
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სალვომირ მროჟეკის პიესის მიხედვით სპექტაკლი \”ჩარეცხილები\” გაიმართება
იხილე მეტიფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სალვომირ მროჟეკის პიესის მიხედვით სპექტაკლი \”ჩარეცხილები\” გაიმართება
იხილე მეტიფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, – მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე – მალთაყვის საკურორტო ზონაში ტურიზმის განვითარებას.
ფოთში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრები ადგილობრივ მეწარმეებს, მონადირეებს და მეთევზეებს შეხვდნენ. მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონადირეებმა ბუფერული ზონის მოხსნა და პალიასტომის ტბაზე ძრავიანი ნავებით გადაადგილების უფლება მოითხოვეს.
იხილე მეტი2011 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
კამპანიას „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია , მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შეუერთდნენ და „მზის ბავშვებს“ თანადგომა გამოუცხადეს.
ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა კოალიცია \”სოციალური რეფორმებისათვის\” შშმ ბავშვთა \”დღის ცენტრი\”-ს აღსაზრდელები მოინახულეს,სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ქალაქში სტუმრად იმყოფება ფოთთან დამეგობრებული, ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან კირიატ-იამის ვიცე-მერი მორდი ფიზიცკი,ხაიფისა და ჩრდილოეთ ოლქის ქართულ – ებრაული კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე, ფოთის საპატიო მოქალაქე -შოთა წვენიაშვილი, მსოფლიო ხალხთა ეროვნული და კლასიკური ცეკვების \”ფესტივალ კარმიელის\” საზოგადოების პრეზიდენტი-აჰარონ სოლომონი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
იხილე მეტიფოთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა,რომელიც ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით მოეწყო.
დასუთავების აქციაში, ამჯერად , შსს დაცვის პოლიციის ფოთის სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთნენ.
აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია).
ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით , დასუფთავების აქცია ქალაქში ყოველ შაბათს ეწყობა და ამ ინიციატივას მერიის სამსახურებთან ერთად სხვა უწყების წარმომადგენლებიც შემოურთდნენ.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატში ანსამბლ \”ფაზისის\” სოლო კონცერტი გაიმართა.რომელსაც ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
იხილე მეტი18 მარტს რაგბში პარკი არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგის შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს გათამაშების ლიდერები კოლხი \”რაინდები\” და ქედის \”ფირალები\” დაუპირისპირდნენ.შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და სტუმრების სასარგებლოდ 14-10 დასრულდა.
იხილე მეტიფოთში კაპარჭისა და შავღელის ნაპირებზე დიდი რაოდენობით დახოცილი თევზი გამოირიყა. გარემოს დაცვის სააგენტო სწავლობს საკითხს ეს მოვლენა რაიმე დაავადებასთანაა დაკავშირებული თუ წყლის დაბინძურებასთან. ჩატარებული ანალიზების პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი
იხილე მეტირაგბში საქართველოს ჩემპიონატის B ლიგაში, ფოთის \”კოლხმა რაინდებმა\” ქუთისის \”აია\” 14:0 დაამარცხეს
იხილე მეტი